понедельник, 30 августа 2021 г.

ხვალ გაგვეღიმება :)

Автор: ჯუნა на 8/30/2021

          ხანდახან, როცა რუტინა წაგიღებს, გგონია რომ საუკუნეები შეიძლება გავიდეს ასე, არაფერი შეიცვალოს და სულ ასე გაგრძელდეს. ყოველთვის მხოლოდ ის იყოს შენი საზრუნავი როგორ შეუთავსო ერთმანეთს მოვალეობები, საქმეები, დარდები, სიხარულები, პასუხისმგებლობები, ყოველ ჯერზე უბრალოდ ეცადო რომ ამ ჟონგლიორის ფრიად რთულ დავალებას წარმატებით გაართვა თავი, არცერთი რგოლი არ ამოგივარდეს, არ აებნე და ყველაფერი არ აგერიოს. თუმცა არა, საუკუნეები არა - ამ დროს დროზე შეიძლება სულაც არ იფიქრო, ვერც განსაზღვრო რამდენი ხანი გავიდა რაც რამე მნიშვნელოვანზე არ გიფიქრია, რამდენი ხანი გავიდა რაც არ ამოგისუნთქია, უბრალოდ არ გაჩერებულხარ და უკან მოგიხედია.

          მე გავჩერდი გუშინწინ. გამაჩერეს :) ვიღაც ქალმა დამირეკა და მითხრა თუ ჯუნა ბრძანდებით ავად ხართო... 

          უცნაურია რომ ამხელა გოგო ვარ და არ ვიცოდი ეს ავადმყოფობა რა იყო. რა არ გამიგონია ან არ მცოდნია, მაგრამ ეს სიტყვა რას გულისხმობდა არ ვიცოდი.... მეგონა ამისგან მოვკვდებოდი. მხოლოდ გიოსთან დარეკვა მოვასწარი, მერე იატაკზე გავიშოლტე და თავი გოდებას მივეცი მანამ, სანამ გიო არ მოვიდა და თვალებ და სახე დასიებული ექიმთან არ წამიყვანა

          სანამ იმ წყეულ ოთახში შევიდოდი, აზრები ელვის სისწრაფით დაჰქროდნენ ჩემს თავში და ღმერთამდეც მივედი.... თითქოს ყველა აზრი გვერდზე გადგა, დამშვიდდა და მე და ღმერთი დავრჩით ჩემს გონებაში. ის მიყურებდა და ელოდა რას ვეტყოდი, აი ისეთი, წარბაწეული და ცნობისმოყვარე სახით :) და იმ მომენტში ზუსტად ვიცოდი, რასაც ვეტყოდი ყველაფერი ზუსტად ისე იქნებოდა. იმიტომ კი არა რომ ღირსი ვარ, უბრალოდ ღმერთს მაინც ვუყვარვარ და ჩემი სულ ესმის ხოლმე 😊 და რომ უნდა დამეწყო თხოვნა და ვედრება ჩემს ჯანმრთელობაზე, უცებ ყველა ჩემი ბოლო დროინდელი ლოცვა გამახსენდა. ნუ ლოცვა ხმამაღალი ნათქვამია.... უფრო შეთანხმება, ხატების წინ რომ დადგები ყოველ დღე და ღმერთთან შეთანხმებას დებ ბუტბუტით - თუ ვინმეს რამე უნდა დაემართოს - ყველა მე დამემართოს. თუ ბავშვებს რამე განსაცდელი ელით - მე მომეცი მხოლოდ, და მათი წილი ჯანმრთელობის ყველა პრობლემაც - მხოლოდ მე... გამახსენდა ჩვენი შეთანხმება და ვეღარაფერი ვუთხარი ღმერთს. თავი დავხარე და ყველა აზრი გაქრა. მხოლოდ ის ვუთხარი, რომ თანახმა ვარ იყოს ნება მისი. და მხოლოდ მადლობა. მადლობა რომ ჩემი შეისმინა, შეთანხმება შეასრულა და მე მომცა ის, რაც შეიძლებოდა თემოს დამართნოდა, ან ვიქტორიას, ან გიოს.... 

          სამწუხაროდ, ისეთი მაგარიც  არ აღმოვჩნდი, რომ ეს ფიქრები საკმარისი ყოფილიყო ჩემი სიმშვიდისთვის. ეგოიზმი მაინც ყოველთვის  მძლევს, როცა საქმე ჯანმრთელობას ეხება. ვერასდროს ვეგუები საკუთარი მუსკულების შესუსტებას და უმწეოს პოზიციაში საკუთარი თავის აღმოჩენას. მაგრამ ეს მხოლოდ დროის საკითხია. ადამიანი ყველაფერს ეჩვევა :)

08/2020

Комментариев нет:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review