11 საათი დაიწყო, უკვე 1 საათია ვაძინებ....
თავს მიქნევს გახარებული, ალბათ ფიქრობს: რით ვერ გაიგე ადამიანო რომ არ მეძინება...
ნანო ჩემი მულია, სინამდვილეში ლიკა ჰქვია, ჩემს ძმას ნიკა ჰქვია, თემუკა ორივეს ნანოს ეძახის.
სულ ცოტა ხნის წინ, პატარა რომ იყო და მისი დაძინება გამიჭირდებოდა, მეზობლის ძაღლით ვაშინებდი, მოვა ბომბორა და გიკბენს-თქო. ეგრევე წვებოდა და თვალებს ხუჭავდა მთელი ძალით და გულმოდგინებით, ახლა იქით მაშინებს...
- "დიდაა " - ამბობს თავისი ტკბილი ხმით, ჩემს გულთან მოაქვს თავისი ტუჩები და ხმამაღლა მკოცნის, ოღონდ ჯერ ტუჩებს მადებს და მერე ხმას გამოსცემს :)
არა ჯუნა, გული არ აგიჩუყდეს ახლა თორე სულ ვეღარ დააძინებ - ვამხნევებ თავს და მკაცრ სახეს ვიღებ.
ამასობაში თემუკა თითებით სახეზე მეფერება და ამბობს:
ამნუ მის ენაზე ლომს ნიშნავს, ერთი წიგნი ვუყიდე ბიბლუსში, ლომების ცხოვრებაზეა :) მკერავს რომ წავუკითხო.
უკვე 11-ის 20 წუთია, ნერვები აღარ მაქვს, არც მისი ტირილი მინდა, მეცოდება.
თავს მიქნევს ჭკვიანივით... ხელს მხვევს კისერში რაც ძალა აქვს, იცის რომ მალე დაეძინება და თავს იზღვევს არ გავეპარო...
როგორც იქნა ეძინება, უკვე 11-ის ნახევარია, ცოტა ხანს ვერ გავეპარები გაეღვიძება, 10-15 წუთიც, ღრმად ჩაეძინება და მერე... იმდენი საქმეს გავაკეთებ, facebook-ი მელოდება, სემინარიც სასწავლი მაქვს, კიდე ლაქი უნდა წავისვა........
დილით ბუდილნიკის ხმა გვაღვიძებს ერთად...
5 коммент.:
ჰაჰა თემუკა რა სასაცილო ვინმეა. ვაიმე, აი ამის მეშინია, ჯუნა, რომ ეზრა გაიზრდება და ისიც ზუსტად ასე დაიწყებს მაიმუნობას, მოფერებებს და გადამრევს.
არა, ბავშვებს მაინც რატომ არ უყვართ ძილი, აღარ შემიძლია :|
დაიწყებს აუცილებლად და გადაგიყვანს ჭკუიდან :) მერე ვეღარც გაუბრაზდები, ვერც უყვირებ, მისი ტირილი გულს აგწვავს... აი ეს მჭირს მე და თან მეშინია ძალიან არ გამიუზრდელდეს ამდენ ფერებაში :)
dedashviloba : ))
რა საყვარელი ვინმეა <3
თქვენ ხართ ფინანსურ კრიზისში, ეძებთ ფულს, რომ დაიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გადაიხადოთ გადასახადები ?, PayLATER სესხს მიეკუთვნება ყველა სახის სესხი დაბალ საპროცენტო განაკვეთზე 2% -ით, გთხოვთ მიმართოთ ელ.ფოსტით შემდეგ მისამართზე: ( paylaterloan@zoho.com ) ან WhatsApp ( +19292227518 )
Отправить комментарий