Показаны сообщения с ярлыком შფოთვა. Показать все сообщения

пятница, 26 августа 2011 г.

მე და ჩემი უფალი

Автор: ჯუნა на 8/26/2011 1 коммент.
ბოლო დროს სულ ერთი და იგივე სიზმარს ვხედავ ხოლმე...
ეკლესიაში შევდივარ და ღმერთს ვესაუბრები. სარკმლიდან გადმოსული სინათლის სხივია თითქოს უფალი. ვერ ვხედავ მას, მაგრამ ინსტინქტურად ვგრძნობ. მას ვეუბნები, რომ მე მთელი გულით მჯერა მისი. რომ მე არ ვგავარ სხვებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ არსებობს უფალი, სამოთხე, ჯოჯოხეთი, ანგელოზები... რომ მე არ მეშინია სიკვდილის და მთლიანად მის ნებაზე ვარ მინდობილი. რომ მე მიყვარს ღმერთი, მისი სახლი და ყველაფერი მასთან დაკავშირებული. ჩემი მამაოც და ხატებიც. ვტირი აღსარების დროს და ყელში სიხარულის ბურთები მახრჩობენ ზიარებისას.
უფალს ვპირდები, რომ არასოდეს გავიკეთებ აბორტს, ჩემ შვილებს აუცილებლად გავზრდი მორწმუნეებად და სულ არ ვიქნები უკმაყოფილო თუ ისინი უფლის გზას აირჩევენ.
სიზმარშიც ვგრძნობ, ამ ყველაფერს მე ღმერთს ვეუბნები, რომ დავამტკიცო ჩემი რწმენა და მისდამი ერთგულება. მაგრამ სულ ერთ რამეს ვთხოვ. რაც იმდენად მაწუხებს, რომ ძილშიც ამიტომ მიმყვება ალბათ... მე ვეღარ ვლოცულობ. ნებისყოფა თუ ნერვები თუ სულის სიმტკიცე თუ აღარ ვიცი რა არ მყოფნის საიმისოდ, რომ დავდგე და ბევრი ვილოცო. რომ გულისყურით მოვუსმინო ყოველ კვირას წირვებს.... რომ არ ავყვე უაზრო ფიქრებს და გონება მოვიკრიბო.
ყოველ ღამე ვეხვეწები უფალს უფრო დიდი რწმენა მომცეს... გონება გამინათოს თუ მეტი აზრი მომცეს... რომ დავდგე ყოველ საღამოს და შვებით ამოსუნთქვამდე ვილოცო... სულის ამჩატებამდე... გულის მოოხებამდე... რომ დავმშვიდდე და დავწყნარდე. რომ ჩემი რწმენა აღარ იყოს მხოლოდ თეორიული და გადამივიდეს ცხოვრების წესში. ამას ვთხოვ უფალს...

суббота, 28 мая 2011 г.

ორსულობის 35-ე კვირა

Автор: ჯუნა на 5/28/2011 4 коммент.
35-ე კვირა... მთელი 35 კვირა ვნატრობდი როდის დადგებოდა მაისის ბოლო, რომ მოახლოვებულიყო ბავშვის დაბადება...
მაგრამ ახლა ისე ცუდად ვგრძნობ თავს... სარკეში ჩახედვა არ მინდა, რადგან ძალიან დიდი ვარ და გასიებული, ფორმადაკარგული. სახეც, ძალიან არა, მაგრამ შესამჩნევად გამიპუტკუნდა, თითებიც, ფეხებიც, მუცელზე აღარაფერს ვამბობ... მგონი შიგ გოლიათი მიზის...
ასე სულ ვწუწუნებ და შეწუხებული ვარ, 7 თვე არაფერი მიჭირდა, სამაგიეროდ ახლა ძალიან დავიღალე. ჩემი თავის ტარება მიჭირს, ცუდად მძინავს, სულ მცხელა, სუნთქვაც მიჭირს... სურვილი მაქვს დილას ლოგინიდან არ ავდგე, ვიწვე და ვიძინო მანამ, სანამ დარჩენილი 3-4 კვირაც არ გავა... მაგრამ არ გამოდის ასე, რადგან ფინალური 6 გამოცდა მაქვს ადრიანად ჩასაბარებელი, რაც იმას ნიშნავს რომ მომავალი 2 კვირა ყოველდღე უნდა ვიარო უნიში... თან კიდე ბოლო თვეში ბევრი უნდა იაროო, სულ უნდა იმოძრავოო..... ვოცნებობ იმ დღეზე როცა მუცელი ამტკივდება, რადგან მეცოდინება რომ იმ დღეს ჩემი ორსულობა დამთავრდება...

