Показаны сообщения с ярлыком თმა. Показать все сообщения

пятница, 30 апреля 2010 г.

თმის აქსესუარები

Автор: ჯუნა на 4/30/2010 0 коммент.
ისე უხდება გაზაფხულს რომანტიული და ქალური სტილი: ფრიალა, ყვავილებიანი სარაფნები; ლამაზი, ჭრელი მაისურები......

ამ ყველაფერს კი ძალიან უხდება აქსესუარები. რაღა თქმა უნდა, საყურეები, ბეჭდები, ლამაზი ბრასლეტები..... მაგრამ ახლა მინდა დავწერო უშუალოდ თმის აქსესუარებზე: აბადოკები, თმისამაგრები, ლენტები - ბანტიანი, ფერადი, ყვავილებიანი.......

მეც მაქვს რამდენიმე ასეთი აქსესუარი. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს მოთხოვნა მათზე ძალიან გაიზარდა და ყოველი მეორე გოგოს თმას ამშვენებენ, მაინც ძალიან მესიმპატიურებიან ))
ვფიქრობ, ყოველდღიური ჩაცმულობისგანაც კი რაღაც ორიგინალური და არაორდინალური გამოდის როცა ქალს ლამაზი, გემოვნებიანი აქსესუარები უკეთია.

среда, 3 марта 2010 г.

დავიღალე

Автор: ჯუნა на 3/03/2010 1 коммент.

რა კარგია განმარტოვება.... ზამთარი, პატარა თბილი სახლი, ლამაზი ხის ავეჯი, მწვანე ნაძვები, სუფთა ჰაერი, ფაფუკი გაუკვალავი თოვლი, სიჩუმე მშვიდი ბედნიერებით გაჭღენთილი, მერე სეირნობა, გუნდაობა და გულის მოჯერება, სიცივისგან გათოშვა და მოუსვენრებისგან დაღლა, წითელი ლოყები ცხვირი და თოვლიანი თმები, მერე თბილი ლოგინი, ერთადერთი და საყვარელი თბილი და მისი რუდუნებით მომზადებული ცხელი ლიმნიანი ჩაი, მერე მადლობის ნიშნად ღიმილი და ტკბილი კოცნა, ბავშვივით გაღიმება და სიხარული ბევრი, თბილ ლოგინში დასვენება და სრული სიმყუდროვე, არანაირი ცივილიზაცია ერთადერთი სიმართლე და დაწყნარებული სული, ბუხარი და ბევრი პატარა სანთელი, ბევრი ძილი და თეთრი თოვლი, ტვინის გათიშვა და მოდუნება, ნდობა, დილაობით ყავა ტკბილ ნამცხვართან ერთად, მერე ბევრი შენ და ხანდახან ზამთრის სიცივეც.....................
დავიღალე

понедельник, 1 марта 2010 г.

თეთრი ოცნება

Автор: ჯუნა на 3/01/2010 0 коммент.
როცა შენ მოხვალ, მე უკვე მზად ვიქნები. მეცმება თეთრი კაბა, მერე შენ მომიტან თეთრ ქრიზანთემებს, თმაშიც პატარა, თეთრ ყვავილს გამიკეთებ, ცოტას კიდეც გამიწყრები რა ამბავია ამდენი სარკეში პრანჭვაო, მერე გამიღიმებ, ყელზე მაკოცებ, ჩავჭიდებთ ხელს და შევუყვებით აღმართს.

მწვერვალზე თოვლია. თეთრი, თეთრი, ქათქათა. მერე მე თოვლს შევერევი და შენ შეშფოთებული მეძებ. მერე თეთრი მტრედი მოფრინდება და ყურში ჩაგიჩურჩულებს რაღაცას. შენს თვალებში უამრავი ეშმაკუნა სახლდება. შებრუნდები და მიდიხარ. მე შიშით გული მისკდება. მაშინვე ვყვირი, შენც შემობრუნდები და მაშინვე მპოულობ. ასეთმა ხუმრობამ კარგა გვარიანად შემაშფოთა. მერამდენედ გეკითხები უკვე, მართლა მიდიოდი? მართლა მტოვებდი? ცოტაც და ტირილს დავიწყებ. შენ ცრემლიან თვალებს მიკოცნი და მამშვიდებ.

