Показаны сообщения с ярлыком მზე. Показать все сообщения

четверг, 6 ноября 2014 г.

განმუხტული ოპტიმისტკა :)

Автор: ჯუნა на 11/06/2014 0 коммент.
          
           ჩემი დილა იწყება ჯერ კიდევ ღამე :) მე რომ ვიღვიძებ მზე ჩემს მერე ამოდის.... დიდი, ყვითელი, ლამაზი და ნათელი. შემომანათებს და დღეს ვიწყებთ ერთად: მე და ჩემი ოპტიმისტი მზე. ის სხივიანი და ჭრელთვალება, მე შეძლებისდაგვარად შესაბამისი: თვალებში სხივანთებული, ცეცხლიანი და ენერგიული. ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს და დავადგებით გზას. მერე იწყება: ხალხმრავლობა, ტრანსპორტი, შენობა, ბევრი კომპიუტერი და სულ სხვაგვარი გამოსხივება, წითელი თვალები და ადამიანები, განსხვავებულები ჩვენ - ოპტიმისტებისგან... მოპესიმისტოები და უენერგიოები, თავიანთი საჭიროებებით, ბრალდებებით, სურვილებით და ხანდრებით. მზეც მთელი დღე მემალება და ბატარეაც ჩემს შიგნით ნელ-ნელა ჩამოდის..... თავდება და... ძალიან გრძელი დღის შემდეგ იწყება საღამო. დამჯდარი ენერგიით, უმზეოდ და უსხივოდ. 
          ეს საღამოები ყოველთვის განსხვავებულია: მზის სადარი ჩემი ბიჭი თუ გამათბობს, ბატარეა ისევ დაიმუხტება და საღამოობით უკვე საკმარისზე მეტი ძალა მაქვს იმისთვის, რომ ვიგიჟო და ვიფრინო. 
          მთელი ჩემი ცხოვრებაც ეს არის: ვარ ხან დამუხტული, სავსე და ცეცხლიანი, ხანაც ცარიელი, უსულო და უსხივო. აზრს ვეძებ, აზრს.........................

пятница, 10 августа 2012 г.

იქ, სადაც მე არ ვარ

Автор: ჯუნა на 8/10/2012 4 коммент.
არსებობს ადგილი, სადაც არ ცხოვრობენ ადამიანები... არა, შეიძლება ცხოვრობენ კიდეც, მაგრამ შენ მათ ვერ ხედავ, ისინი არ გეჩხირებიან თვალებში, არც ყურში ჩაგყვირიან... ყველა ცხოვრობს თავისთვის  და შენ არავინ გაწუხებს თავისი არსებობით...
იქ არის მხოლოდ მწვანე მინდორი, ლამაზი ყვავილები, თუ მოგინდება წყალიც, ყვითელი მზე, ხეები და ჰამაკი....

იქ შენი ძირითადი საზრუნავი არის მხოლოდ რა ფილმს უყურო, რა წიგნი წაიკითხო ან რა მუსიკას მოუსმინო....
იქ იძინებ მაშინ, როცა გინდა, დღის ნებისმიერ დროს... დილას არ გაღვიძებს არც მაღვიძარას აუტანელი ბუზუნი და არც თემუკას წუწკუნი....
იქ დილას გრილა და აივანზე სვამ ხოლმე გემრიელ ყავას რძით... იკვებები ათასგვარი გემრიელობებით და არ ფიქრობ რომ მოიმატებ და ვინმეს არ მოეწონები....

იქ შეგიძლია ჩაიცვა რაც გინდა, ოღონდ იყო კომფორტულად.
იქ შეგიძლია სახიდან ჩამოირეცხო ღიმილი და იყო ისეთი, როგორიც შენ ხარ მხოლოდ საკუთარ თავთან...

იქ შეგიძლია იფიქრო ბევრი ამ ცხოვრებაზე, მაგრამ შეგიძლია საერთოდაც არ იფიქრო და მისცე ტვინს შესაძლებლობა დაისვენოს ოდესმე, რამდენიმე დღის განმავლობაში მაინც...
იქ არ გჭირდება იფიქრო იმაზე თუ რა თქვა, არ გჭირდება გაიპრანჭო, არ ფიქრობ რომ ვინმეს თავი უნდა მოაწონო, არავინ გიმოწმებს როგორ გამოიყურები ან რა ფირმის კოსმეტიკას ხმარობ ან გისვია თუ არა მოდური ლაქი, ან შენი ჩანთა როგორ შეეხამება ფეხსაცმელს....
იქ არის სისუფთავე, სითეთრე, სიმყუდროვე და იქ ხარ მხოლოდ შენ !

იქ ასვენებ თვალებს, საათობით გასცქერი ცისფერი ჰორიზონტის ხაზს და კაიფობ მარტოობით...

როგორ მინდა ასეთ ადგილას წასვლააა !

