დიდი ხანი ვფიქრობდი დამეწერა თუ არა ის, რასაც ვწერ.
ალბათ უფრო ჩემი ცრურწმენის და შიშების ბრალია ეს თავშეკავება, მაგრამ როგორც იქნა, მე ამას ვწერ :) წარმოუდგენლად ბედნიერი ვარ, რადგან დედა უნდა გავხდე... ჩემს მუცელში პატარა არსება ჩასახლდა, რომელიც ნელ–ნელა იზრდება და სიხარულით ავღნიშნავ, რომ ეს არსება უკვე მოზრდილი კურკისოდენაა)) სიხარულით იმიტომ რომ 3-4 კვირის წინ ექიმის ვარაუდით იგი всего лишь 9 მილიმეტრი იყო, ახლა კი უკვე დიდია ))
უამრავი ფიქრი გაჩნდა, უამრავი გეგმა, აზრი და მეშინია კიდეც ამ ყველაფერზე ფიქრი...
ბევრს ვკითხულობ, გადავაქოთე ინტერნეტი, რომ მეტი გავიგო იმაზე, რაც ჩემს თავს ხდება... ბოლომდე კი ალბათ ვერც ვაცნობიერებ რა ხდება, როგორი უნდა ვიყო ან რა მომეთხოვება....
კვირიდან კვირის გასვლას ველოდები და ისე მინდა დრო სწრაფად გავიდეს, მალე გაიზარდოს, მალე იმოძრაოს, მალე ვიგრძნო..... ვიცი, ახლაც ბევრს მოძრაობს, ხანდახან მეჩვენება რომ ვგრძნობ კიდეც, თუმცა ჯერ იმდენად პატარაა რომ ვფიქრობ ეს ჩემი ძლიერი თავდაჯერებულობის ბრალი უფროა :))
პირადად ჩემთვის ბევრი არც არაფერი შეცვლილა. მარტო ის, რომ უფრო ხშირად მშივდება და მეძინება ხოლმე და კიდევ ძალიან ემოციური გავხდი. ხასიათი მეცვლება სრულიად უმიზეზოდ და საწინააღმდეგო მიმართულებებით. ხშირად მინდება ტირილი, ბავშვობა, ვუსმენ საბავშვო სიმღერებს, მიხარია უმიზეზოდ და პატარასავით, ვჭამ ქინდერს.......
თავს ძალიან კარგად ვგრძნობ :)
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
5 коммент.:
რამაგარია <3 გილოცაავ!
წარმომიდგენია, რა ბედნიერი ხარ :)
გილოცავ :*
ასე მგონია ეგ ყველაზე ბედნიერი პერიოდია)) ბედნიერი დედობა)
ამდენი ხნის მერე როგორც იქნა ეღირსა შენს ბლოგს პოსტიც <3 <3
რა თბილი იყო...
კიდევ ერთხელ გილოცავ საყვარელო და ბედნიერი დედა ყოფილიყავი. მშვიდ და უდარდელ ორსულობას გისურვებ :*
დიდი მადლობა ყველას :)
Отправить комментарий