Показаны сообщения с ярлыком შეყვარებული. Показать все сообщения

понедельник, 10 октября 2011 г.

ურთიერთობების 4 წელი

Автор: ჯუნა на 10/10/2011 1 коммент.
ყველანაირი ურთიერთობები დროთა განმავლობაში სხვადასხვაგვარი ხდება. ზოგჯერ იცვლება ცუდისკენ და ამას შემდეგ დაშორება მოყვება, ზოგჯერ უკეთესობისკენ... მაგალითად ეს ალბათ იმ შემთხვევაში, როდესაც უსიყვარულოდ ქორწინდებიან და со временем მოდის გრძნობა და ურთიერთგაგება.
ყველაზე კარგ და ჩვეულებრივ სიტუაციაში კი ურთიერთობები ვითარდება. გადადის ფაზიდან ფაზაში, გაივლის ხოლმე ბევრ საფეხურს და ალბათ ოდესღაც ეს პროცესი ჩერდება და რჩება ისეთი, როგორშიც კომფორტულად იგრძნობს თავს ორივე მხარე.
ამ ზაფხულზე ჩემი და გიოს ურთიერთობებს 4 წელი შეუსრულდა :)

ხოდა ჩვენც იმდენი საფეხური გავიარეთ ამ 4 წლის მანძილზე... ჯერ იყო კარგად გაცნობის პერიოდი, ყველაზე პირველი და ტკბილი თვეები... რომლის დროსაც უუამრავს ვჩხუბობდით და ვრიგდებოდით, ორი ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული ერთმანეთს ვერგებოდით. რათქმაუნდა იყო რომანტიკაც, ერთმანეთის მეგობრებიც ვიყავით ყოველთვის... ამასთან სიყვარული იყო სულ და იყო ძალიან ძლიერი, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, ვფიქრობ, ძალიან ძნელია მუდმივად გვერდით აიტანო და იგუო მეორე, შენგან განსხვავებული ადამიანი.(ანუ მე ვერასდროს გავთხოვდებოდი გარიგებით т.е. უსიყვარულოდ)
ჰოდა იმას ვამბობდი, რომ ჩვენი ურთიერთობაც სულ სხვადასხვაგვარი იყო: ზოგჯერ ეჭვიანიც, ხან მეგობრული, ხან ვნებიანი, ხან ცოლ-ქმრული ოჯახური. ბოლო დროს ბავშვმა კიდე სულ სხვანაირი გახადა... ეგზიუპერის სიტყვებია: გიყვარდეს-ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით. ჰოდა ვერასდროს ვგებულობდი ამას.... მხოლოდ ახლა მივხვდი, ჩემებურად.... ჩვენ აქამდე სულ ერთმანეთს ვუყურებდით, ახლა ერთად ჩვენ შვილს ვუყურებთ. მას დავტრიალებთ თავს და თითქოს ჩვენი ცოლ-ქმრობა მეორეხარისხოვანი გახდა, უპირველესი კი დედ-მამობა...
მშობლობა... რომელმაც უდიდესი პასუხისმგებლობა დაგვაკისრა, სულ სხვანაირი სიყვარულით შეგვაყვარა და სამყაროც თითქოს ცოტათი შეიცვალა...
მასზე მნიშვნელოვანი ახლა აღარაფერი არსებობს.
მას უყვარხარ უპირობოდ უანგაროდ და ყველაზე გულწრფელად.
მასზე ტკბილად დილით ვერავინ გაგაღვიძებს... თვალს რომ გაახელ, მზერას დაიჭერს და გულით გაგიღიმებს :)

ღამე ხელებით რომ ჩაგებღაუჭება, თითქოს გამოწმებს ჩემს გვერდით არის თუ არაო...
ატირებული მხარზე თავს რომ დაგადებს და დამშვიდდება...
შვილი სიყვარულს აგვირგვინებს და მისი ნაყოფია
შვილი ბედნიერებაა... რომელიც არასდროს, არცერთი ყოფითი პრობლემის, ცუდი განწყობის თუ ემოციის დროს თავს უბედურად არ გაგრძნობინებს

понедельник, 25 января 2010 г.