აი ასე ვარ განწყობილი და თვითონ ის ფაქტიც, რომ ეს აზრები ჩემს თავში ტრიალებს, ძალიან მაწუხებდა. მაგრამ ინტერნეტში 35 კვირაზე ცნობები მოვიძიე და აღმოჩნდა, რომ ყველა ეს ჩემი აზრი თუ შეგრძნება დროული, ზომიერი და ნორმალურია. ვთარგმნი:
მუცლის ტარება ხდება ყოველდღიურად უფრო და უფრო რთული... გაწუხებთ უძილობა, რადგან ჰორიზონტალურ მდგომარეობაში გეკვრებათ სუნთქვა, ხშირად გეღვიძებათ, გაღვიძებულს გიჭირთ ძილის შებრუნება, რადგან გაწუხებთ ფიქრები მომავალზე. ძილი შეიძლება მხოლოდ გვერდულად, რადგან მუცელზე ვერ დაწვებით ფიზიკურად, ზურგზე წოლისას კი გტკივდებათ წელი. სიამოვნებას არ განიჭებთ არც ჭამა, არც სეირნობა, რადგან ძალიან იღლებით. არ შეგიძლიათ დიდხანს დგომაც...
35-ე კვირაში მომავალი დედიკო გრძნობს ყველაზე დიდ დაღლილობას თავისი მდგომარეობიდან გამომდინარე და შემხვედრების კითხვაზე უფრო გოგო უნდა თუ ბიჭი, გაბრაზებული პასუხობს: «Хоть лягушку, только скорее» :) რათქმაუნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მას გადაუყვარდა თავისი პატარა, რომელიც აქამდე მას ასე ახარებდა თავისი არსებობით. დედიკო დაღალა არა ბავშვმა, არამედ მდგომარეობამ, რომელშიც ის იმყოფება.
ბავშვის წონა ამ დროისთვის არის 2,5 კილოგრამი, სიგრძე 45 სანტიმეტრი.

среда, 9 февраля 2011 г.

