Показаны сообщения с ярлыком ქალი. Показать все сообщения

пятница, 15 мая 2020 г.

ჩანაწერები კარანტინიდან

Автор: ჯუნა на 5/15/2020 0 коммент.
          არასოდეს გქონია განცდა რომ შენ შენ არ ხარ?
          აი ეს წონა შენი არ არის.
          არც ის ხარ შენ, თემოს გაკვეთილების გამო რომ უყვირის.
          არც ის, ექსელში ჩაძრომა რომ ურჩევნია ზოგჯერ ადამიანებთან ურთიერთობებს.
          არც ის, ამ ადამიანების რომ ეშინია ზოგჯერ და ცდილობს არავისთან გახდეს ზედმეტად ,,შიშველი'', არავინ ჩაწვდეს მის გრძნობებს და დადგეს ზედმეტად ახლოს.
          არც ის, ვისი ფეხებიც ხანდახან იატაკს ეწებება თითქოს და ვიკასთან ცეკვაზე უარს ამბობს, რადგან ძალა არ აქვს.
          აი სარკეში რომ იხედები და ელი გოგოს, აწეული პუჩოკით, ღიმილისგან ლოყებჩაკეცილს, თვალებმოხუჭულს და ეშმაკებიანს და ოდნავ ლოყებიანი, თვალებქვეშ ამოშავებულ სახიანს მოკრავ თვალს. დაღლილი თვალებით რომ იყურება.
          სინამდვილეში ფარატინა, თხელი, პატარა გოგო ხარ. 
          ისეთი, დიდ ბოტებს რომ მოიხდენს შიშველ ფეხებზე და ღიმილით მთელ ქალაქს შემოივლის.
          საღამოობით, დინამიკებს რომ შემოდგამს ფანჯრის რაფაზე და ქანცის გაწყვეტამდე რომ იცეკვებს ჭკუამხიარულ ბავშვებთან ერთად. 
          მთელი ქუთაისის მეგობარი რომ იქნება და ყველგან წანწალი დიდ სიამოვნებას მოჰგვრის. 
          სამსახური რომ მხოლოდ სამსახური იქნება და არა თემოსთვის მოსაბეზრებელი, ლამის საძულველი მუდმივი საქმიანობა. 
          დამალობანას თამაში რომ ისევე გააბედნიერებს, როგორც მის ჭკუამხიარულ შვილებს. ჭიდაობაც.
          ეს მეორე გოგოც ხომ მე ვარ. უბრალოდ ბოლო დროს პირველი მეტია და მღლის ხოლმე. როგორ არ მინდა ჩემში მხოლოდ ის გოგო დარჩეს სულ რომ მუშაობს, იშვიათად იღიმის, ხშირად ავადმყოფობს და ქრონიკულად დაღლილია.

пятница, 25 сентября 2015 г.

ერთი ნახვით და ბოლომდე

Автор: ჯუნა на 9/25/2015 0 коммент.
                                                                       ....მერე კი ერთხელ...
                                                                                             შენ დაგინახე!
                                                                      თითქოს მთელი ჩემი სიცოცხლე
                                                                      რაღაც მოსაწყენ, გრძელ დერეფნებში ვიხეტიელე
                                                                      და უცებ ბნელში
                                                                                         გადამალულ
                                                                                                     მზეებს
                                                                                                             წავაწყდი.

          პირველად რომ ვნახე შემიყვარდა
          აი ასე მარტივად და ერთი ნახვით
          თხელი, თეთრი კანი ჰქონდა და უკონტურო, ბაცი ვარდისფერი ტუჩები; ოდნავ კეხიანი ცხვირი, გრძელი კისერი.
          სავსე, პატარა მკერდი და გრძელი, ძალიან გრძელი და თხელი თითები.
          ჩვეულებრივი, მუქი სარაფანი ეცვა, ლურჯი პრინტებით. დაკვირვებული თვალი მარტივად შეამჩნევდა მოძრაობისას მუქი ნაცრისფერი ჩულქის მაქმან სილიკონიან დაბოლოვებას, ხარბად რომ შემოკვროდა თეთრ ბარძაყზე...
          ოქროსფერი თმები სადად ჰქონდა შეკრული კეფასთან. ,,აი, ვინც არ უნდა ჩაიცვას ასე, ვერავის შეამჩნევენ" - ვიფიქრე მახსოვს. ის ანათებდა.
          ბევრჯერ მინახავს ასეთი ხალხი, შიგნიდან რომ ანათებენ. ამ დროს სულ არ აქვს მნიშვნელობა მათ გარეგნულ იერსახეს, არც ჩაცმულობას, იმდენად გიზიდავს რაღაც შიგნეული და სურვილს ღძრავს გულში ჩაიკონო, ხელები შემოხვიო და აღარ მოიშორო.
          შემიყვარდა გამაღიზიანებლად
          სულ ყველგან მელანდებოდა
          სულ ყველგან მინდოდა ყოფილიყო
          სულ ყოველთვის მინდოდა მასთან
          ხარბად მივილტვოდი მასთან შეხვედრებზე, უბრალოდ სალაპარაკოდ. სახელის ხსენებაზეც კი მასი წარმოდგენის სიამოვნება მჟრჟოლავდა ტანში.
          ვერ ვიტანდი მის პრობლემებს, გაჭირვებებს, ფიქრებს. ვერ ვიტანდი ადამიანებს, მისდამი გულგრილთ. მინდოდა მხოლოდ იმიტომ ეარსება, რომ ყოფილიყო სტაბილურად ღიმილიანი და თვალებანთებული.    
          მისი სიმშვიდის დაკარგვა ჩემთვის კატასტროფა იყო, მისი საკუთარ თავში ჩაკეტვა - ჩემი განადგურება.
          ეგოისტურად მიყვარდა და მსურდა ფიქრის უნარიც კი წამერთმია მისთვის. რომ მხოლოდ ეხამებინა მხარამოღებული ბლუზები ვიწრო და ტანგამოყვანილ იუბკებთან, მაქმანიანი კაბები ფერად ქუსლებზე, საყურეებიც კაბასთან ტონში და შემოეხედა ისე, როგორც მხოლოდ მას შეეძლო.
          საერთოდ ბევრ რამეს აკეთებდა ისე, როგორც მხოლოდ თვითონ შეეძლო. შეეძლო ეფრქვია უზღვავი ენერგია დაუღალავად, ერთ გამოხედვაში აერია კვირეებით ნალაგები პეპლები მუცელში, ელაპარაკა ამდენი გრძნობით, ეცეკვა ასე ვნებით....
          როგორ ერთდროულად მახარებდა და მტანჯავდა ამხელა სიყვარული. როგორ მინდოდა მასაც ეგრძნო თუნდაც მეოთხედი იმ პეპლების, რაც ჩემში დაფრინავდა და მასაც ეტანჯა თავისი წილი.
          ზოგჯერ პატარა ბავშვივით ვიჩემებდი ეგოისტობას, ვფიქრობდი მე უფრო ვუყვარდი თუ მისდამი უსაზღვრო სიყვარული ჩემში.
          ჩვენ დავშორდით. ერთ დღეს უბრალოდ ხელები ჩამოვუშვი, მინდოდა ცოტა ხანი მე მეჯიუტა და მას დაეთმო. მინდოდა ცოტა ხანი ის ყოფილიყო ჩვენ ორში წამყვანი და მისი სიყვარული გაგვეყო დროებით ორად. ალბათ გასაყოფი არაფერიღა იყო. არ ვიცი.
          ხომ ამბობენ რომ მთელი ცხოვრება ვიღაც ერთისთვის უნდა იცხოვრო. მე ახლაც მისთვის ვარ.

