воскресенье, 5 июня 2016 г.

3.06.2016

Автор: ჯუნა на 6/05/2016 0 коммент.
          2016 წლის 3 ივნისი კეთილი ტირილებით დაიწყო :) გულაჩუყებული და უძილო 2 ღამის შემდეგ, დილის 9 საათზე მანქანაში რომ მივუჯექი  გიოს, ცრემლები გადმომცვივდა... შიშის, ნერვიულობის, დაგროვილი ემოციების, ფინიშის... ყველაფრის ერთად. მეორე ყელში ბურთების ,,შეტევა“ მაშინ დამემართა, როცა საოპერაციოდ მომამზადეს და თემუკამ ტირილი დაიწყო. ამოსვლის უფლება, რათქმაუნდა, არ მისცეს და მთელ ხმაზე ჯღაოდა დედიკოსთან მინდაო... მეც მეტი რა მინდოდა, მთელი ლიფტის გზა პირველიდან მესამემდე მეც ვტიროდი და ჩემი ექთანიც...
          მერე იყო ანალიზები, ანესთეზიოლოგთან გასაუბრებები, ხელმოწერები, გადასხმა, გამხნევებები, ნერვიულობები და 11-ს რომ 15 აკლდა დავიძარით საოპერაციოსკენ. ნემსი ხერხემალში არ გამიგია... სითბო ჩაიღვარა მთელ სხეულში და რომ დამაწვინეს უკვე 5 წუთში ვიქტორია სრულიად არაპრინცესულად ჩხაოდა :) გიოს ვთხოვდი მე მიყურე, ოპერაციას არათქო, ვამხნევებდი არ ინერვიულოთქო. მკაცრად გააფრთხილეს ხელი არ მოკიდოო, ანესთეზიოლოგმა რა დრო დაგიდგა ადამიანს, ცოლის შეხებას გიკონტროლებენო J ეს მხიარული პირველი ნაწილი იმით დასრულდა, რომ ვიქტორია გაალამაზეს და მომიყვანეს, ვერ გავიგე რა რეაქცია მქონოდა, ალბათ ზუსტად ასეთ შვილს მოველოდი და თავი დავაქნიე კარგიათქო. გიომ შუბლზე მაკოცა. გაგრძელება ცოტა უფრო რთული იყო... დაიწყო კერვა, დაახლოებით ალბათ 20-25 წუთი... აქედან 5 წუთი ცუდად გავხდი. მაგრამ ანესთეზიოლოგი მეჩვენებოდა ყოვლისშემძლე ჯადოქრად, თვალებში მიყურებდა და ნემსს ნემსზე არჭობდა კათეტერში, რომლებიც საჭიროებისამებრ და სასწაულებრივად წამებში მოქმედებდნენ. ექიმი შირმიდან ჩამომხედავდა ხოლმე გაღიმებული სახით და მაქებდა, ყოჩაღი ხარო. ოპერაცია რომ დასრულდა, მუცელზე ხელი მოვიკიდე და შემეშინდა... მეგონა სხვის სხეულს ვეხებოდი და ეს ყველაფერი ჩემი არ იყო. უნიათო, ცივი და სხვისი გათიშული სხეულივით უგრძნობი ტანი მება... მერე იყო ალბათ ყველაზე ცუდი ნაწილი მთელი ამ ამბების. ციება, გაუტკივარების მოქმედების გადასვლა და ტკივილები, ტკივილები............
          ეს პროცესი ბოლომდე ჯერაც არ დასრულებულა, ჩემებურად და ენერგიულად ჯერაც ვერ დავქრივარ, ჭრილობაზე ხელდაჭერილი და მოხრილი, ტკივილისგან მოღრეჯილი სახით დავაბიჯებ პალატაში, საწოლზე თითქმის შეუმჩნევლად წამოწოლილ 3200კგ-იან გოგოს ვუყურებ და ვფიქრობ, ეს რა კარგი საქმე მოვილიე :)))
          ჰო, რაც შეეხება ქალბატონ და 38 კვირა მუცლით ნატარებ ვიქტორიას ) მეჩვენება, რომ ძალიან დახვეწილი ნაკვთები აქვს და ლამაზია. თუმცა ამაში ალბათ სუბიექტური ვარ და არ დავიჯინებ :) თემუკას თავისი და მოეწონა, ამბობს ჩემი ყველაფერიაო და მნახველი პატარა მეგობრისგან დაცვაც კი მოასწრო, რომელმაც ტირილში გამოაჯავრდა ჩვენი ვიკიკო : ) შენ ჩემს დას ნუ დასცინიო, პატარააო... აი ასე )))

          ჩემი და გიოს ემოციებს სიტყვებით ვეღარ ავღწერ... აი წავალთ სახლში, უკვე ოთხნი და ჩვენ ვიქნებით მთელი სამყარო.....