ის, რისიც მეშინია

Автор: ჯუნა на 2/09/2011 1 коммент.
აზრი, რომელიც მინდა ამ პოსტში ჩავდო, ძალიან დიდი ხანია თავში მიტრიალებს. ამაზე ვფიქრობდი ჯერ კიდევ მანამ, სანამ გავთხოვდებოდი ან საერთოდ გავიცნობდი გიოს. მაშინ ვცხოვრობდი მოსკოვში, ვსწავლობდი, ვმუშაობდი და ბევრს ვფიქრობდი საკუთარ კარიერაზე, მომავალ ცხოვრებაზე. მაშინდელ ჩემს გეგმებში რასაკვირველია არ შედიოდა არც სიყვარული, მითუმეტეს არც გათხოვება და არც შვილი. მე ვფიქრობდი, რომ გათხოვება არის თავშესაფარი სუსტი ქალების, რომლებიც საკუთარი ძალებით ვერაფერს აღწევენ ცხოვრებაში და რაღაც ეტაპზე ირჩევენ ამოეფარონ მეუღლის ძლიერ მხარს. რათქმაუნდა ეს სისულელეა და ამას მალევე მივხვდი. სიყვარული პირიქით – სტიმულია, რომლის გარეშეც ალბათ აზრი არ აქვს არანაირ წინსვლებს კარიერაში, ზოგადად ცხოვრებაშიც, რადგან ერთხელაც თავს იგრძნობ მარტოსულად და ყველაფერი აზრს დაკარგავს. სულ სხვა მხარეს წავედი.
ამ ფიქრებისკენ მიბიძგა იმან, რაზეც ახლაც ხშირად ვფიქრობ. მთელი შეგნებული ცხოვრება მეშინია ჩამოუყალიბებელი ცხოვრების, აუსრულებელი სურვილების, განუხორციელებელი იდეების... მეშინია რომ ცხოვრება უცებ გაიფრენს... ერთ დღესაც ყოველდღიური პრობლემებით დატვირთული გამოვფხიზლდები და აღმოვაჩენ, რომ უკვე ასაკში ვარ და ვერაფერს მივაღწიე, არ შევდექი როგორც სრულყოფილი ადამიანი, ვერაფერს მივაღწიე საკუთარი შრომით და გადავყევი სახლის ლაგებას ან სადილების კეთებას.
ახლა მარტინ იდენს ვკითხულობ და ისე ნაცნობია ზოგიერთი განცდა, რომელსაც ის აღწერს. გრძნობს რომ რაღაც ძალა აქვს, რომ სხვებისგან განსხვავებულია, რომ ბევრად მეტი შეუძლია იყოს ვიდრე არის. ეს ჩემთვის ნაცნობია, რადგან დიდი ხანია ამაზე ვფიქრობ. მე ვიცი, რომ მე ბევრი რამე შემიძლია, ბევრის მიღწევა შემიძლია და არა ფულისთვის ან კარიერისთვის, არამედ იმისთვის, რომ ჩემი საკუთარი მე იყოს კმაყოფილი და გამუდმებით არ ვგრძნობდე სულის ფორიაქს.
მე ბევრჯერ მინახავს ქალი 40–50–60 წელს გადაშორებული, ჩემთვის პატივსაცემი, რადგან ცხოვრება გაატარა ისე, როგორც შეეფერება ნამდვილ დედას თუ ბებიას. ისინი საღამოობით, ყოველი საქმის შემდეგ უყურებენ გადაცემებს, ფილმებს, ცხოვრობენ სხვისი ცხოვრებით და გულის ტკივილით გრძნობენ რომ მათი სურვილები დარჩა წარსულში, მათ ცხოვრებაში აღარ მოხდება სასწაული და იგი დასრულდება ისე, როგორც მიმდინარეობდა ბევრი წლის განმავლობაში. მე ვუყურებ ამას და საშინლად არ მინდა ასეთი ვიყო 30–40 წლის შემდეგ.... მე მინდა ვიცხოვრო სრულყოფილი ცხოვრებით, ვიმოგზაურო იქ, სადაც მინდა, თავს ვგრძობდე კიდევ ერთხელ ვიტყვი სრულყოფილად, გამოლეულად, მშვიდად და ძალიან არ მინდა არასოდეს გამიჩნდეს გრძნობა, რომ ვერაფერი მოვასწარი.... რომ ტყუილად ვიცხოვრე...

среда, 14 июля 2010 г.

დარჩა....სულ ცოტა :)

Автор: ჯუნა на 7/14/2010 2 коммент.
არ ვიცი რატომ, მაგრამ საკუთარი დაწერილი პოსტები მალე მავიწყდება.... მერე ყოველთვის ახალივით ვკითხულობ მათ და ისე, თითქოს მე არ დამეწეროს. რაღაცეებს აღმოვაჩენ ხოლმე, ან რაღაცას გავიკვირვებ, ეს როგორ დავწერე-თქო.
გუშინ "რომანტიკა სანაპიროზე"-ს წავაწყდი. როგორი უცნაურია ჩვენი ცხოვრება და სიურპრიზებით სავსე... ვკითხულობდი სიხარულით და თეთრ სარაფანაზე საერთოდ გავგიჟდი, რადგან ზუსტად გუშინ დილით ზუსტად ისეთი თეთრი სარაფანა მიყიდეს როგორიც იმ პოსტის დაწერისას მედგა თვალწინ.....)

იმის თქმა მინდა, რომ გათხოვებას ვაპირებ :)) თუ როგორ უნდა ვთქვა: ცოლი უნდა გავხდე ან/თუ ოჯახი უნდა შევქმნა....)
ცოტა ისე მეუცნაურება ეს სიტყვები. დიდი ხანი რომ მეგონა, შევეჩვიე ამ აზრს და მზად ვარ-თქო ამისთვის, ახლა შიში შემომეპარა... არა, ეჭვი არა)) შიში.
რისი? არ ვიცი.
ალბათ მოსალოდნელი სიახლეების... როგორ იქნება, რა იქნება, სად, რანაირად.... რა უნდა ვქნათ, რა უნდა ჩავიცვათ, რა უნდა ვთქვათ.... რამე არ გაფუჭდეს, რამე არ მოხდეს....))
ნუ, ვფიქრობ, ნორმალურია ეს ყველაფერი.
როგორ მინდა ყველაფერი კარგად იყოს.....
ეს დღე ხომ ერთია, გამორჩეული უნდა იყოს, გამორჩეულად ბედნიერი:*

суббота, 29 мая 2010 г.

