ყოველდღიურ რეჟიმში ზოგჯერ ვერც კი ამჩნევ დრო როგორ
გადის... ვერ ასწრებ ირგვლივ მოხედვას, ცხოვრებას, და მართალია იმისთვის მუშაობ, რომ კარგად
იცხოვრო და შენს ოჯახს ბედნიერად მოახმარო, მაგრამ ჯამში ერთ დღესაც რომ დაფიქრდები აღმოაჩენ, რომ სამსახურით და სამსახურში უფრო ცხოვრობ ვიდრე ოჯახში და ოჯახთან. დილით
იღვიძებ ფიქრით, რომ სამსახურის მერე ბავშვს გაასეირნებ, შაბათ-კვირას თოჯინებში წაიყვან,
შენს ქმარს დროს დაუთმობ..... და ა.შ. თუმცა სამსახურის მერე მხოლოდ საათზე დაკვირვების
თავიღა გაქვს ხოლმე, რომ დრო მალე გავიდეს და ბავშვის დაძინების დრო მოვიდეს..... მერე, თვალების დახუჭვამდე თავისუფალ დროს კი ცოლ-ქმარი ატარებს საკუთარ ლეპტოპებში თავჩარგულს, ინფორმაციული
ვაკუუმის ამოსავსებად, პირადი თავისუფლების შესაგრძნებად, ენის, ტვინის დასასვენებლად
და შედეგად ყველას ყველა ენატრება..... ყველა ურთიერთობის და ყურადღების ნაკლებობას
განიცდის და გარემო ვეღარ ივსება იმდენი სითბოთი და დადებითი მუხტით, როგორითაც სავსე
იყო მანამდე.
ზოგადად, ხომ ამბობენ ხოლმე, რომ დროთა განმავლობაში სიყვარულს
რაღაც ემართება და ცვდება. აღარ არის იმდენად მწვავე, აღარ დადიან მუცელში პეპლები, ტელეფონის ეკრანზე მისი სახელის დანახვისას აღარაფერი
გემართება ...... ეს ურთიერთობებზეც აისახება, რომლებიც უფრო ყოველდღიურობისგან შეჭმული
ხდება... ყველას აქვს ეს პრობლემა. და ზოგჯერ პროტესტი მიჩნდება. იმიტომ რომ არ შემიძლია
მეტი დრო დავუთმო იმათ, ვინც მე მიყვარს, არ მაქვს საკმარისი დრო, საკმარისი ენერგია,
საკმარისი შეძლება, თუნდაც საკმარისი ფინანსები.... ვერ ვახერხებ რომ აღარ დავიხარჯო ბოლომდე სხვაგან და ბევრი სითბო, მუხტი,
ენერგია მივიტანო სახლში.
ჩემგან არ წასულან პეპლები, მე ისევ მიყვარს შენი სუნი,
ისევ მენატრები ქრონიკულად, ისევ გული მითბება შენი სახელის დანახვისას ტელეფონის ეკრანზე
და მით უმეტეს მესიჯის დანახვისას, რომელიც ასე იშვიათია ბოლო დროს. ვაპროტესტებ. არ
მინდა მე იმისთვის ცხოვრება, რომ მე და შენ სულ ვიმუშაოთ. მე მინდა იმისთვის ვიმუშაოთ, რომ მე და შენ ვიცხოვროთ ტკბილად, ბედნიერად და ერთად!
1 коммент.:
Es kompiuteri ra sashineli senia. Ara kompiuters vin chivis, axla ukve smart phones ver agdeb adamiani xelidan :-( Chvenc ase vart xshirad da vbrazdebi. Kidev kargi shabats arafers vrtavt da mxolod ojaxs vutmobt am dges.
Mesijebi ki misweret ertmanets xshirad, mgoni mesiji yvelas axarebs, roca ar unda iyos.
Temukas moswons teatrshi? Kidev sad dagyavs, mainteresebs am asakis bavshvebs ra izidavt.
Отправить комментарий