3 საათის დაბადებული ვიქტორია ლოლაძე

пятница, 3 июня 2016 г.

დღეს მე გოგო მეყოლება : )

Автор: ჯუნა на 6/03/2016 0 коммент.
          ცუდზე არაფერზე ვფიქრობ. ვიცი რომ რამოდენიმე ,,გადასატან" დღეში ბევრი ტკივილი და ნერვიულობა მელოდება, ბევრი უსიამოვნო შეგრძნება და დაღლა.... მერე ბევრი უძილო ღამეც, ალბათ კიდე ტკივილები და ტირილებიც, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ. არ მეშინია, პატარა ხომ აღარ ვარ, ბოლოს და ბოლოს მეორე შვილი მეყოლება : )
          სადღაც გულის კუნჭულში გაუთვალისწინებელი შემთხვევების ალბათობაც მაფრთხობს, გაურკვევლობაც და გაწელილი ნარჩენი აღარც 12 საათიანი მოლოდინიც... მაგრამ მთელი დარჩენილი ბოლო ძალებით ვიგერიებ აბეზარებს... არ მაქვს უფლება ძალიან ღიმილიანი არ ვიყო. ამისთვის არცერთი მიზეზი არ არსებობს და იმიტომ : )
          თემომ გულში ჩამიკრა და მითხრა საშიში არაფერი არაა, ჩემი ოცგული (ერთგული ეცოტავება: )) ხარ და მიყვარხარო : ) გიო ნერვიულობს... თუმცა მხნედ დგას და გაოცებული სახით მეკითხება რატომ უნდა ვინერვიულოთო : )
          საწოლი გაწყობილია, ზედმეტი რაოდენობით ტანსაცმელი და 7 წყვილი ფეხსაცმელი ნაყიდი )))), ჩანთები ჩალაგებული, ბუშტები ნაყიდი, ყველა გაფრთხილებული, გულშემატკივრები მობილიზებული..... :)
         მოკლედ, ვმხნევდები იმედით, რომ ყველაფერი კარგად იქნება ; )

понедельник, 4 апреля 2016 г.

წონა - მარტორქისხელა, თვითშეგრძნება - სპილოსმაგვარი ანუ მხიარული მოლოდინი

Автор: ჯუნა на 4/04/2016 2 коммент.
          წონა - მარტორქისხელა, თვითშეგრძნება - სპილოსმაგვარი, ყოვლად უნიათო, ძალაგამოლეული და ბებერივით.... როცა უზღვავ ენერგიას და წოწიალს დაჩვეულს ზოგჯერ წამოდგომაც მიჭირს, როცა მეჩვენება რომ კილო ორასი ნაზი, ფითქინა და კიკინიანის ნაცვლად ბევრი და მძიმე ქვები ჩამიყარეს სხეულში, როცა გული მატყუებს და ყველას და ყველაფერს მინდა მოვედო, ღიპსაც არ ვიმჩნევ, მაგრამ ხან თირკმელი გუბდება, ხან სუნთქვა არ შემიძლია, ხან გული მიჩქარდება, ხან ჰემოგლობინი მაკლია და ხან ტონუსი მაქვს ზედმეტად, ხანაც მეჩვენება რომ ქალბატონი ვიქტორია გაპასიურდა და ნერვოზი მეწყება.... როცა სელფებიც კი აღარ მგვრის სიამოვნებას, რადგან ეკრანიდან მიღიმის სიმპატიური, მაგრამ აშკარად გოჭის სახის მოყვანილობის არსება : )))

