пятница, 3 июня 2022 г.
ბრილიანტი 6 წლისაა :)
четверг, 10 декабря 2020 г.
დისტანციურად მუშაობის ბედნიერება
დისტანციურად ვმუშაობ სტაბილურად მარტის შემდეგ.... ამ პერიოდებში სამსახურში რამდენჯერმე გავედი, თუმცა სულ ცოტ-ცოტა ხანი :( 2 კვირის წინ გაბრაზებული და საკუთარი პროდუქტიულობით უკმაყოფილო, სამსახურში დავბრუნდი და ლამის 300 კაციან ოფისში კანტი-კუნტად მოსიარულე რამოდენიმე ადამიანთან ერთად გავაგრძელე მუშაობა. თავიდან ამოვისუნთქე, ისევ შევიგრძენი ყავის ყველა ყლუპის გემო )) შეხვედრების მშვიდად მოსმენის და მიკროფონის ჩართვის ბედნიერება, სიმშვიდეში მუშაობის მუღამი გავიხსენე :) მაგრამ 2 კვირის თავზე ამდენი მარტოობა თითქოს მომწყინდა, თან გამახსენდა, რომ თემო 1 კვირაა ყოველ დილას არ წახვიდე არ დამტოვოს მიმღერის :))) და ბავშვების პირობა მივეცი, რომ ერთი დღით მაინც ისევ სახლში დავრჩებოდი და აი, სახლში ვარ :)
დილა გათენდა და დაიწყო.... ჯერ ერთმა გაიღვიძა, კომპიუტერი გამიწია და მაგრად ჩამეხუტა, საუკუნის უნახავივით, რა კარგია სახლში რომ ხარო... მერე მეორემ გაიღვიძა... აწია ხელები იეეეს ძახილით და კალთაში ჩამიჯდა. ეს ემოციები რომ გადავიარეთ (😇😊), ჩემი კალთა როგორც იქნა გათავისუფლდა, კომპიუტერი კი დამიბრუნდა, ვიფიქრე მორჩათქო......
ამ დროს ვიქტორია მოვიდა, შენ მინდა რომ ტანსაცმელი გამომიცვალოო (ჩემი სამი ბებო არ მაკმაყოფილებს და მხოლოდ შენ განდობ ჩემი გამოცვლის მთელ პასუხისმგებლობასო :)))
მერე თემო მოვიდა, დე იცი დღეს კუმშვად კვეცად სიტყვებს გვიხსნიან და ხომ მაგარიაო... მე დროს არ ვკარგავ, თავის აწევის გარეშე ვთხოვ რომ შესვენებაზე ხელ-პირი დაიბანოს, კბილები გამოიხეხოს და მოწესრიგდეს. თუმცა თავის აწევა მაინც მიწევს, რადგან მატყუებს რომ უკვე მოწესრიგებულია, მერე ჩემს გამჭოლ მზერას ვერ უძლებს და მნებდება :))
ამ დროს ჩასაფრებული ვიქტორია გამოხტება - დე თემომ რომ მოგატყუა, დიდი ცხვირი ხომ გაეზრდებაო.... დავარწმუნე რომ ნამდვილად გაეზრდებოდა. სულ ცოტა ხნით დავბრუნდი კომპიუტერში. ამ დროს:
- ლოტო ხომ არ გვეთამაშაო, მოსინჯა ყველაზე პატარამ. ჩემგან დელიკატური უარი რომ მიიღო დიდი ბოდიშებით, ახსნებით და კოცნებით, ჩავთვალე რომ ბედს დამორჩილდა და თავი გამანება, თურმე ჩუმათ მაგიდის ქვეშ შემომძვრალა და 5 წუთის შემდეგ ვეჰ შეძახილით ამოხტა და მეც ამახტუნა...
