четверг, 31 мая 2012 г.

მთელი ცხოვრება "უნდა" !

Автор: ჯუნა на 5/31/2012

ძალიან ცუდი გრძნობაა გულის ტკივილი.... როცა შიგნით რაღაც გეწვის, გაწუხებს გაფორიაქებს, გახტუნებს, ყველაფერს გავიწყებს და ჭკუიდან გადაყავხარ ! როცა გინდა ამოისუნთქო და ძველი ცხოვრებით იცხოვრო, დაიბრუნო ჩვეული რიტმი, განწყობა, არაფერზე არ იფიქრო, ყველაფერი ისევ ფერადად დაინახო, თავი მოიკატუნო, ცხოვრებით დატკბე, მოდუნდე, იფანტაზიორო, მაგრამ შიგნით ისევ რაღაც პროცესები ხდება, რაც მოსვენებას არ გაძლევს და ერთ ადგილას არ გაჩერებს...

რატომღაც ცხოვრებაში ყველაფერი ბოლომდე ისე არ არის, როგორც შენ გინდა, არის რაღაც პუნქტები, რაც გამოსასწორებელია, შესაცვლელია და მაშინ, როცა მოინდომებ ცხოვრებით დატკბე, რაღაც ამოგიხტება შიგნიდან და თავს შეგახსენებს, ღიმილს სახეზე მიგიყინავს და ისევ აგაბოღმებს და აგაფორიაქებს.... და როცა ცდილობ პრობლემა მოაგვარო, მხოლოდ უსუსურობას გრძნობ, იმიტომ რომ შენ ამის ძალა არ შეგწევს.

როგორ არ მიყვარს სიტყვა უნდა !
როგორ მეზარება ყველაფერი სტანდარტული, შაბლონური... მაგრამ

უნდა მოითმინო, უნდა გადაყლაპო, უნდა შეეგუო... ამით უნდა იცხოვრო დროებით ან დიდი ხნით, არც ეს იცი, მაგრამ დინებას უნდა გაყვე... გულიდან ამომხტარ ერორებსაც ყურადღება არ მიაქციო და გადადო ამაზე ფიქრი.............. ხვალამდე ან 1 წლით ან 10 წლით...............

მანამდე კი

1 коммент.:

Sophie שרה Golden комментирует...

ზოგჯერ შეიძლება ამ "უნდას" ატანა, მაგრამ მთელი ცხოვრება ა რ ა ! არ მოითმინო ბევრი, განსაკუთრებით, თუ ხვდები, რომ არ ღირს.

1 комментарий:

В этом гаджете обнаружена ошибка

მსგავსი პოსტები

Related Posts with Thumbnails
 
duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review