понедельник, 25 апреля 2011 г.

31 კვირის ვართ დეე.....:)

Автор: ჯუნა на 4/25/2011
პირველად გეუბნები ამ სიტყვებს დე... და მეუცხოვება. მეგონა მზად ვიყავი შენთვის, მაგრამ სანამ არ დაგინახავ, ბოლომდე მაინც ვერ შევძლებ შენს აღქმას ალბათ... უკვე 30 კვირას გადავცდით. რა ცოტა დრო გავიდა და უკვე რამხელა ბიჭი ხარ... :) ვკვდები სურვილით ისე მინდა გაგიცნო, გნახო როგორს გატარებ მუცლით, ვის გავხარ, როგორი ნაკვთები გაქვს, რა ფერის თვალები... მალე, სულ ცოტა დაგვრჩა და უკვე აღარ ვიცი როგორ გავწელო ეს დრო... ისე მიჭირს ფიზიკურად, მორალურად... ძალიან ვიღლები, სულ მინდა ვიწვე, სულ მეძინება. ვერც ვკითხულობ, ვერც ვმეცადინეობ, ვეღარც ვქარგავ... ძალიან დავმძიმდი და ხანდახან ძალიან მიჭირს ხოლმე შენი ხტუნვის გაძლება...:) რთული ყოფილა 9 თვე შვილის მუცლით ტარება ))
მაგრამ ისე მიყვარხარ... გვიყვარხარ. ყველა ისე გეფერება და გელოდება. მამა (ესეც როგორ მეუცხოვება :)) სულ გკოცნის ხოლმე და გეფერება, შენს კომფორტზე ზრუნავს, შენს უფლებებს იცავს, რომ შემთხვევით არ დაგჩაგრო, უგემოვნო არაფერი მოგასმენინო ან ჩემი წოლით არ შეგავიწროვო :))

მე ყველაფერი მინდა ვიცოდე შენზე... ვიცი როდის გძინავს ხოლმე და ხანდახან ისე მომენატრება შენი კაკუნი ხმამაღალ მუსიკას გირთავ და ძალით გაღვიძებ :) კიდე შენი წვალება მიყვარს, რამდენს ამოიზნიქები იმდენს რომ გეფერები და შენც გარბიხარ, მე კი არ გასვენებ :) უბრალოდ ამ ფორმით გეკონტაქტები...
მე ბევრს ვკითხულობ შენზე. ვიცი, ახლა კიდეც რომ დაიბადო უკვე საფრთხე აღარ გემუქრება, რომ ჩამოყალიბებული პატარა კაცუნა ხარ და შენი ყველა ორგანო მუშაობს. თვალის გუგებიც აგეხილა და ისევე რეაგირებ სინათლესა და სიბნელეზე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. შენი კანი მოვარდისფრო ფერისაა, ფრჩხილებმა კი უკვე თითის ბოლომდე მიაღწიეს. გრძნობ და გესმის ყველაფერი, რაც შენს ირგვლივ ხდება. ხარ დაახლოებით 40 სანტიმეტრი და 1600 გრამი :)

მალე ეხოზე მივდივარ და გნახავ.... იქნებ სურათიც მომცენ შენი...
შეხვედრამდე :) :*

3 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

5–6 კვირაც და <3

Анонимный комментирует...

mmm, დამბურძგლა რომ ვკითხულობდი.

არაფერი შეედრება ალბათ დედობის ბედნიერებას.

უკვე ყველა დედას რომ ვუყურებ ლამის შემშურდეს ისე მინდება ხოლმე ...

ბედნიერება არ მოგკლებოდეთ შენ,– პატარა დედიკოს და პატარა კაცუნას : ))

ჯუნა комментирует...

დიდი მადლობა :)

3 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review