четверг, 17 мая 2012 г.

თემუკას პოსტი :)

Автор: ჯუნა на 5/17/2012 2 коммент.
გამარჯობათ, მე თემუკა ვარ :)
ჩემს დედიკოს გამოცდები აქვს უნივერსიტეტში, თან მე მივლის, ამიტომ ვერაფრით მოიცალა ახალი პოსტის დასაწერად. გადავწყვიტე მის ნაცვლად მე დავწერო პოსტი და მოგიყვეთ ცოტა ჩემზე... :)
მე უკვე დიდი ბიჭი ვარ, სულ რაღაც ერთ თვეში 1 წლის გავხდები და დედიკოს ძალიან უხარია. მირჩევს საჩუქრებს, ფიქრობს ვინ დამიპატიჟოს, როგორი ტორტი გამიკეთოს... ძალიან უნდა გამახაროს, მაგრამ მემგონი ავიწყდება, რომ ჯერ ძალიან პატარა ვარ და ჩემთვის ეს სულერთია... თუმცა ბავშვები ძალიან მიყვარს და გამიხარდება თუ ჩემთან ბევრი პატარა მოვა სათამაშოდ :)
კიდევ რა გითხრათ, ჭამა ძალიან მიყვარს, დიდი ღიპუცა მაქვს და დედა მეუბნება პურს აღარ გაჭმევო, მაგრამ პური ყველაზე ძალიან მიყვარს და არ ვთმობ, ვკივი ხოლმე და მაინც მაძლევენ :)
სიარული ჯერ მეზარება, ხოხვა ვიცი ძალიან კარგად და ეს მირჩევნია. ბევრს დავხოხავ, ამიტომ დღის ბოლოს ფეხები მიშავდება ხოლმე :) ამაზე დედა ბრაზობს, მაგრამ დიდხანს მაინც ვერ მიბრაზდება, იმიტომ რომ ძალიან ვუყვარვარ და ბოლოს ერთად ვჭყუმპალაობთ ხოლმე :)
კიდევ სეირნობა მიყვარს ძალიან და ბევრს ვსეირნობთ მე და დედიკო, ოღონდ კალიასკით, იმიტომ რომ მძიმე ვარ და ხელში ვეღარავინ მიჭერს :)
კიდე ჩემი მამიკო და დედიკო მიყვარს ძალიან.... <3
მათ შუაში ვწვები და ორივე მეფერება ხოლმე... ღამითაც ვიღვიძებ და რომ შევხედავ ორივე ჩემს გვერდით წევს, ისევ მშვიდად ვიძინებ. დედიკოს ხელს გადავხვევ ხოლმე და ისე :) აბა მარტო ჩემს საწოლში რა დამაწვენს... ამაზეც ბრაზობს დედა, მაგრამ რა ქნას, არ ვწვები და ... :)

воскресенье, 18 марта 2012 г.

