пятница, 16 декабря 2011 г.

ჩემი ინსტინქტები

Автор: ჯუნა на 12/16/2011
ორსულობისას, ერთ -ერთ პოსტში ვწერდი დედობრივ ინსტინქტებს ვერ ვგრძნობ-თქო. რატომღაც ყოველთვის მეგონა, რომ დაორსულებიდანვე ან მერე, ბავშვის გაჩენის მომენტიდან, უცებ გამიჩნდებოდა რაღაც კონკრეტული, ძლიერი გრძნობა და ვიტყოდი აი ეს არის დედობრივი ინსტინქტი-თქო. მაგრამ როგორ გამიცრუვდა იმედი, როცა ბავშვის დანახვის დღიდან, ვიგრძენი მისდამი სიყვარული, პასუხისმგებლობა, სიხარული.... და ა.შ. მაგრამ არაფერი ისეთი ზღაპრული და სასწაულებრივი, რაც ჩემში ამ სიტყვებთან ასოცირდებოდა.
ეს მოვიდა უფრო მერე... დროსთან ერთად.

მართლა არაფერი შეედრება დედა-შვილობას და ეს ძალიან მაგარია. მე მას ვგრძნობ, რაღაც შინაგანად, რაღაც უხილავი ძალებით. თითქოს ძაფებით ვართ გადაბმული. მე ვგრძნობ მის ტკივილს, სურვილებს, ვიცი მოცემულ მომენტში რა უნდა, რა ესიამოვნება, ვიცნობ და ვარჩევ მის მიმიკებს, ტირილის ტიპებს...:) არ მჯერა მისტიკური რაღაცეების მაგრამ მე ზოგჯერ, როცა მისგან შორს ვარ, მისი ტირილიც მესმის... ვგრძნობ სხვა ოთახში მძინარეს როდის ეღვიძება, ვგრძნობ მის ემოციებს, მის შინაგანს...
კიდევ ვგრძნობ, რომ ძალიან ვუყვარვარ. როცა დამინახავს თვალები უბრწყინდება და იცინის, მეფერება ხოლმე თავისი პატარა ბოტოტა თითებით და კოცნის მაგივრად მლოკავს ლოყაზე, ნიკაპზე... :) უცხო რომ ხელში აიყვანს მე მიყურებს და თვალებით მეხვეწება ავიყვანო, როცა უჭირს დახმარებას მე მთხოვს, როცა ტკივა მარტო ჩემთან უნდა ყოფნა...

არ ვიცი ალბათ ყველა დედა ასეა.. და ალბათ ეს ბუნებრივიცაა. სულ რაღაც 25 კვირის წინ ხომ ის ჩემში იყო, ჩემი ნაწილი, ჩემი სხეულის ნაწილი... ახლა კი დამოუკიდებელია, ცალკე ადამიანია, მაგრამ ჯერ მაინც ჩემზე მოჯაჭვული...

ჩემს ერთადერთ მიზნად გადაიქცა მისი სიცოცხლე, მისი სიცილი, კარგად ყოფნა, ბედნიერება... ძალიან მინდა კარგად გავზარდო და კარგი გავზარდო. მინდა კეთილი იყოს, გონიერი, მიამიტი, სუფთა, სამართლიანი, განათლებული, შეგნებული, ღვთისნიერი... ვფიქრობ ხოლმე ალბათ რამხელა ბედნიერებაა იმის გაცნობიერება, რომ კარგი შვილი გაზარდე. მეც ძალიან მინდა ერთ დღეს ეს გავაცნობიერო... აი ერთ დილას გავიღვიძო და ფიქრისას გავაცნობიერო, რომ ძალიან კარგი შვილი მყავს :)

3 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

შენ მკითხველის პოზიციიდან უნდა ნახო რა სასიამოვნოა ამ ყველაფრის კითხვა. აი ყველააფრის შემყურე რომ ვარ :დ და ითქოს მონაწილეც. ჯერ შეყვარებულობანა, მერე გაპარვა, მერე დაორსულება, მშობიარობა, პირველი ემოციები და ეხლა ესეთი თბილი პოსტი <3<3

ჯუნა комментирует...

თითქოს ჩემი ძალიან ახლობელი ხარ, არადა არცერთხელ არ მყავხარ ნანახი :)

tamta jap. комментирует...

მართალია, ჯერ არ გამომიცდია, მაგრამ ეჭვიც არ მეპარება, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება და სიყვარული არის შვილი <3

3 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review