понедельник, 29 июня 2015 г.

მე - მშიშარა !

Автор: ჯუნა на 6/29/2015 0 коммент.
          სველი ჰაერით ნელ-ნელა გაიჟღინთა ფილტვები, დაიბერა ძარღვები, მაგრამ არ გაავსო, არ ამოასუნთქა, ვერა. შოშიასავით ვაღებდი პირს და ვხვდებოდი, რომ სამყაროს ჰაერი არ იყო საკმარისი ჩემთვის. ზედმეტად მძიმე იყო, და ცოტა.
          მუხლები მიკანკალებდა და მუხლებთან ერთად მგონი მანქანაც კანკალებდა.
          რა დებილობა სიტყვაა ეს ბედნიერება. არავის რომ არ შეუძლია არავისთვის მისი მოტანა. საერთოდ. შენ თუ მოერევი შენს საკუთარ ეგოისტობას და თავს კარგად იგრძნობ, მხოლოდ მაშინ ხდება მთელი მაგია. შეგიძლია ირგვლივმყოფებს გაუზიარო შენი ანთებული თვალები და სულ ეგ იქნება მთელი ბედნიერების შეგრძნება, შენიც და სხვისიც.
          მანქანა ნელა დაიქოქა, ძლივს და ცახცახით. ზანტად ამოძრავდა და ისევ ჩაქრა. შიშით ძალა არ ეყო ალბათ. ჩემსავით.
          მეც ხომ ყველაფრის მეშინია. მე, ვითომ მაგარ ტიპს, ხომ სინამდვილეში ცხოვრების მეშინია. ადამიანების, ურთიერთობების, პასუხისმგებლობების, შეცდომების.... მწარე სიმართლის და ვერ დანახული ტყუილის. სიყალბის და სიყვარულისიც. დანაკლისის და ყოველგვარი ზედმეტობის.
          მე, ის მშიშარა ვარ, მთელი შეგნებული ცხოვრება რომ უმტკივნეულო შუალედებს ვეძებ და საკუთარი უნორმობისთვის ვერ მიშველია.
          მე ის მშიშარა ვარ, ყველა სიტყვაში რომ ქვეტექსტებს ვეძებ და ზედმეტად იდეალურად წარმომიდგენია ადამიანებს შორის ურთიერთობები
          მე ის მშიშარა ვარ, საკუთარ ნაჭუჭში რომ ვერ ვეტევი და ხეტიალში ვარიგებ საკუთარ გულს ირგვლივ. მერე კი დანაკლისებს ვეღარ ვივსებ და უაზროდ ვგოდებ.
          ახლა რომ მანქანა დაიქოქებოდეს, აუცილებლად დავასრულებ ამ ყველაფერს.... სამუდამოდ.... ვიფიქრე და დაიქოქა : ) მერე დიდხანს ვიჯექი დაქოქილ მანქანაში და ვფიქრობდი რა უნდა მექნა. ვფიქრობდი სად უნდა წავსულიყავი. იმასაც ვფიქრობდი ყველაზე გულიანად ვინ მომისმენდა და იმასაც, ყველაზე იმედიანი ნუგეში ამ უაზრობაში ვისი იქნებოდა....
          სასაფლაოზე წავედი. ეზოში ეკლესია იყო.
          არსად არ მიყვარს დაგვიანება. მხოლოდ იქ, სადაც ყველაზე დროულად უნდა მიხვიდე წესით. მომწონს იმის შეგრძნება, რომ მე მივდივარ და იქ რაღაც მნიშვნელოვანი მხვდება.... დღეს ეს ჩემდაუნებურად მოხდა. შევედი და მომეგება ერთსულოვნება:
          - ღმეერთი უუფალი და გამოგვიჩნდა ჩვენ.....
          და შიგნით მიხმო სიმშვიდემ.
          მივხვდი რომ ღმერთს მაინც ვუყვარვარ.
       
          შიგნით სანამ გავძელი, თავს ყველაზე დაცულად ვგრძნობდი მსოფლიოში. იქ არ მომკარებია არაფერი ბოროტი, ეგოისტური, დეპრესიული, უვარგისი, უაზრო და ფუჭი....
          იქ ისევ თვალებანთებული გოგო ვიყავი მუჭა მუჭა ცრემლებით სავსე, მაგრამ კარგი.
       
დავიღალე

воскресенье, 10 мая 2015 г.

ერთი ნახვით მიყვარხარ

Автор: ჯუნა на 5/10/2015 0 коммент.
          ერთი ნახვის შეყვარების გჯერა? მე სხვანაირი სიყვარულის არ მჯერა... რომ დადიხარ, იცნობ, თითქოს გულს აძალებ, მასში კარგ თვისებებს ეძებ, მერე იგრძნობ ვითომ და შეგიყვარდა.... თითქოს და შეეჩვიე.... ფიქრობ პრაგმატულად და მსჯელობ გონებით: როგორ გამოგადგება, როგორი იქნება.... ეს რანაირი სიყვარულია.... საყოფაცხოვრებო, ჩუმი, ოჯახური, ცუდი არა, მაგრამ.... მდგარი და მდუმარე.
          სიყვარულია რომ შეხედავ და მიხვდები, რომ არ არსებობს სამყარო მის გარდა;
          სიყვარულია როცა განცდა არ გტოვებს, რომ მთელი ცხოვრებაა იცნობ, წინა ცხოვრებაშიც ერთად იყავით და ერთად გადიოდა დღეები და ღამეები ერთმანეთში ძრომიალში;
          სიყვარულია თვალებში მისი სულის ამოკითხვა რომ შეგიძლია და იქედან მოდის მთელი სამყარო შეგრძნებებისა: სითბო, გრძნობა, უსიტყვო გაგება, პეპლების ზღვა.....
          სიყვარულია მისი ღიმილის და ხალისის დაკარგვა რომ კატასტროფაა სრული;
          როცა სულის ყველა კუნჭულს იცნობ და იცი მისთვის რის შემდეგ რა მოდის.... რა თანმიმდევრობით, რა როგორ უყვარს, რა წყინს და რა ახარებს, რა აბედნიერებს, რას ვერ თმობს და რა აღიზიანებს;
          და თუნდაც ბევრ რამეში არ ეთანხმებოდე - ეშმაკსაც წაუღია შენი სიამაყე, არ არსებობდეს ჭეშმარიტება გარდა მისი მოსაზრებისა. რატომ?? საკმარისი მიზეზია: მას უნდა ასე.

