воскресенье, 3 июля 2011 г.

როგორც იქნა დავიბადეთ :)

Автор: ჯუნა на 7/03/2011
გამარჯობათ ჩემო მკითხველებო. როგორც იქნა აქ ვარ და როგორც იქნა უკვე დედიკოს ამპლუაში :) 21 ივნისს შეგვეძინა ბიჭი, თემო ლოლაძე, 3.600კგ და 51სმ.
ისე რომ არც არაფერს ვეჭვობდი, 21-ში დილით მივედი კონსულტაციაზე, აბსოლუტურად მოუმზადებელი და სამშობიარო ტკივილების გარეშე. გამსინჯეს, მითხრეს რომ მშობიარობა უკვე ძალიან მალე დაიწყებოდა, მაგრამ არ ვიცი რა დამემართა. ალბათ თვითონ გასინჯვის პროცესი იყო იმდენად მტკივნეული და ისე შემეშინდა, 9თვე რომ მშობიარობაზე თავს ვიკლავდი, ჩემთვის მოულოდნელად გამოვუცხადე ექიმს საკეისრო მინდა-თქო. გამიკეთეს ეხო, მითხრეს რომ ბავშვი იყო დიდი, 4.100კგ და თანაც ჭიპლარი ქონდა შემოხვეული, სავარაუდოდ მშობიარობა გამიჭირდებოდა. გადაწყდა საკეისრო, თანაც იმ დღესვე, რადგან ტკივილები მალე დაგეწყებაო. სახლშიც კი არ გამომიშვეს, ამიღეს ანალიზები, გამატარეს და ამიშვეს მოსამზადებლად. დამიბინტეს ფეხები, დამისვეს უამრავი კითხვა, გამესაუბრა ანესთეზიოლოგი და 5სთ-ზე შემიყვანეს საოპერაციოში. მარტო ფილმებში მქონდა ასეთი რამეები ნანახი: საოპერაციო მაგიდა, დიდი მრგვალი ნათურებიანი რაღაც... დამაწვინეს, ხელები გამაშლევინეს და ბინტით გამიკრეს, ამიღეს ვენა და დამიდგეს რაღაც გადასხმასავით, ფეხებიც გადამიკრეს მაგიდაზე, წამისვეს უამრავი იოდი მუცელზე, ბოლოს მკერდთან ჩამომაფარეს რაღაც შირმასავით, ისე რომ ვეღარ ვხედავდი საკუთარ მუცელს, მხოლოდ ვგრძნობდი როგორ მალაგებდნენ ზედ რკინის იარაღებს. გავიგონე ექიმის ხმა დავიწყეთო, ანესთეზიოლოგი თმებზე მომეფერა, მითხრა ნუ გეშინია, როცა გეტყვი დაიძინეო, თუმცა მისი ხმა მე აღარც გამიგონია. თვალები წამებში ამერია და წავედი დაუმთავრებელ ლაბირინთებში... რაღაცებს წრეებს ვურტყამდი, ხმებიც მესმოდა არეული, ვფიქრობდი მალე დაიწყონ ოპერაცია სად მატარებენ ამდენს-თქო, დაუმთავრებელი თეთრი ლაბირინთები იყო.... 17:30 წუთზე დაიბადა ჩემი პაწაწუნა :) საოპერაციოდან ინტენსიურში ჩემ ქმარს გადავუყვანივარ, ნუ პალატის საწოლში. მე წამებით თვალები გამიხელია და დედაჩემისთვის მიკითხავს: დე კაი ბავშვია-თქო? :) გამოვედი ნარკოზიდან საკმაოდ იოლად. საშინელი შეგრძნებაა რომ გინდა თვალები გაახილო, აღარ დაგეძინოს, მაგრამ არაფერი გემორჩილება. ხმაც თითქოს შენი არაა, თვალებიც ბინდგადაკრულივით გაქვს. საკუთარი ხმა ვერ ვიცანი, ამოვილუღლუღე ბავშვი მაჩვენეთ გეხვეწებით-თქო. მომიყვანეს გაკრული, პატარა... როგორ არ ვცდილობდი წესიერად დამენახა, ლამის ხელით ვიკავებდი თვალებს, მაგრამ მაშინ ვერაფერი გავარჩიე ისე ვიყავი გაბრუებული. ცოტა ხანში უკვე ყველა ვნახე :) ჩემი პატარაც, გიოც, დედაჩემიც, დედამთილიც..... ალბათ ვერაფერი მოგანიჭებს ოდნავ მსგავს ბედნიერებასაც კი ცხოვრებაში... მარტო რომ დავრჩით და ვაკვირდებოდი... აღვიქვამდი რომ ეს მყავდა მე მუცელში, ეს მე გავაჩინე, ეს იყო ჩემი და გიოს შვილი... ცრემლებად ვიღვრებოდი, რაღაცეებს ველაპარაკებოდი ბავშვს, ჭკუას ვარიგებდი :) მერე იყო კიდე 4 დღე სამშობიაროში. რათქმაუნდა ტკივილები. ჯერ წამოდგომაც არ შემეძლო, განძრევაც კი. მერე წელში გასწორება ვერ შევძელი დიდხანს. იყო უძილო ღამეები ბავშვის გამო. ვერ ჭამდა, რადგან მითხრეს ჯერ კარგად ძუძუს ვერ წოვსო, ბავშვთან ერთად მეც ვტიროდი, ალბათ უსუსურობისგან, მაგრამ მალე ისევ ერთად ვიძინებდით :) დღეს უკვე 12 დღის ვართ :) ლოყები დაგვეტყო, ღაბაბიც ჩამოგვივიდა :) მეც ნაკერები ამომიღეს, სიარულიც აღარ მიჭირს. ერთმანეთს შევეჩვიეთ, ასე თუ ისე მშვენივრად გვესმის ერთმანეთის :) ვართ მშვიდად და ვიზრდებით :)

