понедельник, 4 апреля 2016 г.

წონა - მარტორქისხელა, თვითშეგრძნება - სპილოსმაგვარი ანუ მხიარული მოლოდინი

Автор: ჯუნა на 4/04/2016
          წონა - მარტორქისხელა, თვითშეგრძნება - სპილოსმაგვარი, ყოვლად უნიათო, ძალაგამოლეული და ბებერივით.... როცა უზღვავ ენერგიას და წოწიალს დაჩვეულს ზოგჯერ წამოდგომაც მიჭირს, როცა მეჩვენება რომ კილო ორასი ნაზი, ფითქინა და კიკინიანის ნაცვლად ბევრი და მძიმე ქვები ჩამიყარეს სხეულში, როცა გული მატყუებს და ყველას და ყველაფერს მინდა მოვედო, ღიპსაც არ ვიმჩნევ, მაგრამ ხან თირკმელი გუბდება, ხან სუნთქვა არ შემიძლია, ხან გული მიჩქარდება, ხან ჰემოგლობინი მაკლია და ხან ტონუსი მაქვს ზედმეტად, ხანაც მეჩვენება რომ ქალბატონი ვიქტორია გაპასიურდა და ნერვოზი მეწყება.... როცა სელფებიც კი აღარ მგვრის სიამოვნებას, რადგან ეკრანიდან მიღიმის სიმპატიური, მაგრამ აშკარად გოჭის სახის მოყვანილობის არსება : )))

          და მაინც, ისე მივედი თითქმის 30 კვირამდე ეს ორსულობის ბოლოსთვის აუცილებელი და დაგეგმილი დეპრესია არა და არ მოდის :)  პირიქით - ამხელა მწუხარებების ფონზე (:დ) სადღაც შიგნიდან უწყვეტად მოედინება გაურკვეველი და უზღვავი სიხარული: მოლოდინის, ბედნიერების, სილამაზის, იმედის.... არ ვიცი რისი მეტი, რომელიც ყველაფერს ფარავს და ანეიტრალებს. რომელიც მამშვიდებს, ღიმილს არ მაშორებს და ბედნიერების შეგრძნებას.....
          მუცელზე ხელებდაკრეფილი ვაკვირდები, როგორ ტალღასავით გადაივლის კიკინას აქტივობები, მოაკაკუნებს და მომიკითხავს... ამოიზნიქება ხან მარჯვნივ, ხან ზემოთ, ზურგზეც გავა და ლამის გულზე ამაწყოს თავისი ალბათ 200 გრამიანი ფეხები :)) არჩევს პოზებს, განწყობებს, საჭმელებს, მისწორებს გემოვნებას, მუსიკასაც კი... ჩამჯდარა და მბრძანებლობს, აღარც კი მასუნთქებს ჩემს ჭკუაზე : )
          როგორ მიყვარხარ რომ იცოდე : ) შენს წარმოდგენაზე ღიმილს ვერ ვიკავებ და სიხარულები მცვივა ალბათ თვალებიდან... დიდად იმედი ნუ გექნება რომ დალაგებულ ,,საზოგადოებაში" მოხვდები: მამაშენი და შენი უფროსი ძმა ძილის წინ ყოველ საღამოს ხელგადახვეული გიმღერებენ chans de lise-ს ქართულ ვარიანტს :) მე მუხლზე გადახეულ ჯინსებს ვეძებ, რომ ფერად მაისურებზე ჩაგაცვა და ბევრი გაწოწიალო, ,აბადოკებს" გიგროვებ და ნულ ზომა სასაცილო ,,ბასანოჩკებს", თემუკა გეგმებს აწყობს როგორ გაბანავებს თავისი ხელით, არავის დაუთმობს და არ დააჯაგვრინებს (დააჩაგვრინებს:)) შენს თავს :)
          ასე რომ, გელით გელით :*

2 коммент.:

kushi's blog комментирует...

რა ტკბილი იყო ეს განცდები <3 ბედნიერ ორგზის დედიკოობას გისურვებ <3 მეც გოგონა მყავს, როცა გამიჩნდა ჩემი მეზობელი მოვიდა მას ბიჭები ჰყავს და მახსოვს როგორ მითხრა აი დედიკო რას არ ვყიდულობდი ჩემს ბიჭებს როგორებს არ ვარჩევდი მაგრამ "აბადიკებვს და ნევეძინკებს" რომ ჩავუვლიდი ტანში მაჟრიალებდა ნეტა მყავდეს და 20 კაპიკიანი თმისაბნებვის ყიდვა უფრო გამახარებდა ამ ძვირიან ტანსაცმელზე მეტადო :)

აი ასეთები ვართ დედებო... ტკბილები და ცოტა სასაცილოებიც :)
მშვიდობა მოგცეს უფალმა....

ჯუნა комментирует...

დიდი მადლობა <3

2 комментария:

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review