გამარჯობა სანტა
დიდი ხანია შენთვის არაფერი მომიწერია, მაგრამ არ იფიქრო რომ მე შენი აღარ მჯერა. ვერა და ვერ შევედი იმ ასაკში, როცა შენს არარეალურობაში საბოლოოდ რწმუნდებიან და ახალ წელს აღარც კი ფიქრობენ შენზე.
მე მჯერა შენი, ვიცი რომ ხარ სადღაც შორს, იქ, სადაც დიდი თოვლია და ცივა. შენ ყველას აკვირდები შენი ნაცრისფერი თვალებით, ყველას ცუდ საქციელზე ჯავრობ და პირიქით - ყველას სიხარული გიხარია :) შენ გაქვს შენი დიდი სახლი, სადაც ცხოვრობენ პატარა, საყვარელი და თბილი ელფები. მათ, როგორც ეს ფილმებშია, აქვთ სათამაშოების დიდი ქარხანა, მთელი წელი მუხლჩაუხრელად შრომობენ, გივლიან, შენს ირმებზეც ზრუნავენ და სხვისი სიხარულით ცხოვრობენ. წინასწარ უხარიათ მოლოდინი იმისა, რომ წელიწადში ერთი ღამე უნდა გახდეს მათი წყალობით ჯადოსნური, გაულამაზდეს ცხოვრება ყველას და ახდეს ოცნებები. წლის განმავლობაში ისინი იღებენ ბევრ ტომარა წერილს, ყველას კითხულობენ და ზოგჯერ ტირიან კიდეც მათი კითხვისას.... ტკივათ რომ ამდენი ბავშვი გვყავს ბავშვობადაკარგული, იზიარებენ ყველა მათგანის გასაჭირს და ძალიან უნდათ ყველა ბედნიერი იყოს...
ძვირფასო სანტა !
მიიღე ჩემი წერილიც. 2012 წელს მე ჭკვიანი გოგო ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, მუშაობაც დავიწყე და ძალას არ ვიშურებ რომ კარგი დედა, შვილი და მეუღლე ვიყო. შენ ყველაზე კარგად ხედავ მე როგორ მიჭირს ზოგჯერ ამდენი რამის შეთავსება და როგორ ვიღლები და ისიც ძალიან კარგად იცი რა მინდა ამ ახალ 2013 წელს :)
მინდა ყველა ბედნიერი იყოს, არავის სახე არ იყოს ცხოვრებისგან დაღლილი, არ არსებობდნენ ავადმყოფი, უდედმამო, უსახლკარო ბავშვები. მინდა ყველას ჰქონდეს სამსახური და ყველა გრძნობდეს თავს საჭიროდ და სრულფასოვნად. მინდა ყველას შეეძლოს ოჯახის რჩენა და არავინ გრძნობდეს შვილების წინაშე თავს დამნაშავედ იმისთვის, რომ სხვას მეტი საჭმელი აქვს ახალ წელს, ვიდრე მას. რომ სხვას უკეთესი სახლი აქვს, მანქანა და ასე შემდეგ.......
სანტა, დიდი მადლობა 2012 წლისთვის, შენ თითქმის ყველაფერი ამიხდინე რაც შარშან, ახალ წელს გთხოვე.
ძალიან გთხოვ, წელსაც გაითვალისწინე ჩემი სურვილები.

ბედნიერი შობა !