მერე იყო თემო თავისი ნობათით, ჩიფსებით და თხილით მომადგა, ხომ გიყვარს და ჭამეო. მერე ერთ-ერთმა ბებომ მადისაღმძვრელი ღვეზელები გამოაცხო და მომართვა, ჭამეო ბებომ გენაცვალოსო.... მერე დედაჩემი მოვიდა, ყავა მომიდუღა, ცოტა დამელაპარაკეო, რა არასდროს გცალია ჩემთვისო... მერე გიო მოვიდა შესვენებაზე, ერთად ვისადილოთო, რა დროს მუშაობააო...
ხოდა მოკლედ, ხვალ სამსახურში მივდივარ და კორონა, წადი რა 😕😁
понедельник, 21 сентября 2020 г.
წერილი ვიქტორიას
ბოლო დროს ისე ვარ...გამცვდარი. და ყველა სიტყვა გამიცვდა. ყველაფერი, რაც კი შემიძლია გითხრა, ძალიან ბანალური და გაცვეთილია, ძალას და ენერგიას მოკლებული. შენი დედიკო დაღლილია.
უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ აუცილებლად გადავაგორებთ ზამთრის მძიმე დღეებს ერთად, მოვა სიჭრელე, ფერები და გაზაფხული. დათბება, მე და შენ თხელ ჟაკეტებს ჩავიცვამთ და გაზაფხულის სურნელით გაჟღენთილ ქუჩებში სახეტიალოდ წავალთ უმისამართოდ. მივეცემით სრულ თავისუფლებას, ვუპასუხებ შენს ყველა მოსაბეზრებელ შეკითხვას, მათ შორის როგორიცაა: სახეზე დუშგელი უნდა წავისვათ თუ მაკიაჟი :)
რა კარგია რომ შენ მყავხარ. იმედად, ზრუნვად და სითბოდ. ზოგჯერ ვფიქრობ, რომ მაგარი გოგო უნდა იყო და ზოგჯერ სულაც არ მემეტები ამ მაგარი გოგოობისთვის. მინდა სულ ასეთ მხიარულ და ჭინკებიან თვალებში მიყურებდე, ვარდისფერი სათვალეებით, სიხალისით და სიფერადით, ისე როგორც შენ გჩვევია და ერთადაც შეგვიძლია, ზოგჯერ :)
вторник, 2 июня 2020 г.
ამბავი ჩემი სიყვარულისა
სულ ჩემთანაა, სულ. რამდენი დღე, ემოცია, სიხარული, ღიმილი, სიტყვა, გამოხედვა გვაკავშირებს..... და რამდენი გვაქვს კიდევ წინ !
რამოდენიმე კვირის წინ, მიტოვებული კნუტი ვიპოვეთ ქუჩაში და თემომ არაფრით დატოვა.... შეშინებულ ვიკის კი უხსნიდა, მის დედიკოს დაეკარგა და რა ცოდოა ვიკუ არ მივატოვოთო.... მას შემდეგ ჩვევად გექცა, ყველა ძილის წინ, ჩემს ხელს რომ თავქვეშ ამოიდებ და დასაძინებლად მოემზადები, უნდა მკითხო ხომ არ დაგკარგავ სადმე ქუჩაში :) რა სასაცილოა რომ მართლა დარდობ ამაზე და რა სულელი ხარ :)
ყველაზე მეტად მე მაშინ მეშინია, როცა ვფიქრობ როგორ გავუმკლავდები შენს ცხოვრებისეულ პრობლემებს, ამბებს... რა რთული იქნება ხანდახან იმის ყურება, როგორ გატკენენ გულს სხვა ადამიანები, როგორ ეცდებიან დაგინგრიონ შენი სამყარო, სადაც ახლა მხოლოდ სიყვარული და სილაღე არსებობს..... და საერთოდაც ვიქნები თუ არა შენს გვერდით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც შენ ეს დაგჭირდება....
