ჩემი ბებო
-
თავს როგორ ცუდადაც არ ვგრძნობდე, ერთი ადგილია, რომელზე ფიქრსაც კი შვება და
ნუგეში მოაქვს - ჩემი სოფელი.
ჩემი სოფელი, სადაც ჩემი ბავშვობა ინახება, ხელუხებლ...
Immuten რა ღირს?
-
ჩვენი მისია – რათა დაეხმაროს დაეღწია მტკივნეული სიმპტომები და გართულებები
ჰიპერტენზია. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჯანმრთელობის ერი და ადამიანის.
ხელ...
აღმოაჩინე ის, რაც შენია – მცირე ნაწილი იმერეთიდან
-
“აღმოაჩინე ის, რაც შენია” – ალბათ ცოტა პათეთიკურად ჟღერს ეს ფრაზა, მაგრამ
არა ჩემთვის და ჩემნაირი ადამიანებისთვის, რომელსაც საქართველოში ძალიან ცოტა
რამ აქ...
გვამის დამალვაზედ
-
სამსახურის ფანჯრიდან პანორამული ხედი მაქვს მთელს ქალაქსა და ზღვაზე. ვზივარ
ხოლმე ჩემს ლეპტოპთან და ვუყურებ, როგორ ზანტად შემოდიან და გადიან გემები
პორტში, ...
დროის გასაღები
-
დაპირებული პოსტის დრო მოვიდა. წინაზე დავწერე – დანარჩენი შემდეგ, უფრო
დეტალურად და დაწვრილებით მეთქი მაგრამ ვნახოთ რა გამოვა, ყოველთვის ყველაფერი
ისე არ და...
„ზღაპრეთი“ , ნოიშვაინშტაინის სასახლე ბაიერნში
-
ნოიშვაინშტაინის სასახლე / Schloss Neuschwanstein
აგვისტოს მიწურული იყო, ჩემი შვებულება ბოლო დღეებს ითვლიდა. გულდაწყვეტილი
ვფიქრობდი, რომ ნოიშვაინშაი...
NYFW S/S 2018 – Derek Lam
-
Lam cycled through other prototypical Americanisms—the camp shirt, military
tailoring, jeans, khakis—but his versions are neither costume nor basic.
The de...
How to remove the Scars Naturally
-
For most women who have the instinct always to look beautiful, have
forgotten the former can be very embarrassing and annoying Naturally when
these scars m...
სან ფრანცისკო: 15.11.2016
-
🇺🇸🗽 #USA A photo posted by Learn 🙏 Love ♥ Think ✌️Write😇 (@belladore)
on Nov 15, 2016 at 2:01pm PST დღისით სულ სხვანაირია სან ფრანცისკო. მზე არ
აცხუნე...
5 გზა გონების გასაწმენდად
-
გონების განტვირთვისთვის სხვადასხვა დროს ყველა სხვადასხვა ხერხს მივმართავთ –
ფილმების ყურება, მეგობრებთან ერთად სადმე წასვლა, კითხვა და ა.შ. ეს
განტვირთვაა,...
პირადი ხარჯები და ონლაინ სესხები
-
რჩევები თანხის დასაზოგად: შეეცადეთ მუდმივად ჩაინიშნოთ რაში და რამდენს
ხარჯავთ. გაიხსენეთ საკუთარი ჰობი და გასართობი, ჩვევები ან პრობლემები,
რომელბიც ეხება ...
რატომ ითვლება ყველა სამსახური
-
პირველი ხელფასი ფრიად სოლიდური მქონდა, მთელი 40 ლარის ოდენობით! არ ვიცი,
რამდენ თქვენგანს უმუშავია ანიმატორად სტუდენტობის დროს, თუმცა მე ესეც
გამოვცადე. მშ...
აპოკალიფსი იქნება
-
თავი | არაფრით განსაკუთრებული დღე არ იყო, გარდა იმისა, რომ კართან
ფეხსაწმენდზე ვიღაცის ნარწყევი დამხვდა. კიდევ კარგი არ ჩავტოპე. დედის
გინებით ჩამოვირბინე ...
დაბადების დღეს გილოცავ, ანგელოზო !
-
7 წლის წინ...
ღამის ათი საათი...
მაგიდის შუაგულში ჩადგმულ მრგვალ ვაზაში პატარა, ოთხად გაკეცილ ფურცლებს ვყრით
მე, დედაჩემი, ირაკლი, ჩემი დები, ჩემი დისშვილებ...