          და მაინც, ისე მივედი თითქმის 30 კვირამდე ეს ორსულობის ბოლოსთვის აუცილებელი და დაგეგმილი დეპრესია არა და არ მოდის :)  პირიქით - ამხელა მწუხარებების ფონზე (:დ) სადღაც შიგნიდან უწყვეტად მოედინება გაურკვეველი და უზღვავი სიხარული: მოლოდინის, ბედნიერების, სილამაზის, იმედის.... არ ვიცი რისი მეტი, რომელიც ყველაფერს ფარავს და ანეიტრალებს. რომელიც მამშვიდებს, ღიმილს არ მაშორებს და ბედნიერების შეგრძნებას.....
          მუცელზე ხელებდაკრეფილი ვაკვირდები, როგორ ტალღასავით გადაივლის კიკინას აქტივობები, მოაკაკუნებს და მომიკითხავს... ამოიზნიქება ხან მარჯვნივ, ხან ზემოთ, ზურგზეც გავა და ლამის გულზე ამაწყოს თავისი ალბათ 200 გრამიანი ფეხები :)) არჩევს პოზებს, განწყობებს, საჭმელებს, მისწორებს გემოვნებას, მუსიკასაც კი... ჩამჯდარა და მბრძანებლობს, აღარც კი მასუნთქებს ჩემს ჭკუაზე : )
          როგორ მიყვარხარ რომ იცოდე : ) შენს წარმოდგენაზე ღიმილს ვერ ვიკავებ და სიხარულები მცვივა ალბათ თვალებიდან... დიდად იმედი ნუ გექნება რომ დალაგებულ ,,საზოგადოებაში" მოხვდები: მამაშენი და შენი უფროსი ძმა ძილის წინ ყოველ საღამოს ხელგადახვეული გიმღერებენ chans de lise-ს ქართულ ვარიანტს :) მე მუხლზე გადახეულ ჯინსებს ვეძებ, რომ ფერად მაისურებზე ჩაგაცვა და ბევრი გაწოწიალო, ,აბადოკებს" გიგროვებ და ნულ ზომა სასაცილო ,,ბასანოჩკებს", თემუკა გეგმებს აწყობს როგორ გაბანავებს თავისი ხელით, არავის დაუთმობს და არ დააჯაგვრინებს (დააჩაგვრინებს:)) შენს თავს :)
          ასე რომ, გელით გელით :*

воскресенье, 17 января 2016 г.

ვიქტორია

Автор: ჯუნა на 1/17/2016 0 коммент.
          შენი სხეულის შიგნიდან გარკვევით მუჯლუგუნებს რომ იგრძნობ, მაშინ შეიძლება დარწმუნდე, რომ ყველაფერი თურმე ბოლომდე სრულყოფილია შენს ირგვლივ. და ეს სრულყოფილება ძალაუნებურად გხდის მშვიდს და გულგრილს. გულგრილს - ამ სიტყვის ყველაზე კარგი გაგებით, რაც კი არსებობს... აღარ მიგიწევს გული იქით, სადაც გეგონა უშენოდ ვერაფრით გაძლებდნენ... აღარ გინდა ის, რაც შენგან დიდ ძალისხმევას მოითხოვს და უნაყოფოა... აღარც ის, რაც ღელვის, შფოთვის და უსამართლობის შეგრძნებას გიჩენს.... მხოლოდ იქ, სადაც შენს სიხარულს იზიარებენ. მხოლოდ იქ, სადაც შენი ესმით. მხოლოდ იქ, სადაც გარემო კეთილი და თბილია, სადაც შენი  შინაგანის სიმშვიდეს შენსავით უფრთხილდებიან და არ გულგრილობენ. ამ სიტყვის ყველაზე ეგოისტური გაგებით.
          ბოლო დროს ჩავიკეტე. ალბათ სიძლიერე დავკარგე დროებით, გავბავშვდი, გავნაზდი..... არ ვიცი.  და არავინ მინდა მნახოს ასეთი. ხშირად მიჩნდება საკუთარ ბაქანში თავის შეყოფის და გარე სამყაროს არ დანახვის სურვილი - ეს გარკვეული პროტესტია. არ მინდა არანაირი შეხება მქონდეს იმასთან, რაც არ მომწონს და რასაც ვერ ვერევი. მინდა დროებით მაინც მხოლოდ ის მქონდეს, რაც ზუსტად ვიცი რომ ჩემია და ნამდვილია.... არა შენიღბული და ყველანაირ ,,უკანა" აზრებს მოკლებული.

