ჩემი დილა იწყება ჯერ კიდევ ღამე :) მე რომ ვიღვიძებ მზე ჩემს მერე ამოდის.... დიდი, ყვითელი, ლამაზი და ნათელი. შემომანათებს და დღეს ვიწყებთ ერთად: მე და ჩემი ოპტიმისტი მზე. ის სხივიანი და ჭრელთვალება, მე შეძლებისდაგვარად შესაბამისი: თვალებში სხივანთებული, ცეცხლიანი და ენერგიული. ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს და დავადგებით გზას. მერე იწყება: ხალხმრავლობა, ტრანსპორტი, შენობა, ბევრი კომპიუტერი და სულ სხვაგვარი გამოსხივება, წითელი თვალები და ადამიანები, განსხვავებულები ჩვენ - ოპტიმისტებისგან... მოპესიმისტოები და უენერგიოები, თავიანთი საჭიროებებით, ბრალდებებით, სურვილებით და ხანდრებით. მზეც მთელი დღე მემალება და ბატარეაც ჩემს შიგნით ნელ-ნელა ჩამოდის..... თავდება და... ძალიან გრძელი დღის შემდეგ იწყება საღამო. დამჯდარი ენერგიით, უმზეოდ და უსხივოდ.
ეს საღამოები ყოველთვის განსხვავებულია: მზის სადარი ჩემი ბიჭი თუ გამათბობს, ბატარეა ისევ დაიმუხტება და საღამოობით უკვე საკმარისზე მეტი ძალა მაქვს იმისთვის, რომ ვიგიჟო და ვიფრინო.
მთელი ჩემი ცხოვრებაც ეს არის: ვარ ხან დამუხტული, სავსე და ცეცხლიანი, ხანაც ცარიელი, უსულო და უსხივო. აზრს ვეძებ, აზრს.........................
განმუხტული ოპტიმისტკა :)

0 коммент.:
Отправить комментарий