четверг, 17 марта 2011 г.

რა მინდა მე... ანუ ტკბილი ოცნება

Автор: ჯუნა на 3/17/2011
ვის არ უოცნებია თუ არ უფიქრია საკუთარ, დიდ თუ პატარა, ლამაზ და მყუდრო სახლზე, რომელშიც მოაწყობდა ყველაფერს თავის ჭკუაზე, თავისი გემოვნებით, რომელშიც გაზრდიდა თავის შვილებს და დაელოდებოდა მეუღლეს სამსახურიდან... გაატარებდა თავისი ცხოვრების ლამაზ და ბედნიერ წლებს და შემდეგ, დიიდი ხნის შემდეგ იქ იცხოვრებდნენ ცისფერთვალა შვილიშვილები.... შორს წავედი, მაგრამ ოცნება ტკბილია.

ხშირად მიფიქრია როგორი მინდა იყოს ჩვენი სახლი...
მაგალითად სამზარეულო:

ეს ის სამზარეულოა, რომელიც ჩემს ქმარს სასაცილოდაც არ ეყოფა ალბათ, თუმცა ამ საკითხში მისი აზრის გათვალისწინება არ მინდა, რადგან ეს ჩემი კუთხეა და მე იქ კომფორტულად მინდა თავს ვგრძნობდე... ხომ უნდა მოვუმზადო დილაობით უგემრიელესი და განსხვავებული საუზმეები, საღამოობით უგემრიელესი ვახშმები, შაბათ–კვირას კი ორიგინალური დესერტები და ტკბილეულობები... ეს უნდა იყოს კუთხე, სადაც სულ იქნება სითბო, არ იქნება ტელევიზორი და არანაირი თვალშისაცემი ტექნიკა. შეიძლება მხოლოდ პატარა რადიო, რომ საჭმლის მომზადების პროცესი იყოს მხიარული და მუსიკალური:)
აქედან განხორციელდება უმნიშვნელოვანესი სატელოფონო ზარები გოგოების და ნათესავების მიმართულებით, აქ უნდა ვეჭორავო სტუმრად მოსულ დედას, დედამთილს, მულს და რავიცი კიდევ ვის არა... სწორედ აქ უნდა დავუცადო ქმარს სამსახურიდან, (რადგან მე ყოველთვის მასზე ადრე დავბრუნდები სახლში :)) აქ გავაკეთებთ სადღესასწაულო კერძებს, ყველა ერთად გავაწყობთ ულამაზეს სუფრას, გადავაფარებ ქათქათა, თეთრ გადასაფარებელს, თუნდაც იმას, ნათესავმა რომ მაჩუქა როცა გავთხოვდი :)) თეთრს და ნაქარგებით... ავანთებთ ლამაზ სანთლებს, მერე დავაწყობთ სალათებს, გემრიელობებს და ყველაფერს ერთად დავაგემოვნებთ...

ჩვენი სამზარეულო უნდა იყოს თბილი, მყუდრო და პატარა. კედლებზე ჩემი ნაქარგებით და ნაჩუქარი, ლამაზი თეფშებით. მოხერხებული დივნით და კარადაზე ლამაზი ვაზით, რომელშიც ჩავაწყობ ხოლმე მეუღლის მორთმეულ ლურჯ ყვავილებს....

ბევრი ვიფიქრე საბავშვო ოთახზეც, შესაფერისი ფოტოც ბევრი ვეძებე, მაგრამ სამწუხაროდ google-ში ვერაფერი ვიპოვე... ჩვენ ხომ მარტო ერთი შვილი არ გვეყოლება... რადგან ძალიან არ მინდა ჩემი შვილები ეგოისტებად გაიზარდნონ და დედმამიშვილური სიყვარული არ იცოდნენ. ამიტომ ერთი ბავშვისთვის ოთახსაც ვერ ვეგუები. ძალიან მინდა ჩემი შვილებისთვის ლამაზი ოთახი, ხის პაწაწუნა ავეჯით, შიგ ბევრი სათამაშოებით, კედლებზე უამრავი ბედნიერი ფოტოთი, საყოფი კარადებით და ბევრი წიგნებით...
მათთანაც დავკიდებ რომელიმე ჩემს მომავალ ნაქარგს, მაგალითად რაიმე ამათ მსგავსს:

და მათი ოთახიც იქნება ძალიან ნათელი და თბილ ფერებში, რომ პაწუა გულებში ჩაეღვაროთ სითბო და არასოდეს იფიქრონ ბოროტებაზე..
.
ბევრი ოცნება მაქვს კიდევ, რაღაცეეები ზუსტად წარმომიდგენია კიდეც:) მაგალითად ვიცი, რომ ჩემს სახლში იქნება ძალიან ბევრი საოჯახო ფოტო, ბევრი წიგნი, კიდევ ყველა ერთმანეთს მოუსმენს და ამავდროულად ყველა იქნება დამოუკიდებელი.
ძალიან იოლია ალბათ ოცნება.... და ძალიან რთული მისი განხორციელება...
მაგრამ როცა რაღაც მთელი გულით გინდა, წინ ვინ გადაგეღობება?

3 коммент.:

ლოლიკა комментирует...
Этот комментарий был удален автором.
ლოლიკა комментирует...

ჩემო ჯუნა, დაგვიანებით გილოცავ გაბედნიერებას. ტკბილი, ბედნიერი და უდარდელი ცხოვრებით გეცხოვროს შენს საყვარელ ადამიანთან ერთად, პატარების ჟრიამული არ მოგკლებოდეთ :).
ეს კიდევ, ლოლაძე ვარ და მეკუთვნის, პატარა საჩუქარი შენს ლამაზ ოცნებას :)

https://picasaweb.google.com/loladzeinga/Desktop?authkey=Gv1sRgCJXTso2SlrzW9QE#

ჯუნა комментирует...

:)) ინგა დიდი მადლობა:) ძალიან ლამაზია შენი საჩუქარი, მართლა საჩემო :*:*
შენც ყველაფერ საუკეთესოს გისურვებ და მინდა ძალიან ბედნიერი იყო :*

3 комментария:

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review