          ვინც არ იცის გაცნობებთ, რომ (ჩემი სუბიექტური აღქმით) ყველაზე ლამაზ გოგონას ველი უკვე აღარც კი 5 თვეში.
          5 წლის წინ ყველა ინტერნეტ გამოცემის სიახლეს ვკითხულობდი ორსულობის ყველა კვირაზე, კლასიკურ მელოდიებზე ვიძინებდი, სწორად ვიკვებებოდი, არასოდეს ვიღლებოდი ზედმეტად... და კიდევ რა ვიცი რამდენ კარგ რამეს ვაკეთებდი : ) ახლა დღეები ჩემსავით კისრიტეხით გარბიან და ქრონიკულად დაღლილს და ზოგჯერ უსაუზმო-უსადილოდ დარჩენილსაც მხოლოდ ის მაიმედებს, რომ სამაგიეროდ მოლოდინი მიმსუბუქდება.... სამაგიეროდ ჩემი გოგო ძლიერი იქნება. მაგარი და ამტანი : ))
           ახალს ვერაფერს ვიტყვი გარდა იმისა, რომ დღეს, ასე გარკვევით მუჯლუგუნებს რომ ვგრძნობ, გული მეკუმშება მშვიდი ბედნიერებისგან და მიყვარს.... უზომოდ მიყვარს.

среда, 2 декабря 2015 г.

გამოწვევებსა და სისუსტეებზე

Автор: ჯუნა на 12/02/2015 0 коммент.
          მოსკოვის ცენტრში, მეტრო ბელორუსკაიას ამოსასვლელთან ერთი ფართო ქუჩაა, რომელიც ასევე სხვა ორ ფართო ქუჩასთან იკვეთება და უდიდეს გზაჯვარედინს ქმნის. ამ გზის გავლა მიწევდა ყოველ დილით, როცა მეათე კლასის მოსწავლე სკოლისკენ მივაბიჯებდი და არცერთხელ მისარგებლია ქვეითთა გადასასვლელით, რომელიც მის ქვეშ არსებობდა. ყოველ დილას, ახლა უკვე სასაცილო, მაშინ კი რაღაც უაზრო თავის საწვრთნელ გამოწვევას ვიღებდი. იქ მისვლამდე სიამოვნებისგან თუ ადრენალინისგან ვკანკალებდი. შუა გზაზე მდგარი კი, ფარანთებული და უთვალავი ეშმაკებივით პირდაღებული მანქანების პირისპირ ჩემს თავს ვტუქსავდი აკვიატების გამო და ამ ერთხელ, ბოლოჯერ გადარჩენას ვთხოვდი ღმერთს. ამ ერთხელ და ბოლოჯერ დგებოდა მეორე დღესაც და ყოველ დღე......დაახლოებით 1 წლის განმავლობაში.
          არ ვიცი ამას რატომ ვაკეთებდი ან ახლა რატომ მომინდა ამაზე დამეწერა. სულ ვცდილობდი ჩემში ფესვებშივე მომეცელა სიმხდალე და სხვა ქალური თუ ადამიანური სისუსტეები. და სულ მინდოდა ვყოფილიყავი ძლიერი , მყარი და უშიშარი.
          და აი თითქოს ახლაც, ფართო ქუჩაში ვდგავარ და მინდა გზის მეორე მხარეს გადავიდე... პირღია ეშმაკების აღარ მეშინია, მაგდენი რწმენა კი ავაგროვე.... უბრალოდ ანთებული თვალები მჭრიან თვალს, მაბნევენ  და ხშირად არ ვიცი ეს თვალები უნდა დავხუჭო და მათ მივენდო რომ არ გადამივლიან, თუ ფართოდ გავახილო და ჯიქურ ბოლომდე მივიყვანო საკუთარი გზა თუ ნება.... во имя собственной силы, воли и силы воли....
          ამ ყველაფერში ერთადერთი პრობლემა არსებობს: ეშმაკი, ბოროტი და საძაგელი სენტიმენტები. საზიზღარი სენტიმენტები და კიდევ უფრო უსაზიზღრესი ემოციები. რომლებიც ჩემს სიძლიერეს ფარავენ ზოგჯერ; გზას მიბინდავენ და ნაბიჯს არ მადგმევინებენ წინ.
          ამ სუსტ ,,ადამიანობას" ვერ მოვერიე ჯერ.

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review