მთელი ცხოვრება, რაც თავი მახსოვს, საკუთარი თავისადმი პრეტენზიებით ვცხოვრობ....
პრეტენზია მაქვს რომ ძალიან ძლიერი ვარ, პრეტენზია მაქვს რომ ყველაფერს სწორად ვაკეთებ, პრეტენზია მაქვს რომ მიზანდასახული და პრინციპული ვარ, პრეტენზია მაქვს რომ პატივისცემას ვიმსახურებ და სულაც არ მაინტერესებს თუ სწერვოზულ და ავადმყოფურად საკუთარ თავში დარწმუნებულ ქალად მთვლიან, იმიტომ რომ პრეტენზია მაქვს, რომ ასეთი არ ვარ.

ძალიან იშვიათად ხდება როცა გატეხილი ვარ და თავს ცუდად ვგრძობ, როცა რწმენა მაქვს დაკარგული და ვერ ვინძრევი, როცა არც ემოცია მაქვს და არც არაფრის კეთების ხალისი და მუღამი.... რის გამოც არ უნდა ხდებოდეს ეს ყველაფერი, გულში ყოველთვის ყველაფერს მაინც მამაჩემს ,,ვაბრალებ» და ტირილით ვსკდები ფიქრებით: ის რომ იყოს, ასე არ მოხდებოდა.... ღმერთმა იცის რა შუაშია მამაჩემი როცა სამსახურში ვიგრუზები, ან როცა გიოს ვეკამათები, ან როცა თემუკა ავადაა, ან როცა მანქანა მიფუჭდება ან...... სულერთია. ის რომ იყოს ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნება ჩემთვის. რაღაც დასაყრდენი კედელივით, რომელთანაც არაფრის შემეშინდება, რომელთანაც შემეძლება აღარ ვიყო ასეთი მაგარი და ყველაფრგამძლე, რომლისთვისაც სულ ბავშვი ვიქნები და ამ ბავშვობის არ შემეშინდება, რომელიც სულ ჩემზე და სულ სხვაგვარად იზრუნებს....
ზოგჯერ ძალიან ვიღლები ამდენი საკუთარი თავისადმი პრეტენზიებით........ მინდა უფრო მარტივი და ტკბილი ვიყო, მაგრამ ნე დანო :)
0 коммент.:
Отправить комментарий