“გამარჯობა” – თქვა პრემიერმა
-
“უნახავმა რა ნახაო” - რეი ჩარლზი სასაცილო ქართულ ნიუსებსა და ქართულივე
ლუდების უმეტესობას ერთი საერთო თვისება აქვთ – “არცერთი არ დაილევა”. თუმცა,
სასაცილო ...
29 წელი
-
ბრრრრრ. გავიფიქრე და ემბრიონივით მოვიკეცე საწოლში. ერთი შეხედვით ვითომ
არაფერი, ჩვეულებრივი დღე გათენდა, გარეთ ჯერ არ გამიხედავს, ისიც კი არ ვიცი
როგორი ამ...
გილოცავ სალოლ
-
აუ რავიცი იმდენი რაღაც დამიგროვდა სათქმელი არც კი ვიცი რითი უნდა დავიწყო ან
დავამთავრო. ამიტომ გადავწყვიტე საერთოდ არ ვიფიქრო და ისე რაც დაიწერება
დაიწეროს...
აიფონის დაქალები
-
*"ეხლა მოდაში შემოვიდა აზრი რომ ყველაფერი უაზრობაა, *
*მაგრამ უნდა გითხრათ რომ იქ, საიდანაც ეს აზრი შემოვიდა, *
*უკვე სულ სხვა აზრია მოდაში"*
*(с) კოტე ჯა...
თბილისი ტურისტის თვალით
-
შარშან გავიარე ონლაინ კურსი სტენფორდის უნივერსიტეტიდან - Creativity: Music
to My Ears. ტინა გვაძლევდა ისეთ დავალებებს, როგორიცაა: გარემო ხმების
დაფიქსირებ...
წვიმის შემდეგ
-
სოფელში ერთი ცარიელი სახლი მაქვს. ორსართულიანი, ჭრიალა იატაკით და
ფანჯრებით, რომლებიც ბოლომდე არ იხურება. მთელი სახლი საბჭოთა ნივთებითაა
გატენილი. ავეჯი, რ...
2015 Oscars Red Carpet - Best Moments
-
Jennifer Lopez in Ellie Saab Haute Couture FW2014
Lady Gaga in custom made Azzedine Alaia
Keira Knightley in Valentino Haute Couture SS2015
Rita Ora in...
თბილისის მოდის კვირეული – ანუ щас дам вам фешн вик!
-
წლევანდელ ფეშენვიკზეც არ დამპატიჟეს. არადა ვერ ვხვდები რატომ… ერთი წელია
ვდუმვარ. ეგ კი არა, არ იყო მარკუს მეტრეველი ზომბილენდისთვის დასაკარგი
მასალა და არ...
ქვის ხანის დიეტა
-
ქვის ხანის დიეტა ამ დიეტის დასაცავად ადამიამა უნდა მიიღოს მეტი ბუნებრივი
პროდუქტი და მცირე რაოდენობით ცხიმები და შაქარი. ეს დიეტა დღეს-დღეობით
ძალიან დიდი ...
ვიდრე წერის დრო დამიბრუნდება
-
ვერასდროს ვიფიქრებდი რომ ოდესმე, ჩემთვის ყველაზე დეპრესიულ ზამთრის
პერიოდში, მუდამ მხოლოდ დათვობას და სითბოში ძილზე რომ ვოცნებობდი, ასეთი
აქტიური ვიქნებოდი...
საინტერესო ფაქტები ა.შ.შ.–ის ფულის გარშემო
-
• 10 მილიარდი დოლარი 1 დოლარიან კუპიურებში რომ გქონდეთ და ყოველ წამში თითო
დოლარი ხარჯოთ, გასაკოტრებლად 317 წელიწადი დაგჭირდებათ.
• ა.შ.შ.–ის ხაზინის დეპარ...
4 ივნისიდან სატელეფონო ინდექსები იცვლება
-
დიდი ხნის შესვენების შემდეგ, ბლოგზე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციით
გიბრუნდებით – 4 ივნისიდან საქართველოში სატელეფონი ინდექსები იცვლება. რას
ნიშნავს ე...
მარკესის მოხუცები და რამდენიმე პირადი ამბავი
-
*ვინ არის და რატომ მოკვდა ბობი. ასევე * *რამდენიმე ძაღლის სევდიანი ა**ღ**სასრულის
შესახებ*
ბობი მოკვდა. რვა ან ათი წლის იყო. ბოლო ხანს ბალანი გასცვივდა, იწ...