დახუნძლული

Автор: ჯუნა на 3/18/2012 1 коммент.
დამჩემდა ხოლმე ტირილი საღამოობით...საწოლში ღამე დაძინებამდე. ადრე სადღაც ამოვიკითხე ადამიანები ყოველთვის ერთი მიზეზის გამო ტირიან და ამ მიზეზს საკუთარი თავის შეცოდება ჰქვიაო. რომ დავუკვირდი, მართალია... ტირილით ალბათ დაღლილობისგან, უარყოფითი ემოციებისგან ვიცლები, დაგროვილი ემოციები კი იმიტომაა უარყოფითი, რომ საკუთარ თავს ვიცოდებ.
ჩემს შვილს ღამე არ სძინავს. ზოგჯერ საერთოდ, ზოგჯერ - ზოგჯერ.... დილით უნივერსიტეტში დავდივარ ხოლმე, მერე ბავშვს ვუვლი. კვირაში 3-ჯერ ინგლისური მაქვს, შაბათსაც ვსწავლობ.
ამასთან ბევრი სამეცადინო მაქვს ხოლმე. ვმეცადინეობ ძირითადად ან მაშინ როცა თემუკას სძინავს და ამით თავს შანსს ვართმევ ცოტა მაინც დავიძინო ან მაშინ როცა უინტერესო ლექციაზე ვზივარ ....
მიფიქრია ხოლმე აღარ მოვიკლა ასე თავი სწავლაზე.. მივაფურთხო სტიპენდიასაც, საკუთარ თავმოყვარეობას თუ პატივმოყვარეობასაც... მაგრამ ჯერ არ გამომდის. შინაგანად ვერ ვაძლევ თავს ამის უფლებას. ალბათ არანორმალური ვარ.
ძიძაზეც მიფიქრია...
მაგრამ თემუკა ისეა ჩემზე მოკედლებული... ნიკაპზე რომ ჩამაფრინდება საკოცნელად აჟრიალებს ხოლმე... :)
და როცა წარმოვიდგენ ძიძაც შეიძლება ასე შეუყვარდეს და მისი სრულიად უცხო ქალთან გაყოფა მომიწევს, ვგიჟდები... ვფიქრობ ცოტა კიდევ გაიზარდოს და მერე.....
ამ საკითხშიც არაადეკვატური ვარ ალბათ....
მოკლედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე ზოგჯერ რატომღაც მინდება ხოლმე ვინმემ თავზე ხელი გადამისვას და შემიცოდოს. ვიცი ეს ცუდია... ნორმალურ ხალხს არ უყვარს როცა მათ იცოდებენ. მაგრამ მე მაინც მინდება....
ამ დროს თითქმის ყოველთვის ვფიქრობ ხოლმე მამაჩემზე.... ვფიქრობ, კარგი იქნებოდა ის აქ იყოს... ყველაფერს მასთან ვაკავშირებ და ცრემლები თავისთვის ხშირდება.
რა თქმა უნდა აბსურდია, მამაჩემი რას მიზამდა... უბრალოდ ალბათ ბავშვობა მენატრება, მშობლების მზრუნველობა, სხვანაირი....
როცა ხედავენ რომ გამოიწურე, აღარ შეგიძლია, დაიღალე !
წამოგაწვენენ, შენს ნაცვლად რამეს გააკეთებენ, საჭმელს მოგიტანენ, პლედს დაგაფარებენ...
ამ ყველაფერზე ალბათ ძალით ვფიქრობ რომ ბევრი ვიტირო, დავიცალო და მშვიდად დამეძინოს.
დილით კი ისევ გათენდება... გავიღვიძებ როცა თემო გადაწყვეტს: 3-ზე, 5-ზე ან 6-ზე... :)
მერე ყველაფერი ჩვეულებრივ...
თავიდან !

суббота, 17 марта 2012 г.

უზნეობა

Автор: ჯუნა на 3/17/2012 0 коммент.
რატომაა რომ მაინც და მაინც რამე უნდა დაემართოს ადამიანს რომ მასზე ზრუნვა დავიწყოთ, რომ გამოვავლინოთ მისდამი სითბო, სიყვარული ?!. ავად რომ გახდება ან საერთოდ რომ მოკვდება მერე იწყებენ ადამიანის სიყვარულს, მის პატივისცემას, მასზე ლეგენდების თხზვას და გალექსვას.... რომ თურმე რა ადამიანი ყოფილა, როგორი კეთილი და კარგი. საფლავზე ათკუპლეტიანი მონოლოგების კითხვას, მაშინ როცა სიცოცხლეში არც კი მოუკითხავთ წლობით. არადა ზუსტად სიცოცხლეში რომ გვეთქვა ერთი-ორი თბილი სიტყვა ერთმანეთისთვის იქნებ ერთი ორად მეტიც გვეცოცხლა...

суббота, 25 февраля 2012 г.

მარტოობა......

