четверг, 21 июня 2012 г.

თემუკას პირველი დაბადების დღე

Автор: ჯუნა на 6/21/2012

დღეს ჩემი თემუკას პირველი დაბადების დღეა... ისე სულმოუთქმელად ველოდი ამ დღეს... ვიღაცამ შეიძლება დამცინოს ასეთი ფორიაქისთვის, მაგრამ მართლა ძალიან მნიშვნელოვანია 21 ივნისი ჩემთვის !
შარშან ზუსტად ამ დროს ჩემი თემუკა დაიბადა. ეს დღე სხვანაირი იყო, ვერც ერთ სხვა დღესთან რომ ვერ შეადარებ... ემოციური, უცნაური... ისე მაინტერესებდა ვის ვატარებდი მთელი 9 თვე მუცლით და როგორც  იქნა ვნახე. ისეთი პაწუა იყო და ახლა რამხელა დევია... : ) 
მაქვს რაღაც ჩანაწერები, რასაც ვაკეთებდი ხოლმე თვიდან თვემდე, ჩემთვის სამახსოვროდ, თავიდან იშვიათად, მერე უფრო სისტემატურად და ძალიან მინდა გამოვაქვეყნო.
როგორ გაიზარდა თემუკა:
3 თვიდან - დაიწყო ცნობისმოყვარეობა, თვალის გაყოლება ჭამის დროს, ბუბუ-ბაბუს ძახილი, ღიტინზე აქვს რეაქცია.

4 თვიდან - ნივთების გამორთმევა და ხელში დაჭერა, დედიკოს კარგად ცნობა.

5 თვე - ამბობს ბგერებს მიმგვანებულს დედასთან, ამოუვიდა ქვედა 2 კიჭი, ისწავლა დედაზე გატირება, სიაფანდზე ხველება :) დაიწყო ხელების გამოწოდება მოსვლაზე.

6 თვის და 1 კვირის - საწოლში მამამისთან გადაგორდა და ბედნიერი სახით დაიძინა )
ზუზუს (ჩვენი თუთიყუში) ცნობს. ჩავსვი ჭოჭინაში.

7 თვე - ტაშს უკრავს, ხელს აქნევს დასამშვიდობებლად, მარტო ჩემთან და ლიკასთან (მამიდა) უნდა ხელში ყოფნა.
ჭამს ქათმის და ძვლის ბულიონს, გასინჯა მაწონი, ყველი, პეჩენია, კოკორი... ძალიან უყვარს კარტოფილის პიურე.
იმალება, თავს ხრის და გვეთამაშება ჭიტას, მოდი დე დავაკუკუნოთ-თქო და პირს აღებს, კბილებს მაჩვენებს, მე კბილებზე კოვზით ვუკაკუნებ და იცინის )
ცუდად ძინავს, მთელი ღამე ჭამს.
8 თვე - დაიწყო ბრუ-ბრუ :) პირით წვიმების კეთება. აქტიურად უკრავს ტაშს, გასინჯა ნადუღი და ძალიან მოეწონა, ყველიანი მაკარონიდან უჩას (ბიძა) ამოუჭამა ყველი ))
ისწავლა ენის გამოყოფა, 7 მარტს პირველად დამიძახა დედა, გარკვევით და აზრიანად. იძახის დე, დედიდედი, დედა, დედუ.... ამოუვიდა ზემოთ 3 კიჭი. შეგვეყარა ვირუსი, გაიკეთა ინგალაციები :(
კოცნის დროს აძაგძაგებს. არ ძინავს.
9 თვე - იძახის მამას, დათოს, ნონას, მემეს ან მომეს. გასუქდა, იმგზავრა მატარებლით ქობულეთში, ზუზუს ემუქრება, ეუბნება მამამამას და საჩვენებელ თითს უქნევს.
ყველაზე ძალიან უყვარს ბურთები, მღერის პარამ-პამ-პამ-ს ანტოშკაში : )
ცოტახნით დადგა დამოუკიდებლად.
გასინჯა ხაჭაპური, მჭადი, ყველი, შემწვარი კარტოშკა, ღომი - ყველაფერი მოეწონა.
დაემართა ბრონქიტი, მე - ფილტვების ანთება.
კარგად ხოხავს, უყვარს ბაბუსთან ყოფნა და თხოვს ბურთის თამაშს.