2010 FIFA WORLD CUP SOUTH AFRICA
-
მალე იწყება ის, რასაც ხალხი 4 წლის განმავლობაში მოუთმენლად ელის–მსოფლიო
ჩემპიონატი ფეხბურთში.მეც მოუთმენლად ველი მას თუმცა გუშინ მაგრად "დამგრუზა"
რობენის...
პირველად გეუბნები ამ სიტყვებს დე... და მეუცხოვება. მეგონა მზად ვიყავი შენთვის, მაგრამ სანამ არ დაგინახავ, ბოლომდე მაინც ვერ შევძლებ შენს აღქმას ალბათ... უკვე 30 კვირას გადავცდით. რა ცოტა დრო გავიდა და უკვე რამხელა ბიჭი ხარ... :) ვკვდები სურვილით ისე მინდა გაგიცნო, გნახო როგორს გატარებ მუცლით, ვის გავხარ, როგორი ნაკვთები გაქვს, რა ფერის თვალები... მალე, სულ ცოტა დაგვრჩა და უკვე აღარ ვიცი როგორ გავწელო ეს დრო... ისე მიჭირს ფიზიკურად, მორალურად... ძალიან ვიღლები, სულ მინდა ვიწვე, სულ მეძინება. ვერც ვკითხულობ, ვერც ვმეცადინეობ, ვეღარც ვქარგავ... ძალიან დავმძიმდი და ხანდახან ძალიან მიჭირს ხოლმე შენი ხტუნვის გაძლება...:) რთული ყოფილა 9 თვე შვილის მუცლით ტარება )) მაგრამ ისე მიყვარხარ... გვიყვარხარ. ყველა ისე გეფერება და გელოდება. მამა (ესეც როგორ მეუცხოვება :)) სულ გკოცნის ხოლმე და გეფერება, შენს კომფორტზე ზრუნავს, შენს უფლებებს იცავს, რომ შემთხვევით არ დაგჩაგრო, უგემოვნო არაფერი მოგასმენინო ან ჩემი წოლით არ შეგავიწროვო :))
მე ყველაფერი მინდა ვიცოდე შენზე... ვიცი როდის გძინავს ხოლმე და ხანდახან ისე მომენატრება შენი კაკუნი ხმამაღალ მუსიკას გირთავ და ძალით გაღვიძებ :) კიდე შენი წვალება მიყვარს, რამდენს ამოიზნიქები იმდენს რომ გეფერები და შენც გარბიხარ, მე კი არ გასვენებ :) უბრალოდ ამ ფორმით გეკონტაქტები... მე ბევრს ვკითხულობ შენზე. ვიცი, ახლა კიდეც რომ დაიბადო უკვე საფრთხე აღარ გემუქრება, რომ ჩამოყალიბებული პატარა კაცუნა ხარ და შენი ყველა ორგანო მუშაობს. თვალის გუგებიც აგეხილა და ისევე რეაგირებ სინათლესა და სიბნელეზე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი. შენი კანი მოვარდისფრო ფერისაა, ფრჩხილებმა კი უკვე თითის ბოლომდე მიაღწიეს. გრძნობ და გესმის ყველაფერი, რაც შენს ირგვლივ ხდება. ხარ დაახლოებით 40 სანტიმეტრი და 1600 გრამი :)
მალე ეხოზე მივდივარ და გნახავ.... იქნებ სურათიც მომცენ შენი... შეხვედრამდე :) :*
იმაზე საშინელი გრძნობა არ არსებობს ალბათ, როცა შენდაუნებურად ვიღაც ვერ გიგებს, როცა ცხოვრებაში რაღაც არ გამოგდის, როცა ძალიან გინდა, მაგრამ შენი ყოველი დღე არ არის მოფენილი ია–ვარდებით და ყველაფერი არ არის მარტივი. ცხოვრება ერთის მხრივ იოლია, ისეთი ხალასი, ფერადი. როცა არაფერი გაღელვებს, არც არანაირი საწუხარი გეჩვენება ძალიან რთულად და დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფრის მოგვარება ისე მარტივია ოღონდ მოგინდეს და.... რა კარგია, როცა გიხარია ყველა თბილი დღე, როცა თავბრუს გახვევს იასამნის სურნელი და ელი გაზაფხულს... და ხანდახან რა მძიმეა ყველაფერი. როცა ვერც კი ამჩნევ ვერც ფერებს, ვერც ხედებს და ვერც სითბოს გრძნობ... როცა სურვილი გაქვს განმარტოვდე, ყელში რაღაც ბურთები გახრჩობენ და ისე გინდება იტირო... ძალით ფიქრობ ხოლმე საშინელებებს და ძალით იჭედავ ტვინს სისულელეებით, რადგან გჭირდება....
