ავად გავხდი.... საერთოდ ძალიან ცუდი წელი დამიდგა და ცუდი
ზამთარი გვქონდა იმ კუთხით რომ სულ ავად ვარ.... ბრონხიტი, ფილტვების ანთება, ბატონები....
ახლა ისევ ანთება, და ექიმმა გადაწყვიტა, რომ დროა ჩემმა თემუკამ ბუნებრივ კვებას თავი
დაანებოს და დაკმაყოფილდეს იმ საჭმლით, რასაც ჭამს დღის განმავლობაში, რადგან:
1)
მჭირდება წამლები, რომლებიც ბოლო-ბოლო მომარჩენს და
გამომაკეთებს, ეს წამლები კი ისეთი შემცველობისაა, ლაქტაციის პერიოდში მკაცრად იკრძალება;
და
2)
მალე 1 წლის გახდება და როდემდე უნდა ჭამოს ძუძუ?
ასე გადაწყვიტეს ექიმებმა მაგრამ ძალიან მძიმე გასაგები
აღმოჩნდა ეს ჩემი შვილისთვის.... :(
პირველ ღამეს გაგვაგიჟა და 3 ადამიანი ფიზიკურად დაგვაგდო... კიოდა გაუთავებლად, ითხოვდა
ჩემთან ჩახუტებას, მიძვრებოდა პერანგში, კუმავდა ტუჩებს, ყვიროდა დედას და იყო გაკვირვებული,
რომ დედა არ აჭმევდა კატეგორიულად :(
იმდენად შემეცოდა, თან დავიღალე, რომ ისიც ვიფიქრე, ავდგები და ვაჭმევ რა დაემართება-თქო...
მაგრამ ამიკრძალეს, ძვლის ტვინის განუვითარებლობას იწვევსო, არც გაბედოო.......
მეორე ღამესაც თითქმის იგივე სცენა, თუმცა გვქონდა უკეთესობა
და დღემდე ვაუმჯობესებთ სიტუაციას, მაგრამ ეს არ არის მთავარი.... რისთვისაც ვწერ ამ
ყველაფერს... გავოცდი როგორი ურთიერთდამოკიდებულება არსებობს დედასა და შვილს შორის
თურმე, როგორი რაღაც ბუნებრივი ძაფები, კავშირი.... ძუძუთი შვილი ღებულობს არა მხოლოდ
საკვებს, მეტიც - ეს საერთოდ მეორეხარისხოვანია !
ძუძუთი შვილი იღებს დედისგან სითბოს, სიყვარულს, მოფერებას, დედის სურნელს,
თვითდაჯერებულობას, უსაფრთხოების შეგრძნებას..... რავიცი რას არა. ახლა, როცა ასე თუ
ისე შეეგუა იმ სიტუაციას, რომ დედა ძუძუს აღარ აჭმევს, მთელი ღამე ჩემს მუცელზე თავდადებულს
ძინავს. რამდენჯერ გავასწორებ და იგივე პოზაში მხვდება გაღვიძებულს :) თვალდახუჭული თავისი ბოტოტა თითებით მეფერება, ცხვირს
უხახუნებს ჩემს სხეულს და კმაყოფილი იმით, რომ ნამდვილად მე ვარ, იძინებს <3
ასეთი გულწრფელი და თავდადებული სიყვარული დიდ ადამიანს
არ შეუძლია-თქო, ხანდახან ვფიქრობ... მას ხომ უპირობოდ ვუყვარვარ, ისეთი როგორიც ვარ...
ვუყვირი ზოგჯერ, მაგრამ უფრო მაგრად მეხუტება და ტირის, მკაცრად ითხოვს სითბოს, მოფერებას,
ჩახუტებას, რომ ვკოცნი სიამოვნებისგან თვალებს ხუჭავს და ეღიმება....
ისეთ სენტიმენტალურ განწყობაზე ვარ ამის შემხედვარე....
თან დაღლილი, უსაშველოდ.......
როდის გავიზრდებით.........?!
1 коммент.:
საწყალი : (((( მაგრამ, მალე მიეჩვევა უძუძუობას:*** და შენც უკეთ გახდები :*
Отправить комментарий