четверг, 29 июля 2010 г.

ცოლის პოსტი :)

Автор: ჯუნა на 7/29/2010 5 коммент.
ჩემი პირველი პოსტია, რომელსაც ცოლის სტატუსით ვწერ. არ ვიცი შეიცვალა თუ არა რამე ჩემში, უბრალოდ ვაფიქსირებ რომ ძალიან ბედნიერი ვარ.... არა, იმიტომ კი არა რომ ბედნიერი უნდა ვიყო. მართლა ბედნიერი ვარ. ჩემი ტკბილი და ღრმა შეგრძნებებით, იდილიით, ქმრით, რომელშიც მაინც აღმოვაჩინე სიახლეები.... თურმე იმაზე თბილია ვიდრე მეგონა))) და კიდე მღერის დუშში, თან ისე კარგად, რომ კარებთან დავჯექი და ვუსმენდი :)

კანონიერი ცოლ-ქმარი ვართ უკვე. ისე უცხოა ეს სიტყვა... ცოლი. ვერ მივეჩვიე ჯერ ამ სტატუსს)) მეუბნებიან ხოლმე შენს ქმართან დაჯექიო და მეამაყება რაღაც ბავშვურად ))

воскресенье, 25 июля 2010 г.

ბედნიერება

Автор: ჯუნა на 7/25/2010 6 коммент.
ახლა, როცა ეს ნაწერი ბლოგში ქვეყნდება, პირველი საათია, მე ალბათ უკვე წმინდა გიორგის ეკლესიაში ვარ და ჯვარს ვიწერ. ვთხოვდები კაცზე, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და რომელთანაც ძალიან მინდა ცხოვრების ბოლომდე სიყვარული მაკავშირებდეს. მასთან ვიყო ჭირში, ლხინში, სიღარიბეში და ბედნიერებაში. გავიზიარო მისი სიხარული და ტკივილიც, მოვუფრთხილდე და მასზე ვიზრუნო.
ჯერ დილაა ჩემთან ყველას ძინავს. მე კი, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ძალიან ცოტა ვიძინე, თვალს ვერ ვხუჭავ. ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი და თან ერთი სული მაქვს საათები მალე გავიდეს....
ჯვრისწერაზე ვიქნებით მხოლოდ ჩვენ და ჩვენი მეჯვარეები ანუკა და დათო. მერე დავურეკავთ მშობლებს, გაიოცებენ, მაგრამ გაუხარდებათ :)
მერე კი წავალთ ბათუმში, ალბათ 1 კვირით.....
როდის მოვა პირველი საათიიი......... :*:*

четверг, 22 июля 2010 г.

შენ რომ იყო...

Автор: ჯუნა на 7/22/2010 3 коммент.
წელიწადში ორი დღეა ასეთი, ერთად რომ ვიკრიბებით ყველა, ვინც შენ გეძვირფასებოდით, გიყვარდით, ვისთანაც შეხება გქონდა. შენი დაბადების დღე 06.06 და გარდაცვალების დღე 21.07.
ამ დღეს ვაკეთებთ უამრავ საჭმელს, მე ვაკეთებ კოკრებს. მოდიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად გული ტკივა ან ისეთებიც რომლებიც უბრალოდ ვალს იხდიან, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ მათ ყველას უყვარხარ.
ყველას თავისი გელა ყავს გონებაში და გულში შემორჩენილი: ზოგს საუკეთესო მეგობარი გელა, ზოგს - ნიჭიერი მოსწავლე, საყვარელი ქმარი გელა, კეთილი და მზრუნველი მამა გელა....
ამ დღეს ყველაფერი კეთდება შენთვის. ამბობენ ყოველ წელს ერთი და იგივე სადღეგრძელოებს, ყვებიან ერთი და იგივე ისტორიებს...
ვიღაცის თვალებს ჩუმათ ცრემლმორეულს დავინახავ და სიყვარულით ვივსები.... მჯერა მისი გულწრფელობის და კიდე კუდში დავსდევ... იქნებ რამე ახალი თქვას, ახალი, რაც არ ვიცოდი მამაჩემზე.

უცნაურია რომ შენთან სალაპარაკოდ იქ უნდა ამოვიდე. ჩუმად საფლავთან დავჯდე და მხოლოდ გულში გელაპარაკო. ხან პატიება გთხოვო, ხან დახმარება, ხან სიახლე გითხრა.... ნეტა თუ გრძნობ....
შენ რომ იყო სხვანაირი ელფერი ექნებოდა ყველაფერს. შენ რომ იყო ჩემი ბედნიერებაც სხვანაირი იქნებოდა.
ნეტა თუ დადგება ოდესმე ისეთი დრო, როცა უშენობა ასე აღარ გამიჭირდება. როცა შევეგუები ამ აზრს და გახსენება აღარ მეტკინება.
3 წელი გავიდა უკვე..... 3 წელი.

понедельник, 19 июля 2010 г.

პატარა

Автор: ჯუნა на 7/19/2010 0 коммент.

პოსტი №100

Автор: ჯუნა на 7/19/2010 0 коммент.