Автор: ჯუნა на 2/25/2012 0 коммент.
კარგი იქნებოდა ერთი ბილეთი მთვარემდე... გამიგია იყიდებაო იქ მიწები.
ან სულაც რომ წარმოიდგინო, თითქოს დედამიწა ცოტა ხნით დაცარიელდა.... რა კარგია ალბათ მთელ პლანეტაზე მხოლოდ შენ ერთი რომ ხარ მარტო...

ივლიდი უამრავს, ყველა კუნჭულს მოივლიდი, შენი თავის უფროსი შენვე იქნებოდი, როცა გინდა დაიძინებდი, როცა გინდა გაიღვიძებდი, როცა გინდა შეჭამდი და რასაც გინდა იმას გააკეთებდი....
მოგინდებოდა იმღერებდი ხმამაღლა და არ შეგრცხვებოდა რომ არც თუ ისე კარგი ხმა გაქვს;
მოგინდებოდა იცეკვებდი და არ იფიქრებდი რომ ამ მომენტში გვერდიდან ალბათ ტლანქი ჩანხარ და მოუქნელი...
მთელ ღამეს ისეირნებდი და დატკბებოდი სიბნელით და ვარსკვლავებით, რომლებიც მხოლოდ შენთვის გაანათებდნენ.
მოისროლიდი უზარმაზარ ტელევიზორს, კომპიუტერს, დივიდის და ათას აუტანელ ნივთს. ერთადერთი დავიტოვებდი ფლეერს და მხოლოდ მუსიკა იქნებოდა ჩემი თანამგზავრი.
ზაფხულში იბანავებდი ზღვაში და ბედნიერი იქნებოდი მხოლოდ იმ აზრით, რომ მთელი უზარმაზარი ზღვა მარტო შენ ერთს გეკუთვნის...

ზამთარში გაგახარებდა გაუკვალავი თოვლი და გუნდაობა მარტოობაში... :)
ეჰ... სისულელეა ალბათ. რეალურად ეს ყველაფერი შეუძლებელია და ერთ დღეზე მეტად ვერც კი გაძლებს ვერავინ ასე.
როცა პატარა ვიყავი ხშირად მტოვებდნენ ხოლმე სახლში მარტო... და ამ დროს არავინ იყო ჩემზე ბედნიერი. ჩემი სახლი მთელ ჩემ სამყაროდ გადაიქცეოდა ხოლმე. ვაკეთებდი რასაც მინდოდა და როგორც მინდოდა. ზოგჯერ თავს მარტოხელა დიასახლისად წარმოვიდგენდი და სახლს ვალაგებდი, ხან ვმღეროდი, ვკითხულობდი, ვლაპარაკობდი ტელეფონზე..... და რაც მთავარია ვტკბებოდი მარტოობით !
მიყვარს მე მარტოობა და ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევა ჩემთვის იყო არანორმალურად სასიამოვნო.

საუკუნეა სახლში მარტო არ დავრჩენილვარ და საუკუნეა თავი მარტო არ მიგრძვნია. უკანასკნელი ალბათ კარგია...
ჩემს ირგვლივ იმდენი ხალხია და ისე განსხვავდება ყველა ერთმანეთისგან. ზოგადად ხო თითქოს ყველა ადამიანი ერთნაირია, მაგრამ ამასთან ყველა იმდენად ინდივიდუალურია....ადამიანებს სხვადასხვა ენაზე უნდა ელაპარაკო, მათთან შენც სხვადასხვა უნდა იყო, თითოეულთან აარჩიო მიდგომა, საუბრის ტონი, მანერა, თემა, მიუსადაგო ინტერესის სფერო, ხასიათი, ქცევა.. ზოგს სერიოზული აინტერესებ, ზოგს ჭკუამხიარული, ზოგს ოჯახის გოგო, ზოგს ბავშვი........ თითოეულის სურვილი, ახირება თუ მოთხოვნა უნდა გაითვალისწინო და თითქოს ყველას თავისი გასაღები მოარგო.
უბრალოდ ზოგჯერ გავდივარ ქუჩაში და ამდენი ხალხის ფუსფუსი, რუტინა, ყოველდღიურობა ისე მაღიზიანებს..... რომ ვნატრობ ერთ დღეს ყველა გაქრეს :)

четверг, 23 февраля 2012 г.

