კარგა ხანია ვფიქრობ როგორ დავიწყო ამ პოსტის წერა,
გუშინ ჩემმა შვილმა დაძინების წინ, როგორც ჩვევია ხოლმე, ბრძნული აზრი ,,წამოროშა“:
- დედა, დიდი რომ გავიზრდები, გთხოვ ხელი აღარ მომკიდო
და მე რაც მომინდება იმას გავაკეთებ, შენ არ მეჩხუბოო....
ჰოდა მივხვდი რომ ეს პოსტი ზუსტად ამით უნდა დამეწყო.... ყველაზე
მეტად არ მიყვარს დედის კალთას გამოკერებული ახალგაზრდები, მთელი ცხოვრება რომ უქონლობას,
უმოტივაციობას, უინტერესობას, უამბიციობას მშობლებს აბრალებენ.
ჩვენს დროში ასეთი ახალგაზრდები თითქმის გადაშენების
პირასაა, ყოველ შემთხვევაში ჩემს ირგვლივ, ჩემს გუნდში.
ჩემთან, კრისტალში, მუშაობენ ადამიანები, რომლებიც ისახავენ
მიზნებს, აჟიტირდებიან, უამრავს შრომობენ მათ მისაღწევად, აჩვენებენ შედეგს სხვებს და საკუთარ თავს, დამსახურებულად რეგულარულად ზეიმობენ წარმატებას,
მაგრამ არასდროს ჩერდებიან კმაყოფილების განცდით და მუდმივად დგამენ ნაბიჯებს წინ, წინ - ბედნიერებისკენ. ციდან ვარსკვლავებს წყვეტენ და სულაც არ ჰქონიათ
რომ ეს შეუძლებელია.
რატომ ვწერ ამ ყველაფერს: კრისტალი გთავაზობთ შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს. გვაქვს
ვაკანტური ადგილები საზაფხულო სკოლაში, სადაც იქნება დიდი კონკურსი, ბევრი საფეხური,
მაგრამ თუ თქვენ ყველა ამ ეტაპს წარმატებით გაივლით და მოხვდებით 3 კვირიან უმაგრეს
სკოლაში, თქვენც დაიჯერებთ რომ ციდან ვარსკვლავის მოწყვეტა შეიძლება !
გელოდებათ:
- - პიროვნული
განვითარება
- - ინოვაციური
სწავლება
- - უდიდესი
გამოცდილება
- - უმაგრესი
ტრენერები და
- - დრო, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ და რომლის ნოსტალგიაც
გექნებათ სულ
რაც მთავარია, თქვენს სწავლას მთლიანად აფინანსებს კრისტალი
ჩემო კურსელებო
(უმეტესობა უკვე ჩემი თანამშრომელია J),
კლასელებო და უბრალოდ მკითხველებო, ბევრი არ იფიქროთ, შეავსეთ განაცხადი! ეს შანსია,
რომელიც აუცილებლად წარმატებას მოგიტანთ....!
0 коммент.:
Отправить комментарий