საფულიდან ფოტო გადმომივარდა, აღება ვერ დავასწარი ჩემს შვილს, გულში ჩაიხუტა და ბაბუაო თქვა. სასწრაფოდ წავართვი, შემეშინდა არ დაეხია, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები ამ ფოტოს, მათბობს და იმ კარგ დროს მახსენებს, როცა მე ბედნიერ ბავშვად ვგრძნობდი თავს. შვილისთვის არაფერია იმაზე კარგი, როცა მის მშობლებს ერთმანეთი უყვართ და ოჯახში ჰარმონიაა.
ფოტო თემუკას მე ვაჩვენე, რათქმაუნდა მევე ავუხსენი, რომ ფოტოზე მისი ბაბუ იყო, თუმცა ჯერ არც მოფიქრებია ეკითხა თუ სად არის მისი ბაბუ. არც დავფიქრებულვარ, როცა მკითხავს, რა ფორმით უნდა ავუხსნა, სად ხარ?..
მას შემდეგ სულ კოცნის ფოტოს, ყველას აჩვენებს და გაუცნობიერებლად ამბობს, რომ ეს მისი ბაბუა.
კედელზე დაკიდებულ კალენდარზე ერთმანეთის მიმდევრობით იცვლება დღეები, თვეები, ერთ ოთახში გამოკეტილმა ვერც კი შევამჩნიე როგორ შეცვალა შემოდგომა ზამთარმა და ნელ-ნელა ზამთარს ცვლის გაზაფხული... დროს გავყევი და უკან მოხედვა დამავიწყდა, ყოველდღიურობაში და ერთფეროვნებაში ჩაფლულს ზოგჯერ მთავარი მავიწყდება.....
იმდენი ხანია საფლავზე არ ვყოფილვარ.... მე ვერც კი ვუვლი შენს საფლავს, ალბათ ამას ჩემი ბებო უკეთესად აკეთებს შენთვის. გული მწყდება, რომ არ ხარ ჩემთან ახლოს. ცოტათი რომ დათბებოდა და გაციების აღარ შემეშინდებოდა, ჩავაცმევდი თემუკას თხელ ჟაკეტს და წამოვიყვანდი შენს საფლავზე. დავჯდებოდით და ვილაპარაკებდით ბევრს, მოვუყვებოდი შენზე, ჭკვიანი შვილიშვილი გყავს, აუცილებლად მიხვდებოდა ყველაფერს, ბევრ კითხვასაც დამისვამდა ალბათ, თავსაც მომაბეზრებდა, მაგრამ ყველაფერზე აუცილებლად ვუპასუხებდი. ვეტყოდი, რომ როგორც მას ვუყვარვარ მე უზომოდ, ასევე ძალიან მიყვარდი მე შენ, რომ ვამაყობდი მე შენით და პირიქითაც იყო - შენ ჩემით. ვეტყოდი, რომ ძალიან კარგი მამა მყავდა და რომ მისი დედიკო თავისი მამიკოს ყველაზე საყვარელი გოგო იყო.
დაგიკრებდით მინდვრის ყვავილებს, თეთრებს და ყვითლებს, ლამაზებს და კოპწიებს (თემუკას საყვარელი სიტყვაა:)) და დავდებდით შენთან ლამაზად.
მერე სანთელს დაგინთებდით ერთად, რომ ჯერ კიდევ სიცივეში შენი ლამაზი სული გაგვეთბო, და მამაო ჩვენოს წავიკითხავდით. ქვაზე დახატულს, მაგრამ მაინც ლამაზს, გაკოცებდით ერთად ჩვეულისამებრ და წავიდოდით გულდაწყვეტილები, მაგრამ გულდამშვიდებულები, რომ შენთან ერთად ვიყავით ცოტა ხანი.
თითქოს დაკავებული გავხდი ამ ბოლო დროს, დრომ წამიღო და აღარ/ვეღარ ვლოცულობ. ზოგჯერ მძულს ჩემი თავი ამის გამო.
თუ მეპატიება მაპატიე
ძალიან მჭირდება ხოლმე შენთან ჩახუტება :(

1 коммент.:
მეც დიდი ხანია აღარ ვყოფილვარ სასაფლაოზე, მამის არა, მეგობრის. და რაღაცნირად მაწევს გულზე. ოღონდ იქიდან დამშვიდებული ვერასდროს მოვდივარ, იმიტომ რომ ჯერ კიდევ ერ ვეგუები :(
Отправить комментарий