10 თვე - ლილი (დიდი ბებო) უმღერის და ეს ცალ ფეხზე ყუნცულობს, თავისი ჭკუით ცეკვავს :)
ეშინია ბომბორასი, (მეზობლის ძაღლი), შავი კატის, ისე კატები უყვარს.
მე დამემართა ბატონები.
დივანს დაყვება აქეთ-იქით. უმღერის თავის თავს ნანას. უყვარს ბასტი ბუბუს სიმღერები. აგზავნის ჰაეროვან კოცნას შემდეგნაირად: გაშლილ ხელს მიიდებს ტუჩებზე და ილოკავს :)
ყველზე გიჟდება. მარტო ყველს ჭამს ან მჭადთან ერთად. ასევე ძალიან უყვარს პური.

ისწავლა კივილი და ყველაფერზე კივის. საწოლში ღამე დადის.
სწრაფად ხოხავს, ფეხები უშავდება ხოხვისგან :)
თავის თავს უმღერის ნანას ზუსტად ჩემნაირი ინტონაციით. დავასკვენით, რომ ძალიან კარგი სმენა აქვს :)
11 თვე - ისწავლა კოცნა, ნასკების ჩაცმა, სავარცხლის თავზე გადასმა (მისი ჭკუით ივარცხნის:)); იმორცხვებს, თავს ხრის ძირს და იღიმის, განსაკუთრებით მაშინ, როცა უყურებს თავის ვიდეოს ან ისმენს საკუთარ ხმას :)
ჭამა ალუჩა, ალუბალი, მალინა, ტყემალი... გიჟდება მლაშე და მჟავე საჭმელებზე :)
გადაეჩვია ძუძუს, ძალიან განიცადა, 3 ღამე კიოდა.... ბოლომდე ახლაც არ დავიწყებია (იხ.წინა პოსტი :)
შეუყვარდა ბომბორა და მთელი დღეები ეძახის ბომბოს :)
ყველაფერი ესმის: თავი დადე ბალიშზე, კოცნა გამომიგზავნე, ბურთი მომიტანე....
პირველად შეიჭრა თმა, სტილისტი - დიდი ბებო ლილი :) არ უხდება, პრიუტის ბავშვს გავს :)) მაგრამ მალე მოეზარდა.
ჭამს უზომო რაოდენობით და სულ ! 

ზოგადად ძალიან აზრიანია, ყველაფერი ესმის, არ უყვარს როცა ვუყვირი და ვუბრაზდები, მგონია რთული ხასიათი ექნება, მაგრამ სიყვარულით ყველაფერს გავაკეთებინებ.
თბილია, მეფერება თითებით სახეზე, ჩემგანაც ითხოვს მოფერებას. როცა ერთად ვართ კმაყოფილია, ძალიან მოკედლებულია ჩემზე და ერთად ყველაზე კარგად ვგრძნობთ თავს !

მე მიყვარს ჩემი დიდი ბიჭი !
ერთის გახდა :)

5 коммент.:

სიყვარულოვნა комментирует...

ვაიმე რამდენი დრო გავიდა პროსტა ო.ო გაამოვშტერდი :დ
შენს ბლოგს რომ ვკითხულობდი ჯერ კიდევ შეყვარებულობის პერიოდი გქონდათ ^^

დიდი ბიჭი გაიზარდოს პატარა თემუკა <3 ძალიან საყვარელი ვინმეა ^^

ჯუნა комментирует...

და მთელი ეს დრო შენ ჩვენთან ერთად ხარ <3 დიდი მადლობა :)

Анонимный комментирует...

მთელი ეს დრო მეც სულ სულ სულ ყველა პოსტს გკითხულობთმაგრამ ამ ბლოგსპოსტის კომენტარებმა დამტანჯა და არაფერი დამიწერია. ძალიან მიყვარს შენი პოსტების კითხვა, ყველა ისეთი თბილია და დედობრივი გრძნობით გაჯერებული.

აქაც ვულოცავ პატარა თემუკას.

დიდი მადლობა ვეკო :) შენც გილოცავ აქაც პატარა ელენიკოს <3 ბედნიერ დედაშვილობას გისურვებთ :*

5 комментариев:

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review