მიყვარხარ

Автор: ჯუნა на 1/25/2010 0 коммент.
დიდი ხანია მიყვარხარ და არ ვიღლები ამ სიყვარულით. პირიქით - ძალას მმატებს, იმედით მავსებს. არც კი ვიცი რა მეშველებოდა უშენოდ... ალბათ დავიკარგებოდი... ის ადამიანი არ ვიქნებოდი ვინც ვარ, სხვა ვიქნებოდი, სხვა ხასიათით, სხვა სტატუსით, სხვა ინტერესებით. შენ უფრო გამათბე, გამაკეთილე, დამაჭკვიანე, გამაქალე...) 3წელი ხომ ცოტა არ არის იმისთვის რომ იგრძნო როგორ გიყვარს ადამიანი, კარგად გაიცნო ის, მიხვდე ვინ არის შენთვის, შეძლებ თუ არა მასთან ბოლომდე ცხოვრებას და მის ნდობას.
ხომ ბედნიერებაა, როცა იცი, რომ არასდროს გიღალატებენ, ყოველთვის დაგეხმარებიან, მოგეფერებიან, გამოსავალს გაპოვნინებენ, თვალს აგიხელენ და დეპრესიულ მომენტებში დაგარწმუნებენ რომ "по таким пустякам" არ ღირს ტირილი და გოდება.

ბედნიერი ვარ იმით რომ მყავხარ, ბედნიერი ვარ, რომ შენი სიყვარული შემიძლია და იმითაც, რომ ძალიან გიყვარვარ.

ყველაფერი ხომ ჯერ წინაა და არც ისე ვარდისფერი როგორც შეყვარებულის თვალებიდან ჩანს, მაგრამ მეც ხომ პატარა გოგო აღარ ვარ და თავს ძლიერ ქალად ვთვლი, რომელსაც შეუძლია სირთულეების გადატანა და საკუთარი ოჯახის დაცვა.

მინდა ბედნიერი ვიყო, ბედნიერი ოჯახი მქონდეს და ბედნიერი ქმარი მყავდეს გვერდით, რომელსაც კარგად ყოფნის სტიმული ექნება.

რომლის მოვლის, მოფერების სურვილი არასოდეს გადამივლის და თუნდაც 10წლის შემდეგ მისი შეხება ისევე ამაფორიაქებს როგორც დღეს...

ძალიან მიყვარხარ!

четверг, 21 января 2010 г.

მე

Автор: ჯუნა на 1/21/2010 0 коммент.
გამარჯობა :)
მე ჯუნა მქვია. არ ვიცი ეს უცნაური სახელი რატომ დამარქვეს, მაგრამ მომწონს რომ სტანდარტი არ ვარ)

ვარ 22 წლის, მომავალი ეკონომისტი, საკუთარი საქმის, ზოგადად შრომის და წერის დიდი მოყვარული)
ვწერ თითქმის ყველაფერზე რაზეც ვფიქრობ, რაც მაინტერესებს, მაწუხებს და მიყვარს. ვცდილობ ვიყო პოზიტიური და ოპტიმისტი.

ზოგადი ცნობები ჩემ შესახებ:

ვარ ქუთაისის უნივერსიტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ვმუშაობ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი"-ს მარკეტინგის განყოფილებაში, ვარ დაოჯახებული და მყავს დიდი ოჯახი, რომელშიც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი წევრი ჩემი შვილია :)

მიყვარს ფერი - ცისფერი, თვე - დეკემბერი და ლამაზი ნივთები.
მაღიზიანებენ შეუგნებელი ადამიანები და უსამართლო კრიტიკა.
მაინტერესებს ფსიქოლოგია.
ვოცნებობ სახლზე ზღვისპირას და განათლებულ ჭკვიან შვილებზე))

მიხარია რომ მესტუმრეთ ))

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review