უბრალოდ მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. მე არ შემიძლია ვიყო შიშში, სტრესში ან გაურკვევლობაში და მარტოობაში... მე მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას ვხედავდე სულ ნათელ ფერებში, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია... მე არ ვარ არც დეპრესიული, არც ჩემი თავის მსხვერპლად წარმოჩენის იდეა მხიბლავს, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან... ალბათ დედამიწაზე ყველაზე მეტად მინდა სიმშვიდე და ადამიანებთან ჰარმონიაში ცხოვრება... ყველაზე მეტად მეშინია ხმამაღალი სიტყვის და ჩხუბის... ჩხუბის რომელიც არც კი ვიცი.. რა ცოდნა უნდა ჩხუბს? მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი რა ვუთხრა ადამიანს, როგორ "მოვაჯინო თავის ადგილას" როგორც იტყვიან ხოლმე, ან როგორ ვუთხრა ვინმეს რამე ისე, რომ მერე 1 კვირა ამაზე არ ვიფიქრო, არ ვიდარდო და ლამის არ გადავყვე მანამ, სანამ არ დამავიწყდება... და ეს ძალიან კარგია ალბათ... უბრალოდ ძალიან მიამიტური აზრები მაწუხებს და მაშინებს... რა მოხდება, რომ ყველაფერი აირიოს და ისე აიბურდოს რომ აღარ დალაგდეს? რომ ვეღარ დალაგდეს? რომ აღარ მომეცეს იმის საშუალება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და მინდა ვიყო... ამ პოსტს ვერც ვერავინ გაიგებს ალბათ... არადა ყველას აქვს მომენტი, როცა ძალიან გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა... ჩვენ ადამიანებს
არ ვარ მშიშარა და დიდად არც სიკვდილის მეშინია. მეშინია ახლობლების ავადმყოფობის, გაურკვეველი მდგომარეობების, არეულობის, მაგრამ ზოგადად ვიცი, რომ მოსახდენი ყოველთვის მოხდება და მოხდება ისე, როგორც ეს ღმერთს სურს. ამიტომ ერთადერთ გადარჩენად ყოველთვის მიმაჩნია გულმხურვალე ლოცვა, რომელსაც ღმერთი ჩემგან ყოველთვის იღებს. იღებს მაშინ, როცა ეს მართლა გულმხურვალეა.
ვეძებდი საინტერესო სტატიებს ინტერნეტში. აღმოვაჩინე სიტყვა წარღვნა ვიკიპედიაში. იგი განმარტებულია, როგორც მეორედ მოსვლა, წყალრღვნა, სამყაროს დაღუპვა, ადამიანთა მოდგმის გაწყვეტა წყალდიდობის ან მსოფლიო ხანძრის მეშვეობით — საყოველთაო უზნეობის, უსაქციელობის, გადაგვარების დროს. ბიბლიის მიხედვითაც ხომ ასეა. მაშინ, როცა კაენისა და სეითის ერთამენთში აღრეული შთამომავლები უწმინდურნი გახდნენ და მათ გარყვნილობას საზღვარი არ ჰქონდა, ღმერთმა ინება დედამიწა გაეწმინდა (განებანა) ბოროტებისაგან და მოახდინა წარღვნა.
დღეს, როცა ამდენი უბედურება ხდება, თავი რომ დავანებოთ იაპონიას, ლიბიას, ზოგადად ომებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს... მარტო კურიერის მოსმენა რად ღირს ყოველდღე, როცა ხდება ამდენი შოკისმომგვრელი ფაქტი, როცა მამები კლავენ შვილებს და პირიქით, დედები კლავენ ჯერ არ დაბადებულ შვილებს, უკვე დაბადებულ საბრალო ჩვილებს ყრიან, კლავენ ან უბრალოდ მარხავენ ცოცხლად ან.... რავიცი კიდევ რომელი ერთი უნდა გაიხსენო და არც მაქვს სურვილი. მაგრამ ყოველდღე ხდება და გესმის რაღაც ისეთი, რაც მე პირადად მაეჭვებს ადამიანების ნორმალურობაში.