ყველაფერი ჩვენია: ეს მწვერვალიც, ქათქათა თოვლიც, თეთრი, მოღუღუნე მტრედიც, ცისფერი ცა და სუფთა, გამჭვირვალე ჰაერიც. მერე მე ამას ყველაფერს შენ გჩუქნი. შენ მე. მე თეთრი, თეთრი კაბა მაცვია. ხელშიც შენი მორთმეული თეთრი ქრიზანთემები მიჭირავს. ირგვლივ თოვს და თოვს. მე და შენ თეთრი ფიფქები გვაცვივა. ყველაზე კარგი, დიდი ფანტელები შენ გეცემა. ირგვლივ სითეთრეა. მე თეთრი კაბა მაცვია. ჩემი თმებიდან შენი ლამაზად და კოხტად გაკეთებული ყვავილი იჭყიტება. ხელშიც შენი მიერ მორთმეული თეთრი ქრიზანთემები მიჭირავს. თოვს, თოვს და თოვს.

სულ ბოლომდე ავედით, იქედან მხოლოდ თეთრი ქვეყანა და ციდან მოფარფატე თეთრი ფიფქები მოჩანს. მერე მე შენ მორთმეულ თეთრ ქრიზანთემებს მთელ ქვეყანას ვჩუქნი. ერთ ცალს შენც გჩუქნი. უსაზღვროდ გიხარია. შენს თვალებში იმდენი პატარა ეშმაკუნებია ჩასახლებული, მეშინია ისევ არ წამოგიაროს როგორც წეღან. მაშფოთებს ისეთი ხუმრობა, რომელიც შეიძლება მართლა მოხდეს. მეშინია ამ სითეთრეში ჩემი თეთრი კაბით ან მე არ გაგებნე, ან შენ არ დაგკარგო და ამიტომ ხელს არ გიშვებ. კარგია ასე ერთად რომ შევყურებთ მთელ ქვეყანას. მიხარია. შენც გიხარია და მერე ორივეს ერთად ბედნიერი ღიმილით გვიხუტებს თეთრი მწვერვალი გულში.

ღამდება, მაგრამ მაინც სითეთრე ჭარბობს. უცებ დიდი, დიდი, წითელი მზე ამოვიდა და იმანაც ჩაგვეხუტა. მერე ყველა ერთად გვეფერებოდა: თეთრი მწვერვალი, დიდი, წითელი მზე და თეთრი ღამე. მერე შენც გაბედე და ისე სათუთად მომეფერე, კინაღამ ავღრიალდი. თმიდან შენი ნაჩუქარი თეთრი ყვავილი ჩამომივარდა.

მერე ორივემ ერთად დავინახეთ როგორ ამოჰქონდა თეთრ მტრედს ღუღუნ-ღუღუნით ჩემი თეთრი ყვავილი. ამოჰქონდა და იმასაც პატარა ეშმაკუნები უციმციმებდა თვალებში. ალბათ ესეც რაღაც სიურპრიზს მიმზადებდა, ოღონდ ახლა ჩემთან ერთად შენც. ორივე რაღაცის მოლოდინში გავინაბეთ. თეთრი მტრედი არ ჩქარობდა. კვლავ ღუღუნით მოარღვევდა თეთრ, ქათქათა თოვლს. თან ჩემთვის თეთრი ყვავილი ამოჰქონდა.

მე თეთრი კაბა მეცვა, თმაში შენი გაკეთებული თეთრი ყვავილი მებნია, ხელშიც შენი ნაჩუქარი თეთრი ქრიზანთემები მეჭირა.

თოვდა, თოვდა და თოვდა.

ნონა

среда, 17 февраля 2010 г.

