суббота, 18 декабря 2010 г.

happy birthday to me :)

Автор: ჯუნა на 12/18/2010
ბავშვობიდან და ყოველთვის საკუთარი დაბადების დღე რაღაც გამორჩეულად მიყვარდა. მთელი წელი ველოდებოდი, მერე ბოლო წუთებს და წამებს ვითვლიდი....
10 9 8 7 ........3 2 1.... და სულ მეგონა მოხდებოდა რაღაც სასწაული, საათი თორმეტს გადაცდებოდა და დაიწყებოდა... არ ვიცი რა. ალბათ უნდა ყოფილიყო ფეიერვერკები, საიდანღაც უნდა გაჩენილიყო დიდი ლამაზი თაიგული, ბუშტები...... მომილოცავდა ყველა ვინც მიყვარს, ვინც ახლობელია, ვისაც უბრალოდ ვიცნობ...
მერე მექნებოდა ლამაზი დიდი და ყველასგან განსხვავებული ტორტი შუშხუნებით, ლამაზი სუფრა, გაწყობილი სანთლებით და გემრიელი საჭმელებით, ბუშტები ნაირფერები, ტკბილი სასმელები, ხალხი... ყველაზე საყვარელი. ვისი დანახვაც მხოლოდ სიხარულს შემმატებდა.

ამ დღეს არ უნდა მომხდარიყო არაფერი ცუდი, უსიამოვნო, ყველაფერი უნდა გაასოცირებულიყო პოზიტივთან, სიხარულთან, მეგობრობასთან....

ალბათ საკუთარი თავი ეგოისტურად მიყვარს, რადგან წლების განმავლობაში საკუთარ თავს ყოველთვის პირველი ვულოცავდი დღეობას და ვისურვებდი ყოველთვის იმას, რასაც ალბათ სხვაც, მაგრამ მე უფრო განსხვავებულად)) თანაც ამ მომენტში ყოველთვის გული მიჩუყდებოდა ხოლმე :)

ვხვდები რომ გავიზარდე. ვხდები 21 წლის. ბევრი არც არაფერი შეცვლილა, ისევ ისე ველი.... თუმცა ბავშვობაში უფრო მჯეროდა რომ ყოველდღიური პრობლემები, ზოგჯერ ნერვიულობა, განცდები მხოლოდ ყოველდღიურობაა და ამ ჩემთვის ჯადოსნურ დღეს არანაირად არ გადავიდოდა. ახლა უკვე დიდი ვარ და ვიცი რომ ასე არ ხდება...

გამოდის რომ ისევ პირველი ვულოცავ თავს დაბადების დღეს. ახლა უკვე აქ..... :)

მაგრამ პატარაობისგან განსხვავებით სურვილები მარტო მე აღარ მეხება. пожалуй მე სულაც არ მეხება....
ამ წელს მინდა ჩემი პატარა ჯანმრთელი დაიბადოს, მინდა ჩემი მთელი დიდი ოჯახი კარგად იყოს, მინდა დედაჩემმა სამსახური იპოვოს და აღარაფერზე იჯავროს.....

დავასკვენი რომ მე მხოლოდ ყველას ბედნიერებით ვარ ბედნიერი.

3 коммент.:

LiLaC комментирует...

გილოცავ გილოცავ გილოცავ :) ბედნიერებას გისურვებ, ყველა სურვილი აგსრულებოდეს. პირველ რიგში კი ის, რაც შენს პატარას უკავშირდება :*

Sophie שרה Golden комментирует...

Happy Birthday! ყველას უყვარს თავისი დაბადების დღე, მგონი. თუნდაც არ უყვარდეს, სხვებს რომ ახსოვთ, ულოცავენ და საჩუქრებს ჩუქნიან – ეს მაინც უხარიათ :))))

სიყვარულოვნა комментирует...

გილოცავ ^^
მეც ძალიან ძალიან მიყვარს ჩემი დაბ.დღე ^^
ხო და ბედნიერ დედობას, ჯანმრთელ პაწაწუნას და ყოველივე კარგს გისურვებ

3 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review