пятница, 3 августа 2012 г.

ჩემი ცხოვრება დღეს

Автор: ჯუნა на 8/03/2012
ჩვენ, ადამიანები ყოველთვის ვწუწუნებთ ხოლმე რომ არ გვაქვს საკმარისი ბედნიერება და სიხარული ცხოვრებაში, ყოველთვის ბოლომდე რაღაც არ გვაკმაყოფილებს... ვერასდროს ვერ ვგრძნობთ ბედნიერებას თუნდაც იმის გამო,რომ გვაქვს 2 თვალი, მანამ სანამ არ დავბრმავდებით... სიცოცხლე ისეთი ხანმოკლეა და ჩვენ ისეთი გაუმაძღრები... არაფერზე არ უნდა იწუწუნო წესით, რაც გაქვს იმითაც მადლიერი უნდა იყო, მაგრამმაგრამ ადამიანები ასე თუ ისე სტანდარტულები ვართ და გვჩვევია უმადურობა...
მაგრამ ამაზე ახლა არა.!.
ჩემზე მინდა დავწერო, აი იმაზე თუ როგორ ვხედავ ჩემს თავს გვერდიდან და როგორ ძალიან მომწონს ის, რასაც ვხედავ.
ყოველთვის მინდოდა მქონოდა საქმიანი ქალის იმიჯი, რაღაც ბავშვურ და სასაცილო ფიქრებში ვხედავდი ჩემს თავს მოხერხებულ მაგიდასთან, გორგოლაჭებიან სკამზე, წინ კომპით, პრინტერით, ტელეფონებით და უამრავი საყვარელი საკანცელარიო ნივთით მაგიდაზე.... ხო და აუცილებლად ჭიქა ყავით  ან მწვანე ჩაით... 
ხოდა ვიქნებოდი სუპერ ეფექტური, სუპერ შრომისმოყვარე, იდეების გენერატორი და არ დამეზარებოდა არაფერი...:)
საღამოს, სამსახურის მერე, წავიდოდი ჩემს თბილ ან გრილ სახლში (სეზონის მიხედვით), შემომეგებებოდა ბებოსთან დატოვებული ჩემი ტკბილი ბიჭი, სულ არ დამეტყობოდა რომ დაღლილი ვარ და ულევი ენერგიით ვეთამაშებოდი ბევრს, ავინაზღაურებდით უერთმანეთობას... ბევრს წავუკითხავდი, ვაჭმევდი, ვასწავლიდი რამეს, სახლის საქმეებშიც ერთად მივეხმარებოდით ბებოს... და საღამოს ერთად დავიძინებდით ტკბილად.
ხოდა საოცარია მაგრამ დღეს მე ზუსტად ასეთი ცხოვრება მაქვს , თითქმის : )
ჯერ-ჯერობით ასე ძალიან დატვირთული არ ვარ უბრალოდ და შესაბამისად არც ასეთი სუპერ ეფექტური და საქმიანი, თუმცა ეს მცირე დროის საკითხია ალბათ.
ხოდა მომწონს ძალიან მე ჩემი ცხოვრება ! <3 span="span">

4 коммент.:

კახი комментирует...

რა მაგარია ზოგჯერ "ბავშვობის" ოცნებებიც რომ სრულდება :)

სიყვარულოვნა комментирует...

ძალიან მაგარია როდესაც ბავშვობის სურვილები რეალობაში მოდის <3

ჯუნა комментирует...

კი მართლა ძალიან კარგია <3 ბავშვობაში, პატარას რომ წარმოგიდგენია შენი ცხოვრება და მერე უცებ აღმოაჩენ რომ მართლა ისეთია :)

VIP комментирует...

Каждый человек сам создает свой мир, свою жизнь, своими мыслями, чувствами и эмоциями...

4 комментария:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review