სევდისფერი ქალი

Автор: ჯუნა на 2/17/2010 1 коммент.
მხატვარი რომ ვიყო, მაშინ ზუსტად შევძლებდი გამომესახე ისეთი, როგორიც ხარ: სევდიანი, საოცრად მეტყველი, თბილი თვალებით, გრძელი, ლამაზი წარბებით, ტალღოვანი თმით, პატარა ტანით..... ახლა ამას ვწერ და თან მეღიმება. ვიცი წაიკითხავ, არ ვიცი როგორი რეაქცია გექნება, ის კი ვიცი, მიხვდები, რომ შენზე ვწერ და გაგეღიმება, ალბათ 100-ჯერ მაინც გადაიკითხავ....) ხომ ძალიან გიყვარს, როცა სიყვარულზე გელაპარაკები, არადა რა უნდა გელაპარაკო, როცა ყველაფერი "დო ბოლი" ბანალურია და ნაცნობი......
რომ მიყვარხარ ხომ იცი!
უშენოდ რომ ძალიან მიჭირს ისიც ხომ იცი!
შენს მაგივრობას ვერავინ რომ ვერ გამიწევს ისიც ხომ ძალიან კარგად იცი!
100 წლისაც რომ ვიქნები მაშინაც რომ დამჭირდები ისიც ხომ იცი!
ძალიან რომ მენატრები, შენს ფოტოებს რომ დღეში 100-ჯერ ვათვალიერებ, გული რომ მეწვება და ცრემლები რომ მადგება როცა მენატრები ხომ იცი!!!
მინდა აღარ იყო ასეთი სევდიანი.....! ორმაგად ლამაზი ხარ, როცა იღიმი, მაგრამ ღიმილი თვალებს მაინც არ ცვლის. ძალიან მინდა შენს თვალებში ბედნიერება დავინახო. ძალიან მინდა ჩემით მაინც ბედნიერი იყო, ჩემმა სიყვარულმა, ჩემმა სიახლოვემ, ჩემმა სითბომ, ჩემმა უშენოდ ვ ე რ ყოფნამ მაინც გაგაბედნიეროს, ცოტათი მაინც...... რომ ვიგრძნო, რომ კარგად ხარ, სულში სიმშვიდე გაქვს, გული არ გტკივა, სიცოცხლე გინდა, გიხარია.....
ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია. ასეთს რომ დაგინახავ, თავისუფლად ამოვისუნთქებ და ცხოვრებას მშვიდად, შფოთვის გარეშე გავაგრძელებ......

ეს დედაჩემია))

пятница, 5 февраля 2010 г.

საოცარი რეკორდები

Автор: ჯუნა на 2/05/2010 0 коммент.
სახლში ერთი დიდი წიგნი მაქვს, რომელიც დედაჩემმა მოსკოვში შეიძინა. ძალიან საინტერესოა, მინდა გითხრათ. წიგნს ქვია "книга рекордов гинесса" და ისეთ რამეებს წავაწყდი волосы дыбом встали)))
შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ ხოლმე და თუ შესაბამის ფოტოებს ვიპოვი ინტერნეტში, თან დავურთავ.
ყველაზე გასაოცარი ის რეკორდები იყო ჩემთვის, რომლებშიც ადამიანებს საკუთარი სახე აქვთ დაკარგული.

ამაზრზენი იყო ქალბატონი Nelvin Feizel Boothe მიჩიგანის შტატიდან რომელსაც 25წელია ფრჩხილები არ მოუჭრია და მისი ათივე ფრჩხილის სიგრძე 931სმ ია...

ყველაზე გრძელი თმა ყურებში:-) აქვს ინდოელ ანტონი ვიქტორს – 18,1 სმ.

ყველაზე მაღალი მამაკაცი თურქია Sultan Kosen და მისი სიმაღლე 246.5სმ.ია, ხოლო ყველაზე პატარა Pingping (73სმ) ჩინელია.

საინტერესო იყო მათი შეხვედრა, რომელიც თურქეთში მოხდა. ერთმანეთის გვერდიგვერდ ისინი ძალიან სასაცილოები არიან))

უნიკალური ინდოელი ბავშვი, რომელსაც ხელ-ფეხზე 25 თითი აქვს

გამაგიჟა მამაკაცმა რომელსაც Garry Turner ქვია... თქვენ თვითონ ნახეთ

ამ საწყალ კაცს რაღაც კანის დაავადება ჭირს, რომელიც ნელ-ნელა ვითარდება და საბოლოო ჯამში კლავს ადამიანს:-(

საინტერესო იყო ასევე ჩეხი ტოპმოდელი ადრიანა სკლენარიკოვა, რომელსაც ყველაზე გრძელი ფეხები აქვს დედამიწაზე - 127 სმ.
და პირსინგით გატაცებული ბრაზილიელი ელაინ დევინსონი, რომლის სხეულზეც 1903 ნახვრეტია))

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review