четверг, 17 января 2013 г.

ჩემზე ანუ თემუკაზე და კრისტალზე :)

Автор: ჯუნა на 1/17/2013
წერა მომენატრა. ხშირი, ემოციებით სავსე, მე რომ ვიცი ხოლმე ზოგჯერ ლიმონივით გამოწურვა და მთელი ჩემი თავის აქ დატოვება ისე... თორემ გაბერილი ვარ ახლა ამ ზედმეტად დაგროვილი ემოციებით, ათასი არასაჭირო დეტალით და ვეღარ ვიტევ :)
თემუკა კარგადაა, მადლობთ ვისაც გაინტერესებთ და კითხულობთ:)

ვიქნები ჩვეულებრივი დედა და თამამად ვიტყვი, რომ ყველაზე ჭკვიანი შვილი მე მყავს :) როგორც დედაჩემი იხსენებს, მე მის ასაკში 4 "კუპლეტიან" ლექსებს ვყვებოდი და მიუხედავად იმისა, რომ ის მთლიანად 1 "კუპლეტიანსაც" ვერ ყვება ჯერ, მისი ახლანდელი შესაძლებლობები მე სრულებით მაკმაყოფილებს, მით უმეტეს რომ რასაც ვერ ამბობს, იმაზე ბევრად მეტს მისი ჭკვიანი გამოხედვით ვხვდები და ხანდახან მეშინია კიდეც, ამდენი როგორ ესმის ამ თითისტოლას :)
ყველაზე საყვარლად იძახის დედკოს, კითხვაზე ვისი ხარ ამბობს დედიკოში და ყველაზე მეტად მაგიჟებს მსოფლიოში:) ხანდახან არანორმალურივით ვფიქრობ, რომ გაიზრდება ნუთუ ასე აღარ ვეყვარები ან აღარ დავჭირდები და მერე რა უნდა ვაკეთო.... ახლა რომ 5 წუთი არ ამომასუნთქებს და მშვიდად ყავას არ დამალევინებს, შეიძლება მერე 1 დღე ისე გავიდეს რომ არც დამირეკოს, როგორც მე, ჩემი ობიექტური მიზეზების გამო, ვერ ვურეკავ ხოლმე დედაჩემს...
ყოველ ღამე ვეუბნები ხოლმე: შენ რომ კარგი ბიჭი არ იყო, დედას გული ეტკინება და მოკვდება-თქო და თავს მიქნევს :) მჯერა რომ მართლა კარგი იქნება, წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ მართლა მოვკვდები.

სამსახურს რაც შეეხება ვერა და ვერ დავწერე დეტალურად მის შესახებ, არადა ძალიან მინდა.
სულ რაღაც 6 თვეში ძალიან ბევრი რამე ვისწავლე და რაღაც სხვანაირი გამოვიძერწე, ბევრად კორექტული, დისციპლინირებული, ოფიციალურად მოსაუბრე და მომართული :)
რაღაც სხვანაირი პასუხისმგებლობა გამიჩნდა, რომ არ მასვენებს ისეთი, ზედმეტად კარგად და იდეალურად მინდა ხოლმე გავაკეთო ყველაფერი, რისი გაკეთებაც მევალება და ზოგჯერ საკუთარი თავისგან დაწესებული სტანდარტებით ვიღლები ძალიან.
ჩემთვის სიახლე არ არის რომ ხალხის კერვა შემიძლია, ძველ სამსახურში აღმოვაჩინე ჩემი ეს შესაძლებლობა და ძალიან გამომადგა. ზოგადად უზომოდ საინტერესოა ქართველ კლიენტებთან ურთიერთობა, 70%-ს წარმოდგენაც კი არ აქვს რა პროცენტში აქვს სესხი გაკეთებული, მისთვის მთავარია იყოს იდეალური მომსახურება, როგორ გაუღიმეს, უთხრეს მობრძანდი-დაბრძანდი, შინაურულად აგრძნობინეს თავი, სიტყვიერად აცნობეს, რომ სესხი უკეთდება დაბალ პროცენტში და ეს უკანასკნელი ტყუილიც რომ იყოს არ დაეძებს.... თუმცა საამაყოდ, მინდა ვთქვა, რომ ჩემს ორგანიზაციაზე პატიოსანი ბანკი არ მგონია არსებობდეს... როგორც კლიენტს იმდენ ტყუილში დამიჭერია ზოგიერთი ბანკის მომსახურე პერსონალი, შეიძლება არა იმიტომ რომ ეს მათი პოლიტიკაა, არამედ იმიტომ, რომ უბრალოდ სხვანაირად არ იციან.... ჩვენთან ყველაზე წარმოუდგენელია კლიენტის მოტყუება და მთავარი პრინციპია მისი ინტერესების დაცვა, რაც აუცილებლად პატივისცემით განგჭვალავს ჩვენს მიმართ (რა სიტყვა ვთქვი:))
ის ემოცია რომ ახალი ვარ და ყველა ძველი თანამშრომელი უკმაყოფილოა ჩაწევის და ადგილის დათმობის პერსპექტივით უკვე აღარაა აქტუალური... ახლა უკვე ორგანიზაცია ჩვენ ვართ, ნაწერსაც რომ გადავხედე პირველ პირში ვლაპარაკობ კრისტალზე, რაც ამის დასტურია :)

2 коммент.:

სოფი שרה Golden комментирует...

ძალიან საყვარელი და ლამაზი ბიჭი გყავს და თან რა ლამაზი "საროჩკა" აცვია, გავგიჟდი. და თმები კიდევ, როგორ მომწონს, საყვარელი. პეჩენია უყვარს? <3 ეზრასაც.

მეც ვფიქრობ ხოლმე, ვაიმე გაიზრდება ისე სწრაფად და მერე ასე აღარ მოუნდება ჩემთან ჩახუტება–მეთქი, მაგრამ უკვე ვმუშაობ იმაზე, რომ ვიცი, თავისი ცხოვრება ექნება და მე კიდევ – ჩემი ინტერესები უნდა მქონდეს, რომ იმ დედებივით არ დამემართოს, შვილები რომ ეზრდებიან–ქორწინდებიან და მიდიან, ისინი დეპრესიაში ვარდებიან.

კრისტალი ახალი ბანკია? მე ჩამორჩენილი ვარ მანდაურ სიახლეებს :)

ჯუნა комментирует...

მეც ანალოგიურად ვმუშაობ ჩემს თავზე და აქედანვე ვემზადები ფსიქოლოგიურად და მორალურად :)
კრისტალი არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საქართველოში, რომელიც უკვე 8 წელია ფუნქციონირებს :)
დიდი მადლობა თბილი სიტყვებისთვის სოფი :*

2 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review