როგორ მომენატრა წერა და ჩემი ბლოგი.... ძალიან!
დღეს იუბილე მაქვს)) ეს პოსტი მეასეა ჩემს ბლოგში.
ვფიქრობ, უაზროა იმაზე წერა თუ როგორ მიყვარს საკუთარი ბლოგის ფურცლები, ყველა ის ტექსტი და განცდა რაც მასზეა. ამიტომ ამაზე არ დავწერ))
დავწერ მხოლოდ იმას, რომ მიუხედავად იმისა თუ როგორი დიდი მესაკუთრე ვარ და ძალიან არ მიყვარს როცა ჩემს პირადს ეხებიან, საკუთარი მკითხველები მაინც ძალიან მიყვარს; რადგან პირადად ჩემთვის შეუძლებელია არ გიყვარდეს ადამიანი, რომელსაც აინტერესებ, რომელიც თვალს გადევნებს, გაკომენტარებს, სურვილებს გიძღვნის და შენეული ხედვის კითხვა სიამოვნებას გვრის. ალბათ სწორედ ეს არის მიზეზი იმის, რომ აქ ვწერ და არა ვთქვათ ლამაზ, ყვავილებიან ბლოკნოტში......

ხშირად მიფიქრია თუ რაში მჭირდება ეს ყოველივე და რა არის ამის მიზანი.
პასუხი არ მაქვს.
უბრალოდ ადამიანი ვარ ასეთი, ბავშვობიდან სულ ვწერ.... და ვფიქრობ, დადგა ეტაპი ჩემს ცხოვრებაში, როცა ჩემი ეს ნაწერი აღარ არის ისეთი აბსურდული, რომ სხვისთვის ჩვენება არ ღირდეს.... და ვფიქრობ არც ისეთია, რომ დიდი ხნის შემდეგ ამის წაკითხვა შემრცხვეს.
მოკლედ,
с юбилеем:)

среда, 14 июля 2010 г.

დარჩა....სულ ცოტა :)

Автор: ჯუნა на 7/14/2010 2 коммент.
არ ვიცი რატომ, მაგრამ საკუთარი დაწერილი პოსტები მალე მავიწყდება.... მერე ყოველთვის ახალივით ვკითხულობ მათ და ისე, თითქოს მე არ დამეწეროს. რაღაცეებს აღმოვაჩენ ხოლმე, ან რაღაცას გავიკვირვებ, ეს როგორ დავწერე-თქო.
გუშინ "რომანტიკა სანაპიროზე"-ს წავაწყდი. როგორი უცნაურია ჩვენი ცხოვრება და სიურპრიზებით სავსე... ვკითხულობდი სიხარულით და თეთრ სარაფანაზე საერთოდ გავგიჟდი, რადგან ზუსტად გუშინ დილით ზუსტად ისეთი თეთრი სარაფანა მიყიდეს როგორიც იმ პოსტის დაწერისას მედგა თვალწინ.....)

იმის თქმა მინდა, რომ გათხოვებას ვაპირებ :)) თუ როგორ უნდა ვთქვა: ცოლი უნდა გავხდე ან/თუ ოჯახი უნდა შევქმნა....)
ცოტა ისე მეუცნაურება ეს სიტყვები. დიდი ხანი რომ მეგონა, შევეჩვიე ამ აზრს და მზად ვარ-თქო ამისთვის, ახლა შიში შემომეპარა... არა, ეჭვი არა)) შიში.
რისი? არ ვიცი.
ალბათ მოსალოდნელი სიახლეების... როგორ იქნება, რა იქნება, სად, რანაირად.... რა უნდა ვქნათ, რა უნდა ჩავიცვათ, რა უნდა ვთქვათ.... რამე არ გაფუჭდეს, რამე არ მოხდეს....))
ნუ, ვფიქრობ, ნორმალურია ეს ყველაფერი.
როგორ მინდა ყველაფერი კარგად იყოს.....
ეს დღე ხომ ერთია, გამორჩეული უნდა იყოს, გამორჩეულად ბედნიერი:*

пятница, 9 июля 2010 г.

ოდესღაც პატარა არსება დედის რძის სუნით კისერში, თვითონ გახდება დედა ან მამა...

Автор: ჯუნა на 7/09/2010 2 коммент.
რა სასწაულია ადამიანის გაჩენა ამ ქვეყანაზე. რა უცნაურია პატარა არსება პაწუა ნაკვთებით, ხელ-ფეხით, ჩამოუყალიბებელი მხედველობით და სმენით, თმით, რომელიც ჯერ კიდევ დედის მუცელში გაეზარდა. მთლიანად ჩვენზე მონდობილი და ჩაბღაუჭებული, ტკბილი რძის სუნით კისერში და საყვარელი ტუჩების ცმაცუნით.
და რა უცნაურია რომ ჩვენ ყველა ასეთები ვიყავით. ხელში ვიძინებდით, იავნანას გვიმღეროდნენ, ვიღაც თავზე გვკოცნიდა და ზედმეტი სიყვარულით ეშინოდა ხელში არ გავეჭყლიტეთ.....)

