ამბავი 1
ღამე, ღრმად მძინარე, პატარა თბილსულიანი გუნდა რომ გეტყვის: ,,ძალიან, ძალიან, გულში მიყვარხარ...." მერე თავის პატარა მაჯებს მოგხვევს კისერზე და ტუჩებს მოპრუწავს უმისამართოდ, მაგრამ ზუსტად იცი, რომ შენს საკოცნელად, ამის მერე რამ უნდა მოგკლას.... :)გუშინ ვკითხე, ,,დე, ასე ძალიან რატომ გიყვარვარ-თქო", კარგა ხანს ფიქრობდა, მერე სერიოზული კაცური მანერით მითხრა - ,,დედა, მიზეზი არ ვიციო..." რა კარგია :)
ამბავი 2
- ,,დე, ჩემს ჯვარს გაგიკეთებ და უცბათ კარგად გახდები" - მეუბნება ჩემი ბიჭი, რომელიც, მაქვს ბედნიერება და ჩემი წარბის შეხრასაც კი ტრაგედიად აღიქვამს, რომელიც ჩემშია შემომძვრალი და შიგნით არსებული აურის ყველა უარყოფით ტალღას ყველაზე უკეთ გრძნობს და ნერვიულობს...- დე, ჩემთან ერთად იცინე რააა - ასეთიც ხშირად ხდება. ის დღე რა დღეა, როცა ერთად არ ვიგიჟებთ და სისულელეზე არ ვიხარხარებთ ჩვენ ორნი, ერთი ჭკუისანი :) რა ბედნიერებაა :)
ამბავი 3
- ,,ძალიან მიყვარხარ ჯუნა, დიდი რომ გავიზრდები ყველაფერს შეგისრულებ კარგიი?" - მისი პატარა, ჭკვიანი ტვინი ჯერ ყველაფერს მატერიალურ სურვილებთან აკავშირებს, ან კი საიდან უნდა იცოდეს, რომ ჩვენ, დიდები უაზროები ვართ და არ არსებულ თუ ძალით გამოგონილ თუ მარტივად გადასაჭრელ პრობლემებზე თავს ვიგრუზავთ და სამარცხვინოდ თავ-პირი ჩამოგვტირის.... რა სამარცხვინოა....
ამბავი 4
- ჩემი სიცოცხლე ხარ დედას ფუნთუშა :) - ასეთებს რომ ტკბილობს ისე მეგემრიელება, მინდა შევჭამო და გულში ჩავიძვრინო... ჩვენს სიყვარულს ზღვარი არ აქვს, მთელ დედამიწაზე მეტად უსაზღვროა. აი ერთადერთი რამ, რაზე კი არა და ვისზე წერასაც არც ჩემი ხასიათი სჭირდება და არც მუზა, ჩემი ბიჭი, რომელსაც დღითი დღე, სულ უფრო და უფრო მეტად და მიზანმიმართულად ჭკუიდან გადავყავარ :)
1 коммент.:
რა ბედნიერებაა <3
Отправить комментарий