დღეს, ნორმალურობად ითვლება ის, რასაც აქამდე გარყვნილობა ერქვა და არც ვიცი რამ შეცვალა ასე ძალიან ხალხში ეს ცნება. რადგან ის, რასაც მე ამ სიტყვას ვუწოდებ, ხალხისთვის დღეს საამაყოა და იმდენად რომ ხდება ამის რეკლამირება, ამაზე ტაშის დაკვრა, ამით ამაყი და მოწოდება მოლ ვინ ხართ თქვენ მანდ ტელეეკრანებთან, ნახეთ რა მაგარი ვარ, დამემგვანეთ, მომბაძეთ...
ვდებ ვიდეოს, რომლის მოსმენის მართლა შემეშინდა, რადგან ყველაფერი სიმართლეა... ჩვენ, ცოდვილები ამ ცოდვებს საგულდაგულოდ უნდა ვმალავდეთ და სინანულით ვიხსენიებდეთ მხოლოდ აღსარებაში, დღეს კი ხდება ამის აფიშირება და, ვმეორდები, ამით ამაყობა... ბოზობა გახდა მისაბაძი, ნორმალურ მოვლენად იქცა კაცის კაცისადმი სიყვარული, ქალის ქალისადმი სიყვარული და თუ ეს შენთვის მიუღებელია, გეტყვიან, რომ შენ გოიმი ხარ და ჩამორჩენილი, რომ ყველას აქვს უფლება იცხოვროს ისე, როგორც მოსწონს და ეს შენი საქმე სულაც არ არის. და ამაზე შენ უნდა გაჩუმდე, რადგან რა გინდა უპასუხო?
და რაც უნდა ის ამტკიცონ მეცნიერებმა, თქვან რომ არაფერი საშიში არ ხდება, რომ ასე იყო მუდამ, რომ არავის არანაირი საფრთხე არ გვემუქრება...... მე პირადად ვხვდები, რომ დედამიწა მართლაც გადატვირთულია ამდენი არანორმალურობისგან, ამდენი სიბოროტისგან, ბოღმისგან, გარყვნილობისგან, სიბინძურისგან.... და სულაც არ მიკვირს ყველაფერი ის, რაც დღეს ხდება.
„ცოდვისაგან გათავისუფლების ერთადერთი საშუალება კვლავ ღმერთთან დაბრუნებაა, რაც სინანულით მიიღწევა. თუ ადამიანი დაგმობს ცოდვილ ცხოვრებას და სინანულით შესთხოვს უფალს ცოდვების მიტევებას, შენდობას მიიღებს, რადგან არ არსებობს ცოდვა, რომელიც ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას აღემატება.“
ვის არ უოცნებია თუ არ უფიქრია საკუთარ, დიდ თუ პატარა, ლამაზ და მყუდრო სახლზე, რომელშიც მოაწყობდა ყველაფერს თავის ჭკუაზე, თავისი გემოვნებით, რომელშიც გაზრდიდა თავის შვილებს და დაელოდებოდა მეუღლეს სამსახურიდან... გაატარებდა თავისი ცხოვრების ლამაზ და ბედნიერ წლებს და შემდეგ, დიიდი ხნის შემდეგ იქ იცხოვრებდნენ ცისფერთვალა შვილიშვილები.... შორს წავედი, მაგრამ ოცნება ტკბილია.
