понедельник, 29 марта 2010 г.

ბავშვობაზე მონატრებული

Автор: ჯუნა на 3/29/2010 2 коммент.
2 დღეა სიცხე მაქვს და თავს ძალიან ცუდად ვგრძნობ. ყველაფრის გაკეთება მიმძიმს. ჩემთვის იმ დასკვნამდე მივედი რომ, მზრუნველობა მომენატრა ძალიან... ისეთ მზრუნველობას ვგულისხმობ მხოლოდ მშობლები რომ აგრძნობინებენ შვილებს. ბებიები და თუნდაც ქმარი რომ ვერ შეცვლის. პატარა გოგოსავით რომ იჭირვეულებ... დეე ატმის კომფოტი მომიტანეე... დედა მცივა ჩემი ადიელა დამაფარე... და აზრადაც არ მოგივა რო ადგე და თვითონ გაიხსნა ის კომფოტი ან გადაიფარო ადიელა რადგან ის დედაა და მოგივლის.. მერე რა რო უკვე 20–ის ხარ და მალე გათხოვებას აპირებ. შენ ხომ შვილი ხარ მაინც... პატარა გოგო. და სულ არ მინდა ამ დროს ჭკვიანი ვიყო ან გაგებული ან დამოუკიდებელი. საერთოდ დამოუკიდებლობა ფრიად კარგი და სასიამოვნო რამაა... მაგრამ ხანდახან ისეთი მოსაწყენი...
მე ადრე გავხდი დამოუკიდებელი, მე–9 კლასში ვიყავი პირველად მუშაობა რომ დავიწყე. მახსოვს ჩემს ოჯახში ყველა წინააღმდეგი იყო ამის, მე კი არ ვთმობდი,ალბათ თავიდან უფრო იმიტომ რომ ჩემი რუსი კლასელების დამოუკიდებლობა და сами по себе ყოფნა მშურდა ბავშვური შურით.... მერე კი შევეჩვიე საკუთარ ფულს, თვით დამოუკიდებლობას და შინაგანი თავისუფლების სასიამოვნო გრნობას. წარმატებებით და კარიერაში ზრდის პერსპექტივით ვიყავი ფრთაშესხმული. თავი სრულფასოვნად ვიგრძენი და არა ბავშვად. გამომდიოდა მინდა გითხრათ, თანაც ძალიან კარგად. მაგრამ საქმე ამაში არაა. უბრალოდ ახლა, წლების შემდეგ ჩემი ბავშვობა მენანება. ბავშვობა, რომელიც აღარ მექნება და ტყუილა შევალიე იგი დიდობაზე ოცნებას და დამოუკიდებლობაზე დევნას. ხანდახან ძალიან მინდა უკან დაბრუნება... მახსოვს ერთხელ პატარა ვიყავი, მამაჩემი в очереднои раз მოსკოვში წავიდა. არ მინდოდა წასულიყო რატომღაც, ძალიან ვნერვიულობდი, ვბრაზობდი. გაცილების დროს მივეპარე და ჯვარი ჩავუგდე ტყავის კურტკის ჯიბეში... რომ წავიდა და გაცილებიდან სახლში დავბრუნდით ბატონები დამემართა. ძალიან გაბრაზებული ვიყავი და არავის ნახვა არ მინდოდა. ჩემი დედიკო თავზე დამტრიალებდა და რას არ მიკეთებდა... მერე ვიღაც ფანდურიანი ქალებიც კი მომიყვანეს:) ეჰ.... კარგია უზრუნველი ბავშვობა.... საფიქრალი რომ არაფერი გაქვს გარდა მრავალრიცხოვანი და მარადცვალებადი "შეყვარებულებისა")).
მალე გამოვჯანმრთელდები და ყველაფერი კარგად იქნება.

пятница, 26 марта 2010 г.

ასათიანის თეთრი კაბა

Автор: ჯუნა на 3/26/2010 0 коммент.
ერთი კვირაა რუსთავი 2-ზე ტრიალებს პროფილის რეკლამა მაკა ასათიანის მონაწილეობით და თუ ვინმეს გინახავთ ეს რეკლამა, აუცილებლად უნდა შეგემჩნიათ მაკას არაჩვეულებრივი თეთრი კაბა :) ძალიან მომეწონა.
ვუყურე გადაცემას, გავარკვიე რომ კაბა Jil Sanders-ს ეკუთვნის და აქტიურად დავიწყე მისი ძებნა.
საერთოდ ამ ბოლო დროს ძალიან მომწონს ეგრეთ წოდებული მაქსი კაბები, გრძელი და გაშვებული, მგონი მოდაშიცაა არ ვიცი, ზუსტად ვერ გეტყვით)
ხოდა ერთი სიტყვით, მივაგენი ლამაზ კაბებს, რომელიმე ერთ-ერთი აქედან ძალიან მინდა მქონდეს, მაგრამ იმედი არ მაქვს რომ ჩვენთან სადმე ვიპოვი, შეკერვა კი სარისკო საქმეა..... რამდენად გამოვა ისეთი, როგორიც არის ეს ფოტოებზე?...

მარცხენაა ის კაბა, რომელიც ასათიანს ეცვა მაგრამ მგონი თეთრი უკეთესი იყო ბევრად.

რომელი უფრო ლამაზია?

четверг, 25 марта 2010 г.

ცოტა რამ "მუცლის ცეკვის" შესახებ

Автор: ჯუნა на 3/25/2010 1 коммент.
Belly dance ეგრეთ წოდებული მუცლის ცეკვა X საუკუნეში ინდოეთის ბოშებმა შემოიტანეს ევროპაში და დღესდღეობითაც იგი ძალიან პოპულარულია მთელ მსოფლიოში.

დიