вторник, 10 мая 2011 г.

33–ე კვირის სიახლეები :)

Автор: ჯუნა на 5/10/2011
მე–9 თვეში გადავედი უკვე მგონი... ან მალე გადავალ. რავიცი ამ კვირებს ვერაფერი გავუგე. 40 კვირა 9 თვეზე ვერაფრით გადავანაწილე... თან მთელი ორსულობა დროს წინ ვუსწრებდი და ახლა ეს ბოლო 2 თვე საშინლად იწელება.
ახლა ვართ 33 კვირის, ჩემი კურკა (თუმცა უკვე რაღა კურკა:)) იწონის დაახლოებით 2000–2200 გრამს, და 43 სანტიმეტრია.

ის აღარ წააგავს დანაოჭებულ „უცხოპლანეტელს“, უკვე შეღინღლული პატარა ადამიანია. ამავდროულად, ჯერ არაა გამაგრებული ძვლები, ანუ რბილი ძვლები აქვს, რაც საშუალებას აძლევს ადვილად გადაადგილდეს დედიკოს მუცელში :) 33-ე კვირა, როგორც წერენ, კიდევ ერთი რამით გამოირჩევა: ახლა უკვე შესაძლებელია გარჩევა, შენი პაწაწინა შიგნიდან რით გაწვება – მუხლით თუ იდაყვით. თუმცა, რა თქმა უნდა, ის ახლა გაცილებით ნაკლებად მოძრაობს, ვიდრე გასული პერიოდის განმავლობაში, რადგან მუცელში უკვე საგრძნობ ადგილს იკავებს. ეს ორსულის მოძრაობებზეც აისახება, მე პირადად ექიმმა მითხრა, რომ კვატივით დავდივარ :)) კიდევ, აშკარად ვგრძნობ როგორ შემიშუპდა და ზომაში გამეზარდა თითები, მაჯები, მთლიანად – ხელები. თურმე, მთელი სხეულის ნებისმიერი ადგილი ივსება სითხით, მათ შორის ხელებიც.
ჩემი პატარა ბოლოს ვნახე 2 კვირის წინ, ეხოზე:) ხელები სახეზე ჰქონდა აფარებული და არაფრით სახე არ დაგვანახა)

უკვე აქტიურად დავიწყეთ მზადება მასთან შესახვედრად: ვიყიდეთ ტანსაცმელები, პაწუა ნასოჩკები, პირის მოსაწმენდები, ქუდები :)) მალე უნდა შევიძინოთ საწოლი, რომელიც უკვე არჩეულია და ძალიან ლამაზია.

ხო, კიდევ გვაქვს პირველი სათამაშოები: ჟირაფიკი, რბილი Ванька-встанька და მასკა, რომლითაც ჯერ ჩვენ ვთამაშობთ :))

წერა რაღაც აგრესიულ ნოტაზე დავიწყე, მაგრამ უკვე დავდნი :) უბრალოდ ამ ბოლო დროს ვხვდები, რომ მიდრეკილება გამიჩნდა თავის შეცოდებისკენ. ვითხოვ უზარმაზარ ყურადღებას, სითბოს... პატარა ბავშვს დავემსგავსე, უმიზეზოდ მცვივა ცრემლები, კატასტროფული სიჩქარით მეცვლება ხასიათი, მგონია რომ აღარაფერი შემიძლია, აღარაფრის თავი არ მაქვს. მინდება დედამ მომეფეროს, მომიაროს, მაჭამოს, სულ ჩემთან იყოს, ჩემზე იზრუნოს და ხელი არ გამანძრევინოს :)
დედიკოსთან მინდა მოკლედ...

3 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

აუ აუ აუ <3 <3 რა მაგარია ეეეე... სულ მალე პაწაწუნა გეყოლება...

vekoo комментирует...

ეს ვიდეო შენია?

აუ, აუ, ორსულობა მომანდომეე : )))

გეხვეწები, მშობიარობის მერე მოვლენებზეც, თითოეულ შეგრძნებასა და გაფიქრებაზეც ასევე დაწერე პოსტები რა. ძალიან მაინტერესებს თითოეული ორსული რას გრძნობს და განიცდის ამ დროს.

შენ კი, წარმატებები, ჯანმრთელი და ბედნიერი მოევლინება აქაურობას შენი "კურკა" :)))

ჯუნა комментирует...

ვეკო მეც ასე მინდებოდა ხოლმე ორსულობა სხვის პოსტებს რომ ვკითხულობდი)) გათხოვდი მერე, გაამართლე შენი მეზობლების იმედები და გეყოლება ბაია :)) დიდი მადლობა :*

3 комментария:

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review