          მისი ყელის მარჯვენა ბორცვთან ამოდის მზე, ნელ-ნელა გათბობს სველი თითებით, მოტკბო ტუჩებით, ცივი ლოყებით.... სურნელოვანი და თბილი პეპლები ფრენას იწყებენ მუცელში შიგნით.... და შენ ის არის და ის შენ ხარ, ორია მაგრამ ერთ სულ და ერთ ხორც, შენი წილი და შენი სულ შენი, მისი ნეკნისგან შთაგბერეს სული, ალბათ მიტომაც შენთან ახლოს თუ ჩაისუნთქავს - ამოსუნთქვასაც შეძლებ მარტივად, მისი ჰაერით, მასში ნამყოფით.

четверг, 19 марта 2015 г.

გაფრენა, სახელად პეპლები

Автор: ჯუნა на 3/19/2015 0 коммент.

ვიყავით სამნი
მე ერთი,
შენ ერთი,
და პეპლები ათასი:
ნაირფერები,
ჭრელები,
თბილები,
საყვარლები,
ლამაზებიც?
არა, ლამაზები არა.
მე არ მელამაზებოდნენ.
უფრო მიმზიდველები.
და ასე დაფრინავდნენ მთელს ოთახში, თავბრუს მახვევდნენ, მაშინებდნენ,
მეტმასნებოდნენ,
თავს არ მანებებდნენ,
თავზე მეხვეოდნენ,
გონებას მირევდნენ,
რამდენჯერ გავაღე კარი და გავუშვი.
ვთხოვე, ვუყვირე, ვუსაყვედურე, ხელებს ვუქნევდი, კედელს თავს ვურტყამდი....
რამდენჯერ გავაფრინე...
მაინც მოფრინდნენ.
რა ურჩები ხართ.....
როგორ მაშინებთ, სულ ყველგან რომ ხართ, ყოველ ნაბიჯზე და თავს ვერ ვაღწევ თქვენს რეალობას...
გკლავთ ასე სათითაოდ
როდის ავალ ათასზე.........
ოდესმე ხომ ავალ...
და დავრჩებით მხოლოდ ჩვენ ორნი
მე ერთი
შენც ერთი
ათასი პეპლის გარეშე !

пятница, 1 июня 2012 г.

გაუფრთხილდით ცოლებს !

Автор: ჯუნა на 6/01/2012 1 коммент.
ჩემს ძმას ერთი მეგობარი ჰყავს... ადრეულ ასაკში მოიყვანა ცოლი და უკვე შვილიც გაუჩნდათ. ვიცნობ, ნორმალური ბიჭია, თითქოს არაფერს აშავებს, მაგრამ სასტიკად არ მომწონს.... ისეთი კარგი ცოლი ჰყავს, ნაზი და ძალიან ლამაზი, ხუჭუჭა თმებით, ჰაეროვანი.... თვითონ კი ველური ბაბნიკი კაცის შთაბეჭდილებას ტოვებს... ქალს რომ პატივს არ სცემს და ოჯახი, მაპატიეთ და, კიდია.... დასასვენებლად მარტო დადის, მეგობრებთან რესტორნებში ცოლი არ დაჰყავს და მარტო დასეირნობს ხან სად და ხან ვისთან....

ხანდახან ვფიქრობ ჩემგან კარგი სახალხო კი არადა, ქალთა უფლებების დამცველი დადგებოდა-თქო... ვერაფრით ვეგუები უბედურ და დაჩაგრულ ქალებს და იმდენად მძულს კაცი, რომელიც ამის მიზეზია.... ქალს პატივს არ სცემს, აგინებს, შეურაცხყოფს, ცუდ სიტყვებს ეუბნება და გულს ტკენს... არ მომწონს, როცა კაცის სიტყვა კანონია და ქალის აზრი არაფერს ნიშნავს, არ მომწონს როცა ქალი არ ერკვევა ოჯახის ფინანსებში, ვერ ვგებულობ, როცა ქალმა არ იცის სად მუშაობს და რას აკეთებს მისი ქმარი....
არ მომწონს როცა სამყარო მრგვალია და ყველაფერი მამაკაცის ირგვლივ ტრიალებს.... საჭმელი - მიართვით, ტანსაცმელი - გაუმზადეთ, ბავშვის ტირილმა - არ შეაწუხოს და პლუს ამ ყველაფერთან ერთად: ქალო მოვლილი იყავი, თორემ აღარ მომეწონები და სხვასთან წავალ...!
ისეთი სურვილი მაქვს ასეთი კაცები ვცემო... იმიტომ, რომ არ იციან ქალის ფასი, არ აქვთ სურვილი ხელის გულზე ატარონ საკუთარი ცოლი, არ მოუვათ აზრად რომ მის სამსახურზე ბევრად დამღლელია დიასახლისობა... ვერ დაინახავენ მის შრომას, არ გაუჩნდებათ სურვილი, ხელი მოკიდონ და იზრუნონ მასზე, გაანებივრონ, სიურპრიზები გაუკეთონ, არ მოენატრებათ მათი ღიმილი და გულგრილი დარჩებიან მათი ცრემლების მიმართ....  

მათ არც კი იციან ალბათ რამხელა სიყვარული შეუძლია ქალს, რამხელა ძალა აქვს მას... და არც ის იციან რა ცოდოა დაჩაგრული და სულიერად მიტოვებული ქალი... 

ჩემი აზრით იდეალურ ოჯახში ყველაფერი აგებული უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, ურთიერთსიყვარულზე, ურთიერთსითბოზე, ურთიერთზრუნვაზე.... კაცი, ისევე როგორც ქალი, რათქმაუნდა, უნდა ფიქრობდეს თავის სიტყვებზე, მანამ სანამ იტყვის...

ერთ-ერთ გადაცემაში ერთ-ერთ მსახიობს ვუსმენდი, რომელიც თავის მეუღლეზე და მათ სიყვარულზე ყვებოდა. ამბობდა: იმდენად მიყვარდა, ხელის დაკარება მეშინოდა,  რომ რაიმე არ ტკენოდაო...
კიდევ აღარ მახსოვს რა ილაპარაკა, მაგრამ ზოგადად ამ კაციდან მოდიოდა იმდენი სითბო, რაღაც სასწაული ზრუნვა ცოლის მიმართ, სიტყვები: სიფაქიზე, სისათუთე, სინაზე.....:) რაღაც კუთხით ეს სასაცილოა, კაცი ჩმორად ხომ არ უნდა გადაიქცესო შემედავებით ალბათ....

ზომიერება მეგობრებო !

მთავარია დიდი სიყვარული, რომელიც თვითონ გაპოვნინებთ სწორ საზღვრებს, ჩარჩოებს... თქვენ მოგეთხოვებათ მხოლოდ  აყვეთ ამ გრძნობას.... არ გადაიქცეთ ეგოისტად და არ ჩაკლათ იგი ყოველდღიურობაში... 

вторник, 29 ноября 2011 г.

რა სურთ ქალებს?!.