ხშირად მიფიქრია როგორი მინდა იყოს ჩვენი სახლი... მაგალითად სამზარეულო:
ეს ის სამზარეულოა, რომელიც ჩემს ქმარს სასაცილოდაც არ ეყოფა ალბათ, თუმცა ამ საკითხში მისი აზრის გათვალისწინება არ მინდა, რადგან ეს ჩემი კუთხეა და მე იქ კომფორტულად მინდა თავს ვგრძნობდე... ხომ უნდა მოვუმზადო დილაობით უგემრიელესი და განსხვავებული საუზმეები, საღამოობით უგემრიელესი ვახშმები, შაბათ–კვირას კი ორიგინალური დესერტები და ტკბილეულობები... ეს უნდა იყოს კუთხე, სადაც სულ იქნება სითბო, არ იქნება ტელევიზორი და არანაირი თვალშისაცემი ტექნიკა. შეიძლება მხოლოდ პატარა რადიო, რომ საჭმლის მომზადების პროცესი იყოს მხიარული და მუსიკალური:) აქედან განხორციელდება უმნიშვნელოვანესი სატელოფონო ზარები გოგოების და ნათესავების მიმართულებით, აქ უნდა ვეჭორავო სტუმრად მოსულ დედას, დედამთილს, მულს და რავიცი კიდევ ვის არა... სწორედ აქ უნდა დავუცადო ქმარს სამსახურიდან, (რადგან მე ყოველთვის მასზე ადრე დავბრუნდები სახლში :)) აქ გავაკეთებთ სადღესასწაულო კერძებს, ყველა ერთად გავაწყობთ ულამაზეს სუფრას, გადავაფარებ ქათქათა, თეთრ გადასაფარებელს, თუნდაც იმას, ნათესავმა რომ მაჩუქა როცა გავთხოვდი :)) თეთრს და ნაქარგებით... ავანთებთ ლამაზ სანთლებს, მერე დავაწყობთ სალათებს, გემრიელობებს და ყველაფერს ერთად დავაგემოვნებთ...
ჩვენი სამზარეულო უნდა იყოს თბილი, მყუდრო და პატარა. კედლებზე ჩემი ნაქარგებით და ნაჩუქარი, ლამაზი თეფშებით. მოხერხებული დივნით და კარადაზე ლამაზი ვაზით, რომელშიც ჩავაწყობ ხოლმე მეუღლის მორთმეულ ლურჯ ყვავილებს....
ბევრი ვიფიქრე საბავშვო ოთახზეც, შესაფერისი ფოტოც ბევრი ვეძებე, მაგრამ სამწუხაროდ google-ში ვერაფერი ვიპოვე... ჩვენ ხომ მარტო ერთი შვილი არ გვეყოლება... რადგან ძალიან არ მინდა ჩემი შვილები ეგოისტებად გაიზარდნონ და დედმამიშვილური სიყვარული არ იცოდნენ. ამიტომ ერთი ბავშვისთვის ოთახსაც ვერ ვეგუები. ძალიან მინდა ჩემი შვილებისთვის ლამაზი ოთახი, ხის პაწაწუნა ავეჯით, შიგ ბევრი სათამაშოებით, კედლებზე უამრავი ბედნიერი ფოტოთი, საყოფი კარადებით და ბევრი წიგნებით... მათთანაც დავკიდებ რომელიმე ჩემს მომავალ ნაქარგს, მაგალითად რაიმე ამათ მსგავსს:
და მათი ოთახიც იქნება ძალიან ნათელი და თბილ ფერებში, რომ პაწუა გულებში ჩაეღვაროთ სითბო და არასოდეს იფიქრონ ბოროტებაზე.. . ბევრი ოცნება მაქვს კიდევ, რაღაცეეები ზუსტად წარმომიდგენია კიდეც:) მაგალითად ვიცი, რომ ჩემს სახლში იქნება ძალიან ბევრი საოჯახო ფოტო, ბევრი წიგნი, კიდევ ყველა ერთმანეთს მოუსმენს და ამავდროულად ყველა იქნება დამოუკიდებელი. ძალიან იოლია ალბათ ოცნება.... და ძალიან რთული მისი განხორციელება... მაგრამ როცა რაღაც მთელი გულით გინდა, წინ ვინ გადაგეღობება?
მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო. მე შეძლებისდაგვარად ვიცავ მარხვებს, ვყიდულობ ხოლმე სამარხვო შოკოლადებს, კარაქს, ხორცს, ვაკეთებ სხვადასხვა სალათებს სამარხვო მაიონეზით... ლოცვების კითხვა ძალიან მიჭირს, რადგან გონება მეფანტება. ხანდახან ისე ჩავათავებ ხოლმე გვერდს წაკითხულიდან ვერც ვერაფერს ვგებულობ, გადავალ შემდეგზე და თან გადავთვლი ხოლმე რამდენი გვერდი დამრჩა იმდენად რთულია ეს ჩემთვის... ეკლესიაში დავდივარ შეძლებისდაგვარად, მიზიდავს იქ არსებული გარემო, სილამაზე, სათნოება, სიკეთე თუ არ ვიცი რა დავარქვა... მხიბლავს ის აზრი, რომ მე წირვაზე ვიმყოფები, ეკლესიაში, მაშასადამე მე რაღაცით მაინც ვამტკიცებ, რომ მორწმუნე ვარ, კეთილი ვარ, კარგი ვარ.... ხანდახან ხალხისკენ თვალი გამირბის, ვათვალიერებ მათ ტანისამოსს, ფეხსაცმელს... გულში ვამტყუნებ და სიბრაზით ვივსები ამ ადამიანთა მიმართ, ვისაც ტელეფონის გამორთვა დაავიწყდა, ვინც ნაცნობთან გამალებით რაღაცაზე საუბრობს ან როცა ვინმე გოგონა შარვლითაა ეკლესიაში... თუმცა უნდა გამოვტყდე რომ რამდენჯერმე მეც შემხვედრია ეკლესიაში დიდი ხნის უნახავი ადამიანი და მომიკითხია იგი მთელი თავისი ოჯახით... ან კიდევ რამდენიმე წლის წინათ არ ვატარებდი კაბას და ეკლესიაშიც დავდიოდი მუდმივად შარვლით... ხანდახან გამიელვებს ხოლმე თავში საღი აზრი: რა მინდა აქ, თუ არ ვისმენ ლოცვას და არ ველაპარაკები უფალს?... მაშინ ვხრი თავს და ვცდილობ ღმერთს ვესაუბრო. ხან გამომდის... ხან სხვა ფიქრებში ვვარდები ისევ და ცოტა ხანში გამოფხიზლებული ვხვდები, რომ გავითიშე იმ აზრებისგან რაზეც მინდოდა და უნდა მეფიქრა. და ძალიან მრცხვენია როცა ამ დროს მიმოვიხედავ და ვხედავ, რომ მე მარტო არ ვარ ასეთი. რომ ადამიანთა ფიქრები რომ გესმოდეს, ალბათ სულ რამდენიმე ატარებს მთელ 2–3 საათს გულმხურვალე ლოცვაში... და კიდევ მე და არა მარტო მე მემართება ის, რომ ლოცვის დროს ვერ ვიტან ოდნავ შეხებასაც კი და ზოგადად ხალხი მზადაა ერთმანეთი "შეჭამოს" უნებურად შეხებისთვის, ლოცვაზე ან გალობაზე ხმამაღლა აყოლისთვის, ძალიან მარტივი კითხვისთვის.... ისევ სხვებზე... ძალიან მრცხვენია, როცა ვგრძნობ რომ ჩემი რწმენა არ არის ღრმა და სუფთა, როცა წირვაზე წასასვლელად დილით ვერ ვიღვიძებ ან როცა იქ მისულს მალე ფეხები მტკივდება და როცა ნებისმიერ მიზეზს ვეძებ, რომ წამოვიდე........ ძალიან მრცხვენია, როცა აღსარებაზე მისულს ჩემი ღრმა გულისთქმა მესმის, რომელიც ნატრობს რომ მამაო დღეს არ იყოს.... არადა ისევ ღრმა გულში როგორ მინდა აღსარება... წრფელი, სულის განმანთავისუფლებელი... აი ისეთი, პირველი რომ იყო: ბავშვური, წრფელი, სინანულით სავსე და იქედან გამოსულმა მართლა შევიგრძენი პირველად და უკანასკნელად რას ნიშნავს სიტყვები: მიწაზე ფეხს არ ვადგამო რომ ამბობენ... თითქოს ფრთები გამომესხა და ჩემზე მსუბუქი ადამიანი არ არსებობდა... იმის მერე რამდენჯერ ჩამიბარებია აღსარება და ასეთი გრძნობა აღარასდროს აღარ მქონია... მე კიდევ ვერ მოვთვლი რამდენი რამის მრცხვენია. ეს აღსარებაც ჩემთვის რთული საწერია, მაგრამ თავს იმით ვინუგეშებ, რომ რადგან ამის წერა შემიძლია და ამას აღვიქვამ, ალბათ არც მთლად ისე წასულია ჩემი საქმე...
პ.ს. მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ გამკიცხოთ, იფიქროთ ჩემზე ყველაფერი, რაც მოგესურვებათ. მე კი წინასწარ გეტყვით იმას, რითიც დავიწყე: მე მორწმუნე ადამიანი ვარ და ვცდილობ ეკლესიურად ვიცხოვრო. და კიდევ, ბედნიერი ვიქნები თუ თქვენ გამკიცხავთ, რადგან მაშასადამე თქვენთვის ეს ყოველივე, ჩემს მიერ ზემოთ დაწერილი, უცხოა და ძალიან არანაცნობი.