7 коммент.:

Natalia комментирует...

რა ლამაზი პატარაა <3 ბედნიერი გაიზარდოს :)

ჯუნა комментирует...

დიდი მადლობა ნატალია :)

სიყვარულოვნა комментирует...

რა კარქი ვინმეა <3 <3 დიდი ბიჭი გაგიზარდოთ <3 <3

ხო და მიხარია თუ ყველაფერი კარგად დასრულდა <3 <3

Анонимный комментирует...

გული ამიჩუყდა რომ ვკითხულობდი. ვაიმე, უნდა გნახოთ :D აუცილებლად უნდა გნახოთ და ყველაფერი დაწყვრილებით მოგაყოლო როგორ და რანაირად მოხდა ყველაფერი, რას განიცდიდი, რადიკალურად განსხვავებულ რეაქციებზე წერ აქ და მეშინია :D

ჰო, ეს თავში უნდა მეთქვა : გილოცავ თემოს დაბადებას : )) ბედნიერი დედა-შვილობა გქონოდეთ : ))

ჯუნა комментирует...

დიდი დიდი მადლობა :) :* დიდი სიამოვნებით გაგიცნობდით ჩვენც, მაგრამ აბა როგორ... ჩვენ ქუთაისში ვართ, შენ - ხან თბილისში, ხან რუსთავში...

donaflora комментирует...

gilocav chemo kargo! bednieri deda yofiliyavi,shen didi bedniereba gxvda wilad,aba shen ici,zlieri gogo xar da mjeravs yoveltvis gamarjvebuli iqnebi! ormagad ganvicade sheni posti,radgan shvilishvils velodebi da zalauneburad vnerviulob,gkocnit!

ჯუნა комментирует...

დიდი მადლობა :) თქვენც სიკეთეს გისურვებთ :*

7 комментариев:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review