воскресенье, 8 мая 2011 г.

ისევ შენზე... ციკლიდან ბედნიერი ვარ :)

Автор: ჯუნა на 5/08/2011
ხანდახან ისე მინდება ხოლმე გწერო წერილები... როგორც ადრე, ძალიან რომ მომენატრებოდი, 10 გვერდიან სმს–ებს გწერდი დიდი რუდუნებით და მერე პატარა ბევშვივით გულათრთოლებული ველოდი საპასუხო სიტყვებს. მართალია ცოლი ვარ, მაგრამ ხანდახან ახლაც ძალიან მომენატრები ხოლმე.
ზოგიერთ წყვილს რომ ვუყურებ, ასე მგონია რაღაც ბებრულად უყვართ–თქო ერთმანეთი... შაბლონურად, ზედაპირულად, რომანტიზმის, ფანატიზმის, ემოციების გარეშე. ვერც კი წარმოიდგენ, რომ მათაც დიდ სიყვარული აკავშირებთ, რომ მათაც ენატრებათ ხოლმე ერთმანეთი, რომ ისინიც ეხუტებიან ერთმანეთს დღეში ასჯერ და მათაც ვერ წარმოუდგენიათ უერთმანეთოთ ყოფა...

მე შენი პირის გემო და ტუჩების სუნი მიყვარს ყველაზე ძალიან,
შენი ჩახუტება და ხელების მოხვევა,
შენი სერიოზულობა, ბუზღუნიც, წუწუნიც...
შენთან ჩხუბიც მიყვარს, რადგან ვიცი საათიც არ გავა შემირიგდები...
შენი მზრუნველობა მიყვარს, შენს ცოლზე უკეთესად რომ შეგიძლია საჭმელი მომიმზადო ან ჩაი გამიკეთო და პატარასავით მაჭამო.
არაფრით რომ შენს წილ ტკბილს არ შეჭამ ჩემამდე, იქნებ შენი არ გეყოს და ესეც შენ ჭამეო... მაჭმევ, თუ არ ვჭამ მიბრაზდები, თუ ვჭამ მაჯავრებ რა ღორმუცელა ხარო...:)
შენი სიკეთე მიყვარს და მეამაყება, რომ ჩემზე ბევრად კარგი შეგიძლია იყო, ჩემზე კეთილი და ღვთისმოშიში...
ყველაზე უკეთ ჩემი დამშვიდება და დაიმედება შენ გამოგდის,
ჩვენ რომ ვკამათობთ მაშინ მივარდება წნევა, მეწყება გულის ფრიალი, ვხდები ცუდად და მჭირდება წამლები... ოღონდ არ იფიქრო ვიგონებ... ეს მართლა ასეა. შენზე დამოკიდებული ვარ ალბათ.
ხანდახან ამბობ რა კარგი ცოლ–ქმარი ვართო, როგორ ყველაზე მეტად გვიყვარს ერთმანეთიო...მეც გეთანხმები... გულუბრყვილოები ვართ ალბათ, მაგრამ გვიხარია... და ხანდახან ძალიან რომ შემეშინდება ამ სიხარულის მაგრად მაგრად გეხუტები...

3 коммент.:

Анонимный комментирует...

ამ პოსტს სიყვარულის ცეკვას დავარქმევდი : ))

Анонимный комментирует...

მეც მინდა ასე მიყვარდეს, როგორც შენ...

შენ პოსტებს რომ ვკითხულობ მთბილა... გული მიჩქარდება...
არ ვიცი რა ვთქვა, ან საერთოდ შენი სიტყვების შემდეგ რა საჭიროა რამის თქმა..
უბრალოდ მაინც მინდა გისურვოთ სულ ასე გყვარებოდეთ ერთმანეთი! <3

ჯუნა комментирует...

დიდი მადლობა :) მეც მინდა გისურვო დიდი და ლამაზი გრძნობა :*

3 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review