среда, 24 августа 2022 г.

თქვენი ბედნიერების წყარო რა არის?

Автор: ჯუნა на 8/24/2022

           რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი?
 ჩვენ, ყველანი დაუსრულებელ რუტინაში ვცხოვრობთ. ბევრს ვმუშაობთ, ხანდახან ვფიქრობთ რა ვჭამოთ სადილზე ან ვახშმად, რით ვუმასპინძლოთ სტუმარს, რით გავახაროთ ბავშვები ან როგორ არ დაგვრჩეს უყურადღებოდ ახლობელი ადამიანები.... დაუსრულებლად ვფიქრობთ, ვიღლებით, ვაღწევთ დღის მიზნებს, ისევ ვიღლებით, ვისვენებთ და თავიდან... ვცხოვრობთ ხელფასიდან ხელფასამდე, ორშაბათიდან კვირამდე, ვისრულებთ ოცნებებს ან მივყვებით გეგმებს... ველოდებით ახალ წელს, დაბადების დღეს, მერე აღდგომას... და როდის ვცხოვრობთ? ან კი რა არის ჩვენი ცხოვრება? როდის ვართ ბედნიერები? როცა ვმხიარულობთ, ბევრს ვმუშაობთ, როცა ფუჭად ვფლანგავთ დროს, ვზარმაცობთ თუ დეპრესიაში ვართ... არ ვიცი. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა პასუხი მაქვს ამ კითხვაზე. 

                                                                     ***

 ხანდახან ვფიქრობ რომ ცხოვრების მიზანი უბრალოდ ცხოვრებაა. 

 მაგალითად: 

 კარგი მუსიკის მოსმენა. ხანდახან კარგი მუსიკა ცხოვრების აზრსაც მიგახვედრებს და შთაგაგონებს. ცრემლები მოგადგება ან ღიმილი. ჩახუტება მოგინდება. სიკეთეც მოგინდება. კარგი განწყობის გაზიარებაც. 

კარგი წიგნის წაკითხვა. წიგნის, რომელიც ბევრს დაგაფიქრებს და იმ აზრებს მოგიტანს, რაც ადამიანად შეგქმნის. სრულგყოფს. 

საკუთარი შრომით შექმნილი შედეგი. მაგალითად გინახავთ კომპოზიტორი, რომლის მელოდიასაც მუსიკოსი სცენაზე ასრულებს? ყოველი ახალი ნოტი მისი ცხოვრების პატარა ნაწილია, რომელიც აღაფრთოვანებს, ასევდიანებს და ერთდროულად აბედნიერებს, რადგან მისია, მან შექმნა და ღვთაებრივია. თუ მსგავსი არაფერი გინახავთ, აუცილებლად ნახეთ ენტონი ჰოპკინსის ვალსის შესრულება. ვფიქრობ, შეუძლებელია ჰოპკინსი არაჩვეულებრივი ადამიანი არ იყოს. მან ლამაზი კომპოზიცია შექმნა და მისი მოსმენით ბევრ მსმენელთან ერთად გაბედნიერდა. ბედნიერი ადამიანები ვერასდროს არიან ჩვეულებრივები ან არაკეთილშობილები. 

ჯანსაღი სიყვარული. სიყვარული ხომ მთავარი შთაგონების წყაროა. ენერგიის წყაროა. სილამაზის წყაროცაა. როცა გიყვარს ყველაფერი შეგიძლია. სრულყოფილად ცხოვრებაც უფრო მარტივია. 

                                                                      *** 

           სანაპიროზე ახალგაზრდა ლამაზი წყვილი ისვენებდა. 3 შვილით. დედა წყალში ცურავდა 2 შედარებით მოზრდილი ბავშვით, მამა ნაპირზე თამაშობდა პატარა გოგონასთან. ირგვლივ ყველა შფოთავდა ფაქტით, რომ ქალი ცურავდა, ქმარი კი ნაპირზე ბავშვთან თამაშობდა. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა ქალი ნაპირზე ყოფილიყო 3 ბავშვით და კაცს თავისუფლად გაეცურა ზღვაში. ვალდებულებების და პასუხისმგებლობების გარეშე

          როცა ჩემი და ახალ სახლში გადავიდა, მეუღლე ხშირად ეხმარებოდა საოჯახო საქმეებში. რადგან ორივე მთელი დღე მუშაობდა, საღამოს საქმეებს ინაწილებდნენ და ერთად ალაგებდნენ სახლს, რიგრიგობით რეცხავდნენ ჭურჭელს, საჭმელსაც ის აკეთებდა ვისაც მეტი დრო ექნებოდა ამისთვის. მეზობლები ამბობდნენ რომ ჩემი და ქმარს აჩმორებდა. რათქმაუნდა ჯობდა რომ ყველაფერი მას გაეკეთებინა და კაცს მთელი საღამო ტელევიზორთან გაეტარებინა. 

          როცა მეგობარს ნანატრი გოგონა შეეძინა, საღამოობით მან მეგობრებთან გასვლა გააიშვიათა და სამსახურის მერე ბავშვის გარემოცვაში თავს გაცილებით მშვიდად და კმაყოფილად გრძნობდა. "მეგობრების" ნაწილი ამბობდა რომ ცოლმა ეს ბიჭი სულ გამოაშტერა. ნაწილი კი ამბობდა რომ ბიჭი ყოჩაღი იყო და ცოლს ეხმარებოდა. ეხმარებოდა მისთვის ნანატრი ქალიშვილის გაზრდაში. 

          ზოგადად ჩვენ ბევრი სტერეოტიპის მსხვერპლი ვართ. და გულწრფელად შეიძლება სულაც არ ვფიქრობდეთ რომ შვილი მხოლოდ დედის გასაზრდელია და ძალიანაც მოგვწონდეს დედა და მამა თავ თავის როლში, მაგრამ საკუთარი არაბედნიერების შეგრძნება არ გვაძლევდეს სრულყოფილად სხვისი ბედნიერების გაზიარების შესაძლებლობას. 

                                                                    *** 

ძალიან მინდა ადამიანები უბრალოდ ბედნიერები ვიყოთ. შევძლოთ და ვიპოვოთ ბედნიერების ის წყარო, რაც ხელმისაწვდომია ჩვენთვის.

Комментариев нет:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review