მინდა ბედნიერი იყო

Автор: ჯუნა на 5/29/2010 3 коммент.
"აბონენტი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან"..... და ასე 30-ჯერ, 48-ჯერ, 78-ჯერ... როგორ გინდა, როგორ გჭირდება, რომ იმ ერთმა აიღოს ყურმილი და ყველაფერი გაირკვეს, აუხსნა, დაგელაპარაკოს, დიალოგზე წამოვიდეს, ასე გარიყულად არ დაგტოვოს, მოგისმინოს, დაგიჯეროს, გენდოს....
და 27 მესიჯი, რომელსაც აწერია ожидает, რომლის წაკითხვაც აბონენტს არ სურს, არ აინტერესებს და თითქოს ბრაზიც გიტანს, რომ ასეთი პრინციპულია და ეს სიმტკიცე შენზე მნიშვნელოვანია მისთვის. დააშავე, კი დააშავე, თუ არ დააშავე ულამაზოდ მაინც მოიქეცი და არც კი გაქვს გაბრაზების უფლება, რადგან მაინც დამნაშავე შენ გქვია, მას კი დაზარალებული. დაზარალებული, რომელიც ხანდახან, გგონია, სულაც არაა ცოდო, რადგან სიმარეთლე მის მხარესაა და თუ მოინდომებს ერთბაშად გაგანადგურებს და წყალს გაგატანს. შენ კი, დამნაშავე, უნდა გაჩუმდე, ყველაფერი უნდა დათმო, რადგან ყოველგვარი უფლება დაკარგე შენი ცუდი სიტყვით თუ უღირსი საქციელით.
"აბონენტი გამორთულია ან გასულია მომსახურების ზონიდან" და აღარც კი იცი ღირს თუ არა უკვე მისი ტელეფონის ჩართვა, რადგან კონტაქტი მაინც არ/ვერ დამყარდება. არც აზრი ექნება უკვე ამ კონტაქტს, რადგან წყლის ნაყვა გამოვა მაინც. მას უნდა გაეგო, მას უნდა დაეჯერებინა, ახსნის საშუალება მოეცა, მოესმინა.....
და უკვე აღარც გწამს მისი. ყველაფერზე ხელს იქნევ, რადგან ისედაც დიდი ხანია სულმა სიმშვიდე დაკარგა და მასში შფოთვა ჩასახლდა.
და წახვალ. წახვალ ერთ დღესაც შორს, ძალიან შორს, სადაც ვერავინ გიპოვის და თავს ინუგეშებ ხოლმე იმით, რომ ალბათ ყველას ენატრები. მარტო იმიტომ მაინც, რომ შორს მყოფი ყველას ენატრება.
იცხოვრებ იქ, სადაც იქნებით მარტო შენ და შენი სული. და მართალია შფოთვა ამ უკანასკნელში მაინც დარჩება, მაგრამ ეს დროებით. ერთხელაც ის აუცილებლად მიყუჩდება, რადგან შენი სიმშვიდე, ვიცი, მას სძლევს.
და მონატრებაც მიყუჩდება. თუ არადა უფრო გაგაძლიერებს, ძალას მოგცემს, რადგან ბედნიერი და კმაყოფილი ადამიანი გარკვეულწილად ბრმაა. მხოლოდ საკუთარი თავით და საკუთარი ბედნიერებით ცხოვრობს.
და თუ გინდა იტირე. იტირე, რომ არ დაიბოღმო, არ გაბოროტდე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში საერთოდ დავკარგავ ყველას რწმენას და აღარ დავიჯერებ, რომ კეთილები არსებობენ.
და ოდესმე, როცა შენ ამისთვის მზად იქნები, ბედნიერება აუცილებლად გეწვევა!
და შენი ბედნიერებით, მერწმუნე, ჩემს ბედნიერებაშიც დიდ წვლილს შეიტან.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review