დავიტვირთებოდი ენერგიით და მთელი წელი იმდენ საქმეს გავაკეთებდი :(

пятница, 15 апреля 2011 г.

радуга жизни

Автор: ჯუნა на 4/15/2011 1 коммент.
იმაზე საშინელი გრძნობა არ არსებობს ალბათ, როცა შენდაუნებურად ვიღაც ვერ გიგებს, როცა ცხოვრებაში რაღაც არ გამოგდის, როცა ძალიან გინდა, მაგრამ შენი ყოველი დღე არ არის მოფენილი ია–ვარდებით და ყველაფერი არ არის მარტივი.
ცხოვრება ერთის მხრივ იოლია, ისეთი ხალასი, ფერადი. როცა არაფერი გაღელვებს, არც არანაირი საწუხარი გეჩვენება ძალიან რთულად და დარწმუნებული ხარ, რომ ყველაფრის მოგვარება ისე მარტივია ოღონდ მოგინდეს და.... რა კარგია, როცა გიხარია ყველა თბილი დღე, როცა თავბრუს გახვევს იასამნის სურნელი და ელი გაზაფხულს...
და ხანდახან რა მძიმეა ყველაფერი. როცა ვერც კი ამჩნევ ვერც ფერებს, ვერც ხედებს და ვერც სითბოს გრძნობ... როცა სურვილი გაქვს განმარტოვდე, ყელში რაღაც ბურთები გახრჩობენ და ისე გინდება იტირო... ძალით ფიქრობ ხოლმე საშინელებებს და ძალით იჭედავ ტვინს სისულელეებით, რადგან გჭირდება....

უბრალოდ მე არ შემიძლია ასე ცხოვრება. მე არ შემიძლია ვიყო შიშში, სტრესში ან გაურკვევლობაში და მარტოობაში... მე მინდა, რომ ჩემს ცხოვრებას ვხედავდე სულ ნათელ ფერებში, მე სხვანაირად ვერ წარმომიდგენია... მე არ ვარ არც დეპრესიული, არც ჩემი თავის მსხვერპლად წარმოჩენის იდეა მხიბლავს, თუნდაც მხოლოდ საკუთარ თავთან... ალბათ დედამიწაზე ყველაზე მეტად მინდა სიმშვიდე და ადამიანებთან ჰარმონიაში ცხოვრება... ყველაზე მეტად მეშინია ხმამაღალი სიტყვის და ჩხუბის... ჩხუბის რომელიც არც კი ვიცი.. რა ცოდნა უნდა ჩხუბს? მაგრამ არ ვიცი. არ ვიცი რა ვუთხრა ადამიანს, როგორ "მოვაჯინო თავის ადგილას" როგორც იტყვიან ხოლმე, ან როგორ ვუთხრა ვინმეს რამე ისე, რომ მერე 1 კვირა ამაზე არ ვიფიქრო, არ ვიდარდო და ლამის არ გადავყვე მანამ, სანამ არ დამავიწყდება... და ეს ძალიან კარგია ალბათ...
უბრალოდ ძალიან მიამიტური აზრები მაწუხებს და მაშინებს... რა მოხდება, რომ ყველაფერი აირიოს და ისე აიბურდოს რომ აღარ დალაგდეს? რომ ვეღარ დალაგდეს? რომ აღარ მომეცეს იმის საშუალება ვიყო ისეთი, როგორიც ვარ და მინდა ვიყო...
ამ პოსტს ვერც ვერავინ გაიგებს ალბათ... არადა ყველას აქვს მომენტი, როცა ძალიან გვიჭირს ერთმანეთთან ურთიერთობა... ჩვენ ადამიანებს

вторник, 15 июня 2010 г.

3 წელია მიყვარხარ

Автор: ჯუნა на 6/15/2010 5 коммент.
მაშინ როცა მზე ჩასვლას გადაწყვეტს და დღე - დაღამებას, წესით და საერთო დადგენილებით მე შენგან უნდა წავიდე. ყოველ დღე, თითქმის ერთსა და იმავე დროს, მე მანქანაში ვჯდები და მივდივარ შენგან შორს, რამდენიმე საათით "უშენობაში" და ასე ხდება ყოველ დღე, უკვე ზუსტად 3 წლის განმავლობაში...
და ამის გაკეთება ხდება დღითი დღე უფრო და უფრო რთული, რადგან შენ მაინც ხომ იცი რა რთულია ჩემთვის უშენობა....
არ დავწერ ბანალურ სიტყვებს, შენ ისედაც იცი...
მარტო იმას, რომ დღეს ზუსტად 3 წელია რაც მიყვარხარ

четверг, 11 марта 2010 г.

ლექსი, რომელიც ძალიან მიყვარს

Автор: ჯუნა на 3/11/2010 0 коммент.
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ
სული მოუვლინე ისევ შენმიერი
დილა გაუთენე ისევ ციურიდან
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review