მაგრამ სანამ ვიქნები, უნდა იცოდე, მაქსიმუმს შევძლებ იმისთვის, რომ შენ თვალებში ციმციმები არ დაკარგო და შენი სამყარო ისეთივე ლამაზი იყოს ყოველთვის, როგორიც ახლაა, 4 წლის ასაკში: ბევრი ადამიანის სიყვარულით, სიხარულით, სილამაზით, სიცელქით, თავნებობით და სილაღით სავსე.<3 p=""> 3>
<3 p=""> დაბადების დღეს გილოცავ ! აი შენსავით, მეც მგონია რომ ეს დღე რომ დაიწყება სასწაული უნდა მოხდეს, ფეიერვერკები აინთოს, ყველას უხაროდეს, დედამიწა შენს ირგვლივ ბრუნავდეს, სამყარო ბედნიერი იყოს და ყველამ იცოდეს, რომ დღეს ბევრი ადამიანისთვის დიდი სიხარულის დღეა.
მიყვარხარ. უბრალოდ კარგი ადამიანი იყავი. ეს საკმარისია 3>
среда, 16 октября 2019 г.
story fb-ის გაუქმებისა :)
იყო რაღაც ძალიან გრძელი პერიოდი, როცა თემო ყოველ დილით ტიროდა, თუ იმ დროს გაიღვიძებდა, როცა უკვე სამსახურში ვიყავი წასული.... ყოველი ძილის წინ მთხოვდა დილით მეკოცნა და თუ ისე ფრთხილად ვაკოცებდი, რომ არ შეფხიზლდებოდა, უკვე წასულს მირეკავდა და მეჩხუბებოდა...... ტიროდა.
ვიქტორიას ეს ასაკი ცოტა ადრე დაუდგა. ალბათ ერთი-ორი წლით ადრე. რომ მეგონა ბაღს შეეჩვია და ყველაფერი გადავლახეთ, ორი დღე მიტრიალა კითხვები:
- ყველას დედა რომ აკითხავს, მე რატომ მაკითხავს სულ ბებო?
- დღეს გელოდებოდი, მეგონა დღეს მაინც მომაკითხავდი და ისევ ბებომ მომაკითხა...
- სულ რატომ ხარ სამსახურში?
- საერთოდ რატომ უნდა იმუშაო?
ამ ორი დღის მერე კი ადგა და გადაწყვიტა, რომ სულ აღარ უნდოდა ბაღში სიარული...
***
- დედა, რატომ არ გამაღვიძე რომ წახვედი, ახლა მთელი დღე ვერ გნახავ....
8 წლის შვილის მესიჯი მოუვიდა ოთახის თანამშრომელს. სახე შეეცვალა. იჩურჩულა ტელეფონში, გარეთაც გავიდა. ამშვიდა. ის ცალკე, თავისი თავი ცალკე.
- დე არ იტირო და ცუდ ხასიათზე არ იყო.... თუ გიყვარვარ - მესიჯი მიწერა ბოლოს.
- კარგი, შევეცდები - მოკლე პასუხი გადიდებული პატარა შვილისგან
გიჟური რიტმის დრო მოვიდა. სადაც მუდმივი დეფიციტია ურთიერთობების. თითქოს რამდენია ეს ყველაფერი. თითქოს სულ მიმოწერაში ვართ, თითქოს სულ ურთიერთობებში ვართ, თითქოს სულ საუბრებში ვართ, სულ მესენჯერებში ვართ, სულ ყველამ ყველაზე და ყველაფერი იცის და მაინც.... ურთიერთობების დეფიციტის დრო მოვიდა. როცა დრო გარბის და ჩვენ მივსდევთ, გამუდმებით მივსდევთ და ვერ ვეწევით. ვერ ვიცლით საკუთარი შვილებისთვის და გვიკვირს იმ ოჯახების კვირაში ერთხელ რომ ერთობლივად განტვირთვას მოახერხებენ.
- როგორ ახერხებთ? - მე თვითონ უკმაყოფილოს ბევრი მეკითხება.
მაგრამ რას?
ვერ ვახერხებ. ვერაფერ საკმარისს. როცა დღე-ღამეში მხოლოდ 24 საათია, საიდანაც 10-ს სამსახური იკავებს, დანარჩენ დიდ წილს ტრანსპორტი, ძილი, ჭამა, თავის მოწესრიგება, ბავშვების მოწესრიგება, კითხვა, გათიშულ მდგომარეობაში fb-ის სქროლვა, ვარჯიშიც პერიოდულად..... და რამდენს იკავებს საკუთარ შვილებთან საუბარი? დღეში 1 საათს? 2-ს?....
