четверг, 8 августа 2013 г.

The hardest job in the world, is the best job in the world !

Автор: ჯუნა на 8/08/2013
 
        ცოტა ხნის წინ facebook-ში ჩემმა მეგობრებმა გააზიარეს ვიდეო: ყველაზე კარგი სამსახური მსოფლიოში. სიუჟეტი დედებზეა, რომლებმაც სავარაუდოდ მთელი თავისი დრო, ცხოვრება და ენერგია შვილის აღზრდას დაახარჯეს და კარგი შვილებიც აღზარდეს, რაც მომავალში დაუფასდათ. ნუ ვიდეო იყო სენტიმენტალური, პირველად რომ ვუყურე შვილი არც მყავდა და მაინც ავიცრემლე.
        ახლა ბევრად მეტს ვფიქრობ ამ საკითხზე. თემუკა უკვე საკმაოდ დიდია, სრულიად ადეკვატურად აღიქვამს გარემოს და მოვლენებს, სწორ კომენტარებს აკეთებს და ყველაფერს ლაპარაკობს. მაშინ როცა, დედა მუშაობს და იღლება, მაშინ როცა დედა ახალგაზრდაა და ხანდახან უნდა მამასთან გასეირნება (:)) ან თუნდაც facebook-ში უსაქმოდ ხეტიალი სამსახურისგან თავისუფალ დროს და ამ ყველაფრის კეთების დროს, მე პირადად, თავს ვგრძობ დამნაშავედ, რადგან ჩემს შვილს ამდენი არ ესმის და ის ისედაც დაჩაგრულად გრძნობს თავს იმის გამო, რომ დედას უკეთეს შემთხვევაში 6 საათამდე ვერ ხედავს.... გუშინ დაძინებამდე ნოუთბუქი ჩავრთე, მის გვერდით ვიწექი და დაახლოებით ასეთი დიალოგი გვქონდა:
          - დედა, რას აკეთებ?
          - დაიძინე
          - დედა, გამორთეე
          - თემუკა, დაიძინე
          - მომაქჩიე ყურადღებაა
        ლამის გული გამიჩერდა....
        მერე ჩემს თავს ჩავჩიჩინებდი... რა დედა ხარ შენ, რა გეფილმება, რა გე-facebook-ება, საერთოდ დაივიწყე ყველაფერი, არ შეგიძლია? დაახლოებით ამ ტექსტით...
        მეც მინდა საუკეთესო სამსახურში ვმუშაობდე... მინდა მხოლოდ მისით მაღამდებოდეს და მათენდებოდეს. მინდა მის ყოველ ნაბიჯს ვუყურებდე, მის ყოველ ახალ სიტყვას პირველი მე ვუსმენდე, მის ყველა კითხვაზე პასუხს მე ვცემდე, მინდა არ მენატრებოდეს, მინდა არასდროს მივატოვო როცა რაიმე ტკივა ან ავადაა. მინდა გული აღარ მიკვდებოდეს უმისობით....
        ადრე ვფიქრობდი, რომ სამსახური თვითრეალიზაციის საუკეთესო საშუალებაა, ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ახლა ვფიქრობ, კარგი შვილების გაზრდა ისევე გაგაბედნიერებს და გაგიჩენს სრულყოფილების შეგრძნებას, როგორც კარგი კარიერა. ეს მართლაც ყველაზე რთული სამუშაოა, რომლის შედეგსაც წლების შემდეგ მოიმკი, მაგრამ სამაგიეროდ ეს იმხელა ბედნიერებას მოგანიჭებს, როგორსაც ბანკომატზე დარიცხული ვერანაირი ხელფასი ვერ მოგგვრის.
        ძალიან რთულია ეს ყველაფერი.
        ძილის წინ არის ხოლმე მომენტი, როცა ვართ მხოლოდ მე და თემუკა, როცა ის მეფერება პატარასავით და აქვს ხოლმე დაახლოებით ასეთი მონოლოგი:
           - ჩემი პაწუკა გოგო
           - ჩემი ლამაზი დედიკო
           - მომიფერე ჯუნაა
           - ჩამიხუტე
           - ცხორება მიყვარარ
        როცა პატარა იყო, მას უჭირდა ჩემი გაშვება, ახლა გაიზარდა და უკვე მე მიჭირს მისი დატოვება.... მომავალში კიდევ როგორ განვითარდება მოვლენები არ ვიცი....
სექტემბერში ბაღში მივდივართ....

2 коммент.:

სოფი שרה Golden комментирует...

ნამდვილად ყველაზე კარგი სამსახურია დედობა და სასწაულად ძნელიც, მაგრამ 100%–ით კმაყოფილი არავინაა, ხომ იცი. მგონი, იდეალური მდგომარეობა არ არსებობს და იმიტომ. სახლში მყოფი დედები სამსახურზე ოცნებობენ და მომუშავეებს კიდევ სულ შვილები ენატრებათ – სამყაროა ასე მოწყობილი რა.

ჰოდა, მე იცი რას ვშვრები? :დ ჭკუა ვისწავლე და ეზრას როცა სძინავს, მხოლოდ მაშინ ვრთავ კომპიუტერს, თორემ კლავიშები სულ ამომიყარა, ეს ერთი და მეორე კიდევ, არ მინდა ინტერნეტში სხვებს მეტი დრო დავუთმო, ვიდრე ჩემს შვილს.
სცადე, გამოგივა და თემუკაც კმაყოფილი იქნება :)

ჯუნა комментирует...

სოფი მართალი ხარ, ხომ იცი хорошо там, где нас нет :)ამიტომ ბოლომდე ბედნიერი სიტუაციით ალბათ არასდროს არავინ იქნება...
მომენატრა შენი და ეზრას ისტორიები :))

2 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review