9 თვე მუცლით უნდა ატარო, გულის ქვემოთ. გრძნობდე მის გულისცემას, ფეხების ბაკუნს, გული მიგდიოდეს მისი შიმშილისგან და წამდაუწუმ მუცელს ეფერებოდე მისი მოფერების და დანახვის სურვილით გაგიჟებული...... ეფერებოდე, ელაპარაკებოდე....
უნდა ჩაუნერგო სიყვარული და განუვითარო გემოვნება.

ამ ქვეყნად მოვლენილი პირველად შენ უნდა ჩაიკრა გულში, თავზე აიღო მთელი პასუხისმგებლობა და მერე თავს უნდა შემოევლო. დაივიწყო სიტყვა "მე" და აწი სულ თქვა "ჩვენ". მასთან ერთად თავიდან ისწავლო ცხოვრება, აიდგა ფეხი, ისწავლო ანბანი, ლექსები, არითმეტიკა..... არჩიო და თავი იმტვრიო მის პრობლემებზე, არ გეძინოს ღამე და გტკიოდეს მისი სატკივარი....
გვერდით ედგე მუდამ, უყურებდე მის ცხოვრებასთან ჭიდილს და და არც შეგწევდეს ძალა მარტო მიატოვო გაჭირვებაში, ტკივილში ან წუხილში.

მაგრამ, ერთ დღესაც აუცილებლად დადგება დღე, როცა მიხვდები, რომ აღარაა სიტყვა "ჩვენ" და არის მხოლოდ "ის", როცა მას უფლება ექნება საკუთარი არჩევანი გააკეთოს და მიუხედავად იმისა, რომ 9 თვე მუცლით ვატარეთ და მერე მთეელი დიდი ხანი ვზარდეთ და ვღზარდეთ, მის ცხოვრებაში დადგა დრო, როცა ის იქნება უკვე დამოუკიდებელი ადამიანი თავისი ცხოვრებით და თავისი თუნდაც ბედნიერებით, რომელიც ჩვენ უნდა გავიზიაროთ მხოლოდ.
მას აღარ დაჭირდება დედის რძე, არც მისი ახსნილი გაკვეთილი და არც არჩევანის გაკეთება იქნება მის მაგივრად საჭირო.
თავიდან დაიწყება ისტორია და მასში განმეორდება......
ის, ოდესღაც პატარა არსება დედის რძის სუნით კისერში, თვითონ გახდება დედა ან მამა......

воскресенье, 4 июля 2010 г.

დათუნიების კოლექცია

Автор: ჯუნა на 7/04/2010 2 коммент.
არასდროს ვყოფილვარ კოლექციონერი და არასდროს მიგროვებია ნივთები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ლამაზი ნივთები.
მაგრამ პატარა გოგოსავით სულ მიყვარდა სათამაშო, ფუმფულა დათუნიები.
უამრავი მაქვს სხვადასხვა ზომის, ფორმის და თითქმის ყველა ნაჩუქარი და სამახსოვრო....

დიდი ხნის წინ კიდე ასეთი დათუნიების გროვება დავიწყე. მაშინ ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, ინტერნეტიც არ მქონდა და ტელეფონით ვაგროვებდი ასეთ ფოტოებს...... ახლა ასეთები ალბათ უამრავია ინტერნეტში))
მე ცოტა ხნის წინ ვიპოვე ძველ დისკზე და ბავშვობა გამახსენდა))

пятница, 2 июля 2010 г.

ივლისის თვე და ფოტოები

Автор: ჯუნა на 7/02/2010 3 коммент.
ხანდახან, როცა ბევრი კარგი ამბავი ერთმანეთს მიეწყობა და ბედნიერება მოგეძალება, შინაგანად შიში გიპყრობს რამე ისეთი არ მოხდეს, რაც ამ ყველაფერს გაანეიტრალებს.
ბავშვობიდან ასე მჭირდა: როგორც კი მოზღვავებულ ბედნიერებას ვიგრძნობდი, ეგრევე ვსერიოზულდებოდი ან ცუდის მოლოდინით შეშინებული ლოცვას ვიწყებდი.

ივლისის თვე ჩემთვის ძალიან ბედნიერია.... დედაჩემი რომ დაბრუნდა ეს უკვე იცით, ხოდა მამიდაც გავხდი :) პატარა, ერთი ციცქნა მათე დაიბადა, რომელიც ჯერ სულ რაღაც 2 დღისაა და მე ისე ძალიან მიყვარს....

მალე პატარა სახლში უნდა მოვიყვანოთ, კიდევ სულ მალე ჩემი 2 წლის უნახავი და უზომოდ მონატრებული დეიდაშვილი უნდა ჩამოვიდეს საქართველოში,

კიდე მალე დედაჩემი და ჩემი გიო ერთმანეთს უნდა გავაცნო :))

ისეთი დიდი, შეკრული და თბილი სამყარო მაქვს....
მივხვდი რომ ეს ბედნიერება აღარ მთრგუნავს.
იმდენი ცუდი იყო, იმდენი ჯავრი......
ასე მგონია ეს ბედნიერება სულ ჩემია და ბოლომდე უნდა შევირგო))

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review