გარდა ამისა, რამდენი ადამიანი ელოდება მუდმივად და გრძნობს ურთიერთობების დეფიციტს სხვებისგან.... დედა, მამა, ძმა, და, ბებია, ბაბუა, ბიძა, დეიდა, მამიდა, მეგობრები, პერიოდულად ნათესავები, შეიძლება მეზობლებიც, ან ნათლიები, ნათლულები, ან კოლეგები..... ყველას უნდა მიიღოს რაღაც თავისი კუთვნილი ნაწილი ყურადღების, ზარის, შეხვედრის, სითბოსი...... თანამედროვე ადამიანი, რაღაც ოცთავიანი გველეშაპის მსგავსად, ანაწილებს ყველაზე და ყველაფერზე დროს, ძალას, ენერგიას, ემოციას...
გამოსავლის ძიებაში გავაუქმე fb, მცირე ხნით, უფრო იმისთვის, რომ გათიშულ მდგომარეობაში სქროლვის ჩვევა მომშლოდა. მოვუძებნე ალტერნატივა: instagram-ს ვსქროლავდი :)
სერიოზულად ვაპროტესტებ ასე ცხოვრებას და მინდა ვიცხოვრო სხვაგვარად.
მინდა იმდენი დრო გავატარო დღის განმავლობაში ბავშვებთან რამდენიც მინდა მე და მათ.
მინდა თემო მე დამყავდეს სკოლაში და მე ვხვდებოდე იქედან გამოსულს. მინდა ასეთი დღეები არ იყოს მისთვის წელიწადში რამოდენიმეჯერ და დღესასწაულის ტოლი.
მინდა ჩემი და გიოს საუბრები არ იყოს მხოლოდ მაშინ, როცა დავგეგმავთ, საღამოს დროს ბავშვებს მოვაკლებთ და სადმე გავიპარებით, უცებ შევისრუტავთ ერთმანეთის დანაკლისს, ყველაფერს მივედ-მოვედებით და სახლში გავიქცევით.... მინდა ეს დღის ჩვეულებრივი შემადგენელი ნაწილი იყოს.
მინდა ჩვეულებრივი დღეები სავსე იყოს ურთიერთობებით, ყურადღებებით, ლაივებით......
შესაძლებელია?
პ.ს. ჰო მართლა, საბოლოო ჯამში ვიქტორიამ ბაღის გადაყვარება ვინმე გაბრიელს დააბრალა. რომელმაც, თურმე, სიყვარულზე უარი უთხრა :) მადლიერი ვარ.... მძიმე სინდისის ქენჯნიდან მიხსნა :) თუმცა რომელი ვარიანტი ჯობდა, აღარ ვიცი.... :))
среда, 28 ноября 2018 г.
დღიურებიდან
იმდენად შევიჭერი როლებში, სულ ვფიქრობ ნეტა კიდევ უფრო მეტი დრო მქონდეს, ნეტა ღამე უძილობაც არაფერს მაკლებდეს, ნეტა ბავშვებიც დიდები იყვნენ, რომ არ ჭირდებოდეს ჩემი ჩარევა მათი პირის დაბანებს და ბუტერბროდების კეთებებს :) ნეტა კიდევ უფრო დიდ მუსკულებიანი და სუპერ ენერგიული ვიყო....
მაგრამ არის დღეები, როგორც დღეს, როცა ნანატრი დრო ჩნდება და შემიძლია იმდენი დრო დავუთმო საკუთარ თავს, რამდენსაც ვფიქრობდი, რომ მჭირდებოდა. და ახლა, სრულიად უუნარო ვარ. მხოლოდ ვიქტორიას თვალების ტრიალი, თლიფინი ან თემოს უკბილო ღიმილები მელანდება :)
ეს იმ სერიიდანაა, როცა ზუსტად იცი რაშია შენი საკუთარი ბედნიერება.
вторник, 28 августа 2018 г.