Автор: ჯუნა на 11/29/2011 0 коммент.
ისევ გამთენიისას გაეღვიძა... უკვე ოთახში შემოსული სინათლის სხივებით ხვდებოდა დროს, იცოდა მაღვიძარას დარეკვამდე მთელი 2 საათი იყო დარჩენილი, მაგრამ დაძინება არც უცდია. იცოდა არაფრით დაეძინებოდა, რადგან უკვე დიდი ხანია ტანჯავდა დეპრესია, რომელიც ვლინდებოდა უძილობაში, საშინელ ხასიათში, უმადობაში...
ყველაფერი ჰქონდა ბედნიერებისათვის. ყოველ შემთხვევაში ასე თვლიდნენ ირგვლივმყოფები. საკუთარი დიდი ბინა, სოლიდური მანქანა, მაღალანაზღაურებადი სამსახური. იყო ლამაზი, მოხდენილი. ბოლოდროინდელი სევდაც უხდებოდა თითქოს, დიდ ცისფერ თვალებში რომ ჩასახლებოდა, ზოგჯერ თვალებს აუწყლიანებდა და ისეთ უსუსურს აჩენდა... მამაკაცები მისი დაცვის სურვილით კვდებოდნენ, თავს აწონებდნენ, მეტიჩრობდნენ, ის კი ახლოსაც არავის იკარებდა და ეს მიუწვდომელობა უფრო სანატრელს ხდიდა მას... ყველაფერი 7წლის წინ დაიწყო. მაშინ, როცა მას პირველად შეუყვარდა. სულ პატარა იყო და სხვანაირი. არა ისეთი, როგორიც ყველა. ოცნებობდა კარიერაზე, დიდ წარმატებაზე, კარგ სამსახურზე. სიყვარული მაშინ დაუცველი და სუსტი ქალების ხვედრი ეგონა, დარწმუნებული იყო საკუთარ სიძლიერეში და ეგონა სხვა ძლიერი საყრდენი გვერდით მას არასოდეს დასჭირდებოდა. მაგრამ მისდა უნებურად მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. შეუყვარდა და ამ სიყვარულმა ყველაფერი დაავიწყა. ცხოვრობდა მხოლოდ ერთით, მისი ცხოვრებით, გემოვნებით, შეხედულებებით, მის ხასიათზე და მთლიანად მისთვის.
შეიცვალა ცხოვრების წესი: თავს უძღვნიდა მთლიანად იმ ერთს, მისთვის ლამაზდებოდა, უკეთებდა სადილებს, ურეცხავდა, ურთავდა ოთახებს და უწყობდა დღესასწაულებს ყოველდღე, მზრუნველობას არ აკლებდა. ყვავილებსაც თავად ყიდულობდა და ლამის მას ჩუქნიდა სიყვარულის ნიშნად. უნდოდა გაეჩინა მისთვის ლამაზი შვილები და ეცხოვრა ასე მშვიდად, ტკბილად. შექმნა თავისი სამყარო, გააფანატა თავისი სიყვარული და ვერ ხედავდა მასში ვერანაირ ნაკლს. ბრმად ენდობოდა და სჯეროდა მისი, ამიტომ რასაკვირველია მისი ღალატიც ვერ დაიჯერა. სასაცილოდ მოეჩვენა და ბოროტი ხალხის მონაჩმახად ჩათვალა. გულის სიღრმეში ალბათ თავიდანვე ყველაფერი იცოდა და გრძნობდა, მაგრამ თავს ეწინააღმდეგებოდა. მის სიცივეს გადაღლილობას აბრალებდა, უხეშობას - ხასიათს და ყოველთვის ყველაფერში უძებნიდა გამართლებას,თუმცა ერთ დღესაც მიხვდა და გაითავისა რომ ყველაფერი დასრულდა.
დაშორება იყო მტკივნეული. რამდენი ეფერა და ეხვეწა, მაგრამ ვერ აპატია. იცოდა რომ იმასაც უყვარდა ჯერ კიდევ ძალიან, მაგრამ საკუთარ თავს ვერ გადაუარა. გუდა ნაბადი აიკრა და 5 წლიანი სიყვარულით სავსე თანაცხოვრების შემდეგ წავიდა მარტოობაში. წავიდა იქ, სადაც არ იცოდა რა ელოდა.
ძლიერი სიყვარულის გვერდით ბევრი საკუთარი თვისება დაეკარგა, უფრო მისუსტებული და განაზებული იყო. საკუთარი მყარი მეც გამქრალიყო.
დიდი ნერვების ფასად დაუჯდა მას საკუთარი თავის დაბრუნება ისეთად, როგორიც იყო ადრე. ფიქრს სრულიად გადაეჩვია, ბევრს მუშაობდა, კითხულობდა, სწავლობდა და სიახლეებს ითვისებდა. იცოდა თავის ადრინდელ ოცნებას აიხდენდა და აუცილებლად გახდებოდა წარმატებული ქალი.
ახლოს აღარავის იკარებდა, თითქოს რობოტს დაემსგავსა ემოციებისა და ყოველგვარი ზედმეტი გრძნობების გარეშე.
რათქმაუნდა წარმატება მოვიდა. იმაზე სწრაფად ვიდრე ელოდა და იმაზე დიდი ვიდრე წარმოედგინა. ფუფუნება, კომფორტი, პატივისცემა, სიმყარე.... აიხდინა ოცნება, მაგრამ მისი ცხოვრება იყო უფერული და ერთფეროვანი. უსაშველოდ ენატრებოდა თავისი სიყვარული, ტკბილი, სითბოთი სავსე და დღესასწაულის მსგავსი თითოეული დღე. მან კარგად იცოდა, რომ ძლიერი საყრდენის გარეშე ქალის ცხოვრება ვერასდროს იქნებოდა სრულყოფილი....

суббота, 28 мая 2011 г.

ორსულობის 35-ე კვირა

Автор: ჯუნა на 5/28/2011 4 коммент.
35-ე კვირა... მთელი 35 კვირა ვნატრობდი როდის დადგებოდა მაისის ბოლო, რომ მოახლოვებულიყო ბავშვის დაბადება...
მაგრამ ახლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს... სარკეში ჩახედვა არ მინდა, რადგან ძალიან დიდი ვარ და გასიებული, ფორმადაკარგული. სახეც, ძალიან არა, მაგრამ შესამჩნევად გამიპუტკუნდა, თითებიც, ფეხებიც, მუცელზე აღარაფერს ვამბობ... მგონი შიგ გოლიათი მიზის...
ასე სულ ვწუწუნებ და შეწუხებული ვარ, 7 თვე არაფერი მიჭირდა, სამაგიეროდ ახლა ძალიან დავიღალე. ჩემი თავის ტარება მიჭირს, ცუდად მძინავს, სულ მცხელა, სუნთქვაც მიჭირს... სურვილი მაქვს დილას ლოგინიდან არ ავდგე, ვიწვე და ვიძინო მანამ, სანამ დარჩენილი 3-4 კვირაც არ გავა... მაგრამ არ გამოდის ასე, რადგან ფინალური 6 გამოცდა მაქვს ადრიანად ჩასაბარებელი, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი 2 კვირა ყოველდღე უნდა ვიარო უნიში... თან კიდე ბოლო თვეში ბევრი უნდა იაროო, სულ უნდა იმოძრავოო..... ვოცნებობ იმ დღეზე როცა მუცელი ამტკივდება, რადგან მეცოდინება რომ იმ დღეს ჩემი ორსულობა დამთავრდება...

