აღარ მინდა ამაზე წერა... უბრალოდ ცრემლებამდე მწყდება გული, რომ ვერ მხედავს როცა ორსული ვარ, არ მყავს გვერდით, როცა დედობისთვის ვემზადები, სამშობიაროში მივდივარ... ვერ ნახავს ჩემს შვილს. და ვერ გაიზიარებს ჩემი პატარა ჩემს იმ დიდ სიყვარულს, რასაც მე მისდამი გულით ვატარებ. ისე მჭირდება მისი გამხნევება ზოგჯერ, მისი ხმა, სიტყვები, თვალები.... გუშინ ბიძაჩემი ჩამოვიდა და რამდენიმე წუთი თვალებში მივაშტერდი. მინდოდა მეგრძნო მისი გამოხედვა...
"ჩემო ჯუნაჩია!
გწერს შენი მამიკო, რომელსაც ძალიან, ძალიან ენატრები. მე დიდი იმედი მაქვს იმისი, რომ შენ მართლა ისეთი კარგი გოგო ხარ, როგორც ამბობენ. აბა შენ იცი. ჩემთვისაც, შენი დედიკოსთვისაც და ყველასთვის ვინც შენ გიყვარს და ვისაც შენ უყვარხარ, დიდი სიამაყე არის და იქნება რაც უფრო და უფრო კარგი გოგო იქნები. კარგი გოგო ხარ თუ მეოთხე კლასს 5-იანებზე ამთავრებ, მაგრამ შენ ხომ იცი, რომ მარტო ეს არ კმარა. ნამდვილად კარგი გოგო იქნები, თუ სკოლასაც და მერე ინსტიტუტსაც სულ 5-იანებზე დაამთავრებ. მე შენი მჯერა და შენი იმედი მაქვს.
ისე, შენ რომ იცოდე, მარტო კარგი სწავლაც არაფერს არ ნიშნავს. პირველ რიგში ადამიანი უნდა იყო, უნდა დაუჯერო უფროსებს, უნდა იყო თავაზიანი, ზრდილობიანი, ისე რომ ყველამ თქვას: ნეტავი ამის დედას, რომ ასეთი კარგი შვილი გაუზრდიაო.
გკოცნი ბევრს, ბევრს, ლამაზ და ჭკვიან თვალებში"
შენი მონატრებული მამიკო
09.05.2000
5 коммент.:
:(
რა თბილია.. :(
უემოციოდ ვერ ვკითხულობ შენს პოსტებს.. ალბათ ახლა ორნი რომ ხართ ( <3 ) უფრო მეტად მგრძნობიარე გახდი და ეს მკითხველზეც გადმოგაქვს. : ))
დამბურძგლა :შ
ეს ნეტა ორსული გახდი ამ დონეზე სენტიმენტალური? ძალიან სათუთი ხარ აქ როგორც წერ ...
ბედნიერი იყავით შენ და პატარა : ))
პ.ს. ვორდპრესზე გადმოდი რაა, შენ პოსტებს სულ ვკითხულობ და დაკომენტარება სისხლს მიშრობს ბლოგსპოტზე. გადმოო. ძველ პოსტებსაც წამოიღებ.
ვეკო მადლობა :)
მეც ძალიან მინდა ვორდპრესი, მაგრამ არ ვიცი როგორ გავაკეთო ისე, რომ არც პოსტები დამეკარგოს, არც დიზაინი.... :(
Отправить комментарий