понедельник, 15 октября 2012 г.

წვიმიანი ამინდი და ამბოხებული მე

Автор: ჯუნა на 10/15/2012

დღეს გაწვიმდა და რატომღაც ამბოხების ხასიათზე ვარ...:)
თითქოს ჩემი სული ჯინია ბოთლში გამომწყვდეული და დიდი სურვილი აქვს ნამსხვრევებად აქციოს ეს ბოთლი, გათავისუფლდეს და გაფრინდეს ქუჩებში.... მოიაროს წვიმიანი ქუჩები, ქალაქები; გათავისუფლდეს ზედმეტი ვალდებულებებისგან, სტანდარტებისგან, მოთხოვნებისგან, მოვალეობისგან და ოფიციალურობისგან, რომლებიც აუცილებლად  გაწუხებენ თავისი არსებობით და გაბამენ....

ამბოხების ხასიათზე ვარ და ცვლილებები მწყურია, თავისუფლება და ბევრი :)

პირველად მომინდა ცხოვრებაში მოტოციკლეტი მყავდეს :)
სიამოვნებით წავიდოდი რომელიმე უცხო და დიდ ქალაქში, სადაც არავინ მიცნობს.... ვიფრენდი და დავფარავდი ბევრ კილომეტრს მხოლოდ ჩემს თავთან და წვიმასთან ერთად.... ოოო, ოღონდ არ იფიქროთ ახლა რომ რომანტიკის და სენტიმენტების ხასიათზე ვარ. არა! ვიქნებოდი უხეში და გამაღიზიანებლად თავდაჯერებული, გავიყოლებდი ათასი ჩამქრალი თვალის გამოხედვას და უკანაც კი არ მოვიხედავდი....

ისე გიფიქრიათ ოდესმე თქვენს პარალელურ სამყაროებზე და რაღაც მსგავს სისულელეებზე?

ჩემი პრობლემა იმაშია, რომ არ მაქვს ერთი მუხტი, არ ვარ არც მხოლოდ მკვეთრად პლიუსი, არც მხოლოდ მინუსი და ჩემში ბლომად არის ყველაფერი საპირისპირო თავმოყრილი. მუდმივად ვარ ჩემს თავთან წინააღმდეგობაში და მუდმივად ვეჯახები ჩემს თავს რქებით. ჩემი ფიქრები ვერ მოდის ერთმანეთთან შესაბამისობაში და ხშირად ვთვლი თავს შეშლილად მხოლოდ იმიტომ, რომ მე თვითონ არ ვიცი ზუსტად როგორი ვარ და რა მინდა ამ ცხოვრებაში.... ხოდა რა კარგი იქნება რომ არსებობდეს ვინმე ჩემი პარალელური ჯუნა, რომელიც წაიღებდა ყველაფერ იმას რაც ჩემში ზედმეტია და იცხოვრებდა თავისთვის სადღაც პარალელურ სამყაროში, მას ექნებოდა ყველა ის თვისება ,ფიქრი, წარმოდგენები, რომლებიც მე არ მჭირდება, ცხოვრებაში ხელს მიშლის და დიდი სიამოვნებით გავატანდი მათ ქარს....

დავრჩებოდი ერთი წყნარი და უწყინარი გოგო მშვიდი და ალბათ ცოტა პროვინციული ქალაქიდან, რომელსაც ექნებოდა ამბიციები ნორმაზე ნაკლები, შრომისმოყვარეობა ბევრი და მოთმინება უამრავი.... დამაკმაყოფილებდა ცხოვრების დინებასთან ერთად ცურვა და აზრადაც არ მომივიდოდა მყოლოდა მოტოციკლი საფრენად ...
არეული პოსტი გამომივიდა, ისეთივე არეული როგორიც მე ვარ ახლა რატომღაც

5 коммент.:

Sophie שרה Golden комментирует...

ეჰ, როგორ კარგად მესმის შენი. რაღაცის გაკეთება რომ გინდა, თან არ გინდა და ვერ გაგიგია, ვინ ხარ საერთოდ და რა გინდა, ან თუ გინდა საერთოდ. სიგიჟეა და რას იზამ, იცის მოვლა ხანდახან.
ხშირად წერე რა.
თემუკა რას შვრება? :*

ჯუნა комментирует...

მადლობა სოფი, თემუკა კარგად არის, სწავლობს ნელ-ნელა მაიმუნობებს და სულ არ აჯავრებს დედას წამოვლები :) :*

Анонимный комментирует...

ჩემს ხასიათს წვიმა არ უყვარს და წვიმს... წვიმს... წვიმს... თუმცა მოივლის ხოლმე სივრცეებს ძლივს, ძლივს, ძლივს... თითქოს, ჯინაზე შესაყვარებლად- წვიმს... წვიმს... წვიმს... მე გალუმპული მივაპობ წვეთებს და ველი მომავლის სხივს...

ჯუნა комментирует...

ლამაზია :)

Анонимный комментирует...

თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )

5 комментариев:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review