აი ასე ვარ განწყობილი და თვითონ ის ფაქტიც, რომ ეს აზრები ჩემს თავში ტრიალებს, ძალიან მაწუხებდა. მაგრამ ინტერნეტში 35 კვირაზე ცნობები მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ჩემი აზრი თუ შეგრძნება დროული, ზომიერი და ნორმალურია. ვთარგმნი:
მუცლის ტარება ხდება ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული... გაწუხებთ უძილობა, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გეკვრებათ სუნთქვა, ხშირად გეღვიძებათ, გაღვიძებულს გიჭირთ ძილის შებრუნება, რადგან გაწუხებთ ფიქრები მომავალზე. ძილი შეიძლება მხოლოდ გვერდულად, რადგან მუცელზე ვერ დაწვებით ფიზიკურად, ზურგზე წოლისას კი გტკივდებათ წელი. სიამოვნებას არ განიჭებთ არც ჭამა, არც სეირნობა, რადგან ძალიან იღლებით. არ შეგიძლიათ დიდხანს დგომაც...
35-ე კვირაში მომავალი დედიკო გრძნობს ყველაზე დიდ დაღლილობას თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე და შემხვედრების კითხვაზე უფრო გოგო უნდა თუ ბიჭი, გაბრაზებული პასუხობს: «Хоть лягушку, только скорее» :) რათქმაუნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას გადაუყვარდა თავისი პატარა, რომელიც აქამდე მას ასე ახარებდა თავისი არსებობით. დედიკო დაღალა არა ბავშვმა, არამედ მდგომარეობამ, რომელშიც ის იმყოფება.
ბავშვის წონა ამ დროისთვის არის 2,5 კილოგრამი, სიგრძე 45 სანტიმეტრი.

воскресенье, 13 июня 2010 г.

ქორწინების შემდეგ.....

Автор: ჯუნა на 6/13/2010 6 коммент.
როგორც ქალების უმრავლესობას რომანტიული ფილმების ყურება მეც ძალიან მიყვარს. მითქვამს კიდეც, რომ განსაკუთრებით მათი დასასრულები მხიბლავს.
აუცილებლად happy end-ი, ლამაზი ქორწილი შეყვარებული წყვილით და жили они долго и счастливо.... მაგრამ ეს სავარაუდოთ.
ჩემი დაკვირვების შესახებ მინდა ვთქვა, რომელიც არც თუ ისე ოპტიმისტურია.

უყვარდება ქალს და მამაკაცს ერთმანეთი. ნორმალურ ვარიანტში მათ აქვთ ე. წ. канфетно-букетный პერიოდი, რომლის დროსაც ყველანაირად თავს აწონებენ ერთმანეთს. მერე ე. წ. притирк-ის პერიოდი,(დიდი ბოდიში, ამ ტერმინოლოგიის ქართული მნიშვნელობა არ ვიცი)ყველაზე რთული, რომლის დროსაც ეჩვევიან და ეგუებიან ერთმანეთის თვისებებს, ხასიათს, ქცევებს; ეწყობიან ერთმანეთს და ნახულობენ კომპრომისებს სადაო საკითხებში.
და ყველა ეს მომენტი მეორდება დაქორწინების მერეც.... ჯერ სიხარული შეუღლების გამო: მინახავს წყვილის სახლშიც კი ხელჩაკიდებული სიარული, თავზე შემოვლება ..... აი მერე კი დაკვირვების ყველაზე ცუდი ეტაპი.
ქალებს, რაც დრო გადის, ქმარი უფრო უყვარდებათ, უფრო ეჯაჭვებიან მას, ოჯახსაც ერგებიან, სიტუაციასაც ეჩვევიან; კაცებს კი ნელ-ნელა ერთფეროვნება ბეზრდებათ..... ერთი ცოლიც, ერთი მუდმივი პარტნიორიც, მათი აკრძალვებიც, პასუხისმგებლობაც და მოვალეობებიც... და მემგონი დეპრესია ეწყებათ. უჭირთ იმის "გადახარშვა" რომ აწი სულ ეს ერთი ეყოლებათ გვერდით და რომ მათი თავისუფლება სამუდამოდ დარღვეულია. ზოგ შემთხვევაში მგონია ცოლებსაც კი იძულებენ ქვეცნობიერად ამის გამო.

მე გულწრფელად მგონია, რომ მარტო მაშინ ხდება ეს ყველაფერი, როცა კაცს ქალი ზედაპირულად უყვარს ან ცოლად მოიყვანა თავისი მყარი აზრით რომ უყვარს, მაგრამ მერე აღმოაჩინა რომ თურმე უჩქარია....
გათხოვილი ჯერ არ ვარ და სამწუხაროთ თუ საბედნიეროთ არც ვფიქრობ, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს მსგავსი დეპრესიები შეიძლება დაემართოს. ან კი რატომ უნდა დაემართოს?!. მე, ჩემი ქალური ლოგიკით, არ მესმის, რატომ უნდა მოგბეზრდეს ვიღაც ის ერთი რომელიც ღრმად გიყვარს? პირიქით - ხომ უნდა დატკბე მასთან თითოეული წუთით და მადლიერი უნდა იყო საკუთარი ცხოვრების, რომ ის ერთი გვერდით გყავს.... ძალიან რომანტიკაში გადავვარდი :) მაგრამ მართლა ასეთი აზრის ოჯახი მინდა მე. და მეყოლება კიდეც. რადგან გამონაკლისობა არაა ეს, არც მსხვერპლია და არც გასაკვირია. ესაა ნორმალურობა და არა ყოველივე ზემოთთქმული...

თუმცა კაცებს შესაძლოა სხვა მოსაზრებები აქვთ ამ თემასთან დაკავშირებით....

пятница, 28 мая 2010 г.

სილამაზის ფორმულა

Автор: ჯუნა на 5/28/2010 3 коммент.
ყველა ქალი ლამაზია ჩემი აზრით.
მე ვერ ვხედავ ქალებში სიმახინჯეს.
რასაც მე ვხედავ ქვია მოუვლელობა, საკუთარი თავის წარმოჩენის უცოდინარობა, ვხედავ იმას, რასაც სოფლელობას ეძახიან ზოგიერთები ზოგჯერ, ხანდახან საკუთარი თავის დაუფასებლობასაც ვხედავ.

მიყვარს ხალხის თვალიერება, ვაკვირდები ქალებს და ხშირად მინდება ხოლმე მქონდეს ბევრი ფული....

აი იმას, ჩემს კურსზე რომ სწავლობს, აუცილებლად ჯერ კოსმეტოლოგთან წავიყვანდი სახეს გავუწმენდდი, ლამაზ მაკიაჟს გავუკეთებდი, თმას მოვუწესრიგებდი, მერე ლამაზ ტანსაცმელს ვუყიდდი, მაღალია, სუსტია - იმდენ რამეს მოვახდენდი და მერე მის დანახვაზე ყველას დავამუნჯებდი, აღარ ექნებოდა მას "გამჭირვალე" ადამიანის ეფექტი. იქნებოდა ქალი. ლამაზი ქალი, რომელსაც ქუჩაში თვალს გააყოლებდნენ და მე ამით ვიამაყებდი, რადგან მე ჩავდგამდი ამ ქალში სულს...
მაგრამ
გარეგნული სილამაზე ხომ ყველაფერი არ არის. მეტიც, მე იგი ხანდახან ერთჯერადიც მგონია.
ჩემთვის სილამაზე უპირველესად შიგნიდან მოდის
ბევრი ადამიანი მინახავს, რომლებთანაც ურთიერთობისას მათ გარეგნობას თითქოს აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, არც კი გახსოვს, რომ პირველ დანახვაზე გაიფიქრე რა დიდი ცხვირი აქვს მას ან როგორი მოუვლელი თითები ან ადრიანი ნაოჭები........
სილამაზე შიგნიდან მოდის და მას სული ქმნის. სული ისეთი, ყველას რომ მოხიბლავს და ატყვევებს. გნებავთ აბრმავებს და მხოლოდ იმას ანახებს, რაც ღრმადაა, შიგნითაა.
ასეთი სული უთუოდ მტკიცე უნდა იყოს, სუფთა და წრფელი.
სილამაზის ფორმულა ჯანსაღ ფსიქიკაშია, საკუთარი თავის რწმენაშია, თავდაჯერებულობაშია, აუცილებლად სიყვარულსა და ბედნიერებაშია.

მაგრამ ამ ფორმულას ვერასდროს მოირგებს კომპლექსიანი და საკუთარი თავით უკმაყოფილო სული...

ამიტომ მაინც მინდა ბევრი ფული მქონდეს :)

четверг, 6 мая 2010 г.

არაჯანსაღი სიყვარული

Автор: ჯუნა на 5/06/2010 1 коммент.
ერთ ჩემს ახლობელს ეჭვიანი ქმარი ჰყავს. აი იმ დოზით ეჭვიანი, ადრე რომ დავწერე აივანზე გასვლაც კი ეკრძალება-თქო. ამ თემაზე საერთოდ ბევრს ვფიქრობ. როგორაა სწორი, რისი უფლება უნდა ქონდეს კაცს და რისი ქალს? გასაგებია, რომ პატრიარხატია, მაგრამ ზოგი კაცი ამ პატრიარხატს ძალიან თავის სასარგებლოდ გებულობს და თავის დათვურ კანონებს ამითი ამართლებს. მე პირადად არ ვარ პატრიარხატის წინააღმდეგი, პირიქით - მომხრეც ვარ. იყოს ქალი სუსტი სქესი და არსება, კაცი კი მისი საყრდენი, მაგრამ საზღვარიც ხომ უნდა არსებობდეს სადღაც? რასაც აკეთებს კაცი, იმას ვერ იზამს ქალი, ეს რელიგიითაც არის გამართლებული, მაგრამ უფლებები ზოგადად ხომ ორივე სქესს ერთი გვაქვს?
ხანდახან იმასაც ვფიქრობ, პატრიარხატს მხოლოდ სუსტი კაცები ეფარებიან, მაშინ როცა ქალზე სუსტები არიან პიროვნულად, ფიზიკურად, მორალურად, სულიერად, ფსიქოლოგიურად.... ამ შემთხვევაში ძალიან მეცოდება ქალიც და კაციც. ქალი, რომელსაც სუსტის თამაში მოუწევს მთელი ცხოვრება, რადგან საყვარელი ქმრის პატივმოყვარეობა არ შელახოს და კაცი, რომელსაც მთელი ცხოვრება ჩუმად დატანჯავს არასრულფასოვნების მძიმე კომპლექსი და მის გასაყუჩებლად ვინ იცის რამდენ სიმდაბლეს ჩაიდენს ცოლის წინაშე....
სცემს ან დააკნინებს ან გატეხავს, აზროვნების უფლებას არ მისცემს.... ალბათ ასეთი ოჯახი ჯობია დაინგრეს და თითოეულმა თავისი სწორი იპოვოს. სტატუსით, ინტელექტით, პრინციპებით, შეხედულებებით შესაფერისი და ტოლი.
წინააღმდეგ შემთხვევაში ცოლი მონას ემსგავსება. არასდროს გინახავთ ასეთი ცოლები? მე ისინი მეცოდებიან.... ქმარს რომ ჩამოეკიდებიან, ფეხზე მოეხვევიან.... მიდის ქმარი, მიფოფხავს "სლედომ" ცოლი; ქმარი აგინებს, ცოლი ტირის და პატიებას თხოვს; ქმარი ეცინიკოსება, ცოლი სიყვარულს ეფიცება........ მარტო ერთი რამე მიტივტივდება თავში: "არაჯანსაღი" სიყვარული.
ხშირად ვამბობთ "უაზროდ მიყვარხარ", მაგრამ ასეთ სცენაბს რომ ვესწრები მაინც მგონია აზრიანად ჯობს სიყვარული. ნორმალურივით, საზღვრებში და აზრით.
ხომ ესაა ნამდვილი სიყვარულის არსი?!

суббота, 1 мая 2010 г.

ტანისამოსი "в горошек"

Автор: ჯუნა на 5/01/2010 0 коммент.
რუსები ამბობენ одежда в горошек, ქართულად კი კოპლებიან სამოსზეა ლაპარაკი, რომელიც საკმაოდ პოპულარულია და ხშირად გვხვდება 2010 წლის ყველაზე აქტუალურ ტენდენციებში. კლასიკური კაბები, ჩანთები, ფეხსაცმელები, აქსესუარები.....
კოპლებიანი ტანისამოსი თავდაპირველად გაჩნდა ფრანგი დიზაინერების კოლექციებში XVIII საუკუნის ბოლოს. ამ სტილმა ბევრი ადამიანის გული მოინადირა და იგი კლასიკურად იქცა.
კოპლებიანი სამოსი უხდება აბსოლუტურად ყველას, მთავარია იგი შეირჩეს სწორად და ფიგურის შესაბამისად.
მაგალითად: სუსტი გოგონების სამოსს მსხვილი და დიდი კოპლები დაამშვენებს, შედარებით პუტკუნა ქალებმა კი არჩევანი უნდა შეაჩერონ უფრო პატარა ზომის კოპლებზე.

пятница, 30 апреля 2010 г.

თმის აქსესუარები

Автор: ჯუნა на 4/30/2010 0 коммент.
ისე უხდება გაზაფხულს რომანტიული და ქალური სტილი: ფრიალა, ყვავილებიანი სარაფნები; ლამაზი, ჭრელი მაისურები......

ამ ყველაფერს კი ძალიან უხდება აქსესუარები. რაღა თქმა უნდა, საყურეები, ბეჭდები, ლამაზი ბრასლეტები..... მაგრამ ახლა მინდა დავწერო უშუალოდ თმის აქსესუარებზე: აბადოკები, თმისამაგრები, ლენტები - ბანტიანი, ფერადი, ყვავილებიანი.......

მეც მაქვს რამდენიმე ასეთი აქსესუარი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს მოთხოვნა მათზე ძალიან გაიზარდა და ყოველი მეორე გოგოს თმას ამშვენებენ, მაინც ძალიან მესიმპატიურებიან ))
ვფიქრობ, ყოველდღიური ჩაცმულობისგანაც კი რაღაც ორიგინალური და არაორდინალური გამოდის როცა ქალს ლამაზი, გემოვნებიანი აქსესუარები უკეთია.

воскресенье, 21 марта 2010 г.

შუაღამის დაუგეგმავი პოსტი

Автор: ჯუნა на 3/21/2010 3 коммент.
«მიყვარხარ ძლიერ ძლიერ რაც გადის დრო და ხანი............»
«ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე...............»
სხვისი სიტყვები........... არა შენთვის მოძღვნილი და არა შენზე დაწერილი. ალბათ ფანატიკოსი ვარ რადგან გაფანატებით მიყვარხარ ყოველგვარი ზომის, ნორმის, საზღვრების და изъянебис გარეშე (არ ვიცი როგორაა ქართულად ეს სიტყვა). ვერ ვხედავ შენში ნაკლს და არა იმიტომ რომ სიყვარული ბრმაა, უბრალოდ იმას რასაც შენში ვხედავ ჩემთვის ნაკლი არაა და მე ის მიყვარს. მიყვარს ისევე როგორც ყველაფერი კეთილი და ტკბილი. მიყვარს ისე რომ მაწერინებს, არ მაძინებს, მალოცვინებს, მატკივებს და მატირებს.
ბანალურს მხდის და სუსტს, უსუსურს. ოცნებას მასწავლის და ამ ოცნებაში არაფერს უჩვეულოს და განსაკუთრებულს პირიქით ბევრჯერ გატკეპნილს, ბევრჯერ ნათქვამს და დაწერილს...
ხანდახან, იცი, ვფიქრობ იქნებ უფრო ჩუმი გავხდე და კდემამოსილი..... უფრო ჩაკეტილი და ძნელად გამოსაცნობი, სპონტანური შენთვის და დაუგეგმავი ურთიერთობაში. შეიძლება ასეთი უფროა ჭკვიანი შეყვარებული ქალის ტაკტიკა...... ალბათ. მე არ ვიცი რადგან ვერ ვცხოვრობ ტაკტიკებით და გამოთვლებით. ასე იოლად ვიშიფრები და ვიკითხები. არც იმას გიმალავ რომ გაფანატებით მიყვარხარ. სახალხოდ სიყვარულს გიხსნი და უშენოდ ვერ ვცხოვრობ.

ხანდახან ვფიქრობ უშენობაზე........
ეს მაშინ, როცა ფიქრებს ზედმეტად ავყვები.
ვფიქრობ და იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ცხოვრების ბოლომდე მეყოფი.
მარტო იმით, რაც აქამდე იყო და გვქონდა მე შემიძლია ვიცხოვრო სიკვდილამდე და ვისულდგმულო უშრეტი მოგონებებით და გამოულეველი სითბოთი. შენი ნახვის სურვილით და შენი მონატრებით.........
არ ვიცი რატომ ვფიქრობ ამაზე თან ბევრს. ალბათ მეშინია.

ერთადერთი შემიძლია გითხრა. ბედნიერი უნდა იყო. ძალიან ბედნიერი.
რადგან ასეთი სიყვარულით არასდროს არავის არავინ ყვარებია!

воскресенье, 14 марта 2010 г.

ვინ უფრო ჭკვიანია ქალი თუ კაცი?

Автор: ჯუნა на 3/14/2010 5 коммент.

დიდი ხანია ვინტერესდები ყველანაირი სტატისტიკური მონაცემებით თუ გამოთვლებით, სადაც არკვევენ ვინ უფრო ჭკვიანია კაცი თუ ქალი?..
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეცნიერები უმეტესად გვარწმუნებდნენ, რომ კაცები უფრო ჭკვიანები და განათლებულები არიან და მათი ინტელექტი უფრო მაღალია.
ერთადერთი, სადაც შედეგები ცოტა ჩვენთვის სასარგებლო იყო, ინტერნეტტესტირება გახდა, რომელსაც მეცნიერები რამდენიმე თვის განმავლობაში, მსოფლიოს ცხრა ენაზე ატარებდნენ. ორივე სქესის წარმომადგენლებს უსვამდნენ კითხვებს სხვადასხვა სფეროდან და ითვლიდნენ სწორ პასუხებს.
იყო კატეგორიები, რომლებშიც ქალები უფრო ერუდირებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე მამაკაცები და პირიქით.
სუსტი სქესის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად სწორ პასუხებს იძლეოდნენ კატეგორიებში, რომლებიც გართობას ეხებოდა. მამაკაცები კი უფრო ძლიერები "მეცნიერებისა და ბუნების" საკითხებში აღმოჩნდნენ. მაგალითად, ქალბატონები ყოველთვის სწორად პასუხობდნენ ასეთი ხასიათის შეკითხვებს: "პირველად რომელმა ფილმმა მოიტანა მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოსავალი?" მამაკაცები კი - "რომელი პლანეტა ანდომებს მზის ორბიტის შემოვლას 248 წელს".
რადგან გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჯამში ქალებმა მამაკაცებზე მეტი სწორი პასუხი დააფიქსირეს, ყველაზე ჭკვიანებადაც ისინი აღიარეს ))

суббота, 6 марта 2010 г.

ვინ მოიგონა 8 მარტი და ყველაზე ცუდი საჩუქრები ამ დღეს

Автор: ჯუნა на 3/06/2010 0 коммент.
იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა.
1857 წლის 8 მარტს გაიმართა ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები დაიწყო. 1908 წელს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.
8 მარტი დღეს ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

რაც შეეხება ცუდ საჩუქრებს, 2010 წლის თებერვალში რუსმა სოციოლოგებმა ჩაატარეს საინტერესო გამოკვლევა. რუსეთის 7 რეგიონში ქალებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს: "რა საჩუქრის მიღება არ გსურთ 8 მარტს?" გამოკითხული ქალების 33%-მა განაცხადა, რომ ყველაზე არასასურველი საჩუქარი მათთვის შინაური ცხოველია. 28%-ისთვის ყველაზე ცუდი საჩუქარი სპორტული ინვენტარია (არ ვეთანხმები:)) ანუ განტელები, ტრენაჟორები და ა. შ. ხოლო ცუდი საჩუქრების სიაში მე-3 ადგილზე მოხვდა რბილი სათამაშოები.
ასევე ამ სიაში მოხვდნენ სამზარეულოს ნივთები, ჭურჭელი (16%), თეთრეული (13%), შოკოლადები და კანფეტები.
რაც შეეხება სასურველ საჩუქრებს:
გამოკითხული ქალების უმრავლესობამ დაასახელა ყვავილები, ბიჟუტერია, კოსმეტიკა და პარფიუმერია.

რაც შემეხება მე, მეგობრებო, აბსოლუტურად არ ვეთანხმები გამოკითხული ქალების უმრავლესობას))
ყვავილებით ხელში სიარულზე არ ვგიჟდები, სამაგიეროდ სპორტული ინვენტარი ჩემთვის ფრიად გამოსადეგარი საჩუქარია:) ასევე ვგიჟდები ტკბილეულზე და არც ლამაზ ჭურჭელზე ვიტყოდი უარს))

воскресенье, 28 февраля 2010 г.

აქსესუარები от chanel

Автор: ჯუნა на 2/28/2010 1 коммент.
მგონი არ არსებობს ქალი, რომელსაც აქსესუარები არ უყვარს. მე პირადად უამრავი საყურე და ბეჭედი მაქვს. ძალიან მიყვარს ასევე სხვადასხვანაირი გულსაკიდები, კულონები, სამაჯურები, "ბროშკები"..........

ერთ-ერთ საიტზე ვიპოვე შანელის 2008/09 აქსესუარების კოლექცია. ძალიან მომეწონა და მინდა გაჩვენოთ:

пятница, 26 февраля 2010 г.

ვინ არიან ციგნები?

Автор: ჯუნა на 2/26/2010 2 коммент.
ძალიან მინდოდა პოსტი ციგნებზე დამეწერა. ციგნებზე-თქო ვამბობ და ვიცი რაც წარმოიდგინეთ)) ბინძური, სუნიანი ბავშვები, რომლებიც მოწყალებას კი არ გთხოვენ, ფაქტიურად გაშანტაჟებენ. ან შეფურთხებით გემუქრებიან ან ჩახუტებით :))
დედაჩემისგან ხშირად გამიგია, რომ ბავშვობაში ძალიან უნდოდა ბოშა ყოფილიყო.

ბოშა, რომელიც ასოცირდება სილაღესთან, თავისუფლებასთან, მომთაბარე ცხოვრებასთან, მრავალფეროვნებასთან...... ცხენები, გიტარა, ბოშა ქალები ლამაზი, ჭრელი კაბებით, სიმღერები ცეცხლის ირგვლივ, ბოშური ცეკვები......

ცოტა რამ მათ შესახებ:
ბოშები - ერი (უფრი სწორად კი ეთნიკური ჯგუფები). საკუთარ თავს "რომა"-ს უწოდებენ. წარმოშობით ინდოეთიდან არიან და ცხოვრობენ ევროპის, აზიის, ამერიკის, აფრიკისა და ავსტრალიის მრავალ ქვეყანაში.
სხვადასხვა სტატისტიკური მონაცამებით ბოშათა რიცხვი მსოფლიოში 2, 5 - 12 მილიონ ადამიანამდე მერყეობს.
ბოშები საუბრობენ ბოშების ენაზე, რომელიც რამოდენიმე დიალექტად იყოფა და ასევე, იმ ერების ენაზეც, სადაც ცხოვრობენ.
ბოშების დროშა მიიღეს 1971წელს და ის ასე გამოიყურება:

ლურჯი და მწვანე ფერები აღნიშნავენ, შესაბამისად, ცასა და დედამიწას. ბორბალი კი დროშის ცენტრში ბოშების ინდოარიულ წარმოშობას აღნიშნავს.

понедельник, 22 февраля 2010 г.

თრუმანის შოუ

Автор: ჯუნა на 2/22/2010 0 коммент.
the truman show - ამ ფილმს პირველად 4-5 წლის წინ ვუყურე.
მოსკოვში на воробьевых горах იყო არაჩვეულებრივი კლუბი "эмпатиа" , სადაც 15-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ვიკრიბებოდით, გვიტარდებოდა ტრენინგები ფსიქოლოგიის, კონფლიქტოლოგიის და კიდევ უამრავი სასარგებლო და საინტერესო რამის გაკვეთილები, ვთამაშობდით ფსიქოლოგიურ თამაშებს (ხშირად მაფიას, რომელიც, როგორც ვიცი, ახლა იმედის არხზე გადის და "მაფიის ღამე" ქვია), დავდიოდით ლაშქრობებზე, ვარჩევდით მოთხრობებს, ისტორიებს, ფილმებს... ერთი სიტყვით ყოველი შაბათ-კვირა მიხაროდა, რადგან ფსიქოლოგია და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი რამ მართლა ძალიან მიყვარს და პედაგოგებიც ძალიან კარგები გვყავდა.
ერთ-ერთი ფილმი, რომელიც ერთმა ფსიქოლოგმა გვაყურებინა და შემდეგ გავარჩიეთ, იყო the truman show. მაშინ ამ ფილმმა ჩემზე საოცარი და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.
ხანდახან ალბათ ყველას გვქონია მომენტი, როცა ვფიქრობთ, რომ დედამიწა ჩვენს ირგვლივ ტრიალებს, ყველაფერი რაც ხდება ჩვენთვისაა გამიზნული და ყველა მხოლოდ ჩვენ, ჩვენს რეაქციებს, ქცევებს აკვირდება.
მთავარ როლს ფილმში ჯიმ კერი თამაშობს და მის პერსონაჟსაც (ტრუმან ბერბენკს) ერთ დღეს ასეთი გრძნობა უჩნდება.

მთავარი კი ისაა, რომ იგი მართალი აღმოჩნდება. მთელი მისი ცხოვრება ერთი დიდი კინოა, მისი ქალაქი კი დიდი გადასაღები მოედანი, სტუდია. ეს არის რაღაც რეალითი შოუს მსგავსი, მიწვეული მთელი ქალაქი მსახიობებით. ეს კაცი აღმოაჩენს, რომ დაწყებული დაბადებიდან, ყველაფერი, რაც მის ცხოვრებაში იყო: მშობლები, ცოლი, თანამშრომლები, მეგობრები, მეზობლები..... სცენარში დაწერილი და კარგად ნათამაშები იყო მხოლოდ.
ეს ფილმი მეორედ რამდენიმე დღის წინ ვნახე. სიმართლე გითხრათ, შთაბეჭდილება ისეთი აღარ იყო როგორც პირველად, მაგრამ მაინც всем советую :)

суббота, 20 февраля 2010 г.

პოპულარული სახელები საქართველოში

Автор: ჯუნა на 2/20/2010 3 коммент.
დღეს მინდოდა სახელებზე დამეწერა. არის საქართველოში ტენდენცია დაარქვან შვილებს ბებიების, ბაბუების ან სხვა ნათესავების სახელები. ნუ რომ ვთქვა, რომ კატასტროფულად ვეკიდები ამ საკითხს, მოგატყუებთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს ტრადიცია მიყვარს ან მომწონს.
არ ვიცი შეგინიშნავთ თუ არა, მაგრამ სახელს ასეთი თვისება აქვს: თავს გაყვარებს ან გაძულებს. მარტივად რომ ვთქვათ, საყვარელი ადამინების სახელები გვიყვარდება და კარგ ასოციაციას იწვევს და პირიქით.
ძალიან მაინტერესებდა დღესდღეობით პოპულარული სახელები საქართველოში და სტატისტიკას იუსტიციის სამინისტროს საიტზე მივაკვლიე))
ე. ი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მონაცემებით, ყველაზე პოპულარული სახელები გიორგი და მარიამია.
ვაჟებს შორის პოპულარული სახელების ათეული შემდეგია:
1. გიორგი; 2. ნიკოლოზი (ასევე ნიკა); 3. ლუკა; 4. საბა; 5. ალექსანდრე (ასევე სანდრო); 6. ირაკლი; 7. დავითი; 8. მათე; 9. ანდრია; 10. ლაშა.
გოგონების სახელებს შორის კი პოპულარულია:
1. მარიამი; 2. ანა (ასევე, ანანო, ანი); 3. ნინო; 4. ლიზი; 5. ელენე; 6. სალომე; 7. ანასტასია; 8. ბარბარე; 9. ლიკა; 10. ნია.
თუ ისეთი სახელი მოგწონთ, რომელიც ამ სიაში არაა არც ეგაა დიდი პრობლემა)) მთავარია ადამიანი გავზარდოთ კარგი, სახელს კი მგონი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს :-)

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review