ჩემი დედ მამის შვილი

Автор: ჯუნა на 2/23/2012 1 коммент.
მაშინ როცა ის ამ ქვეყანას მოევლინა მე 7 წლის გავხდი. როგორც ალბათ ბევრი, მამიკოს გოგო ვიყავი, ბავშვი რომელსაც მთელი 7 წელი თავს მევლებოდნენ, ყურადღებას და ქებას არ მაკლებდნენ და უცებ გაჩნდა ვიღაც პატარა, დაჭყანული და საყვარელი, რომელმაც როგორღაც ყველას ყურადღება მიიზიდა :) ერთი ფიქრი იმასაც ვფიქრობდი იქნებ აივნიდან მოვისროლო და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება-თქო, მაგრამ ფაქტი სახეზეა - ალბათ გადავიფიქრე :)

და ნელ-ნელა მოვიდა სიყვარული :) მოვიდა პასუხისმგებლობა, რომ მე უფროსი ვარ და ის უნდა დავიცვა ყველა არაკეთილისმსურველისგან, კონკრეტული ხალხისგან თუ აბსტრაქტული და უხილავი მტრებისგან. იყო პერიოდები, როცა მე ის მებარა მთლიანად და ვუვლიდი ისე, როგორც შვილს, თუმცა დედა-შვილი სწავლის პროცესში ალბათ ნაკლებად ურტყამს ერთმანეთს :) მაშინ მისი ურჩობა მე მიჯდებოდა უძილო ღამეებად, ბევრ ცრემლად და ვალერიანას ტაბლეტებად, თუმცა ახლა ზოგჯერ ამას ღიმილით ვიხსენებ ... რადგან პატარა ბავშვი პატარა პრობლემა და დიდი ბავშვი - დიდი პრობლემაო... ახლა უფრო სერიოზული პრობლემები აქვს ხოლმე, უფრო თინეიჯერული და გარდატეხის ასაკური.
ისე მინდება ხოლმე არანორმალურად დავიცვა, გავაკონტროლო მისი მეგობრები, თავიდან მოვაშორო გამოუსადეგრები და მოძველბიჭოები...
მინდა ხედავდეს ადამიანებში სიმართლეს და აღარ გავდეს ალალ ბატს, რომელსაც ყოველთვის ირგვლივ ყველასი სჯერა.
დედმამიშვილის სიყვარული რაღაც სულ სხვაა... მის თვალებში იშვიათად ცრემლს რომ დავინახავ მინდა მთელი სამყარო შევძრა, უხასიათოდ რომ დავინახავ მზად ვარ კლოუნად ვიქცე ოღონდ გაიცინოს...
მახსოვს პირველ კლასში მოსკოვში დამრიგებელი ყავდა... სწერვა Любовь Михаиловна, რომელიც რატომღაც ქართველებს ვერ იტანდა და ამიტომ სულ მქონდა შეგრძნება, რომ ჩემ პატარას მიჩაგრავდა ის ისტერიჩკა :)) ყოველ შესვენებაზე ვაკითხავდი ხოლმე რომ მენახა, ოღონდ კარგად ყოფილიყო... ზოგადად მხოლოდ ეს არის რაც მინდა. როგორც ჩემი შვილისთვის.
მინდა კარგად იყოს, მინდა ღმერთის ეშინოდეს, მინდა ჭკვიანი იყოს, განათლებული, მინდა კარგად ისწავლოს, იცოდეს ბევრი ენა, წაიკითხოს ბევრი წიგნი, დაამთავროს უნივერსიტეტი, ქონდეს კარგი სამსახური, ბევრი ფული... მინდა ბედნიერი იყოს, მინდა კარგი ადამიანი იყოს......
და კიდევ ძალიან მინდა ჩემს შვილებსაც ერთმანეთი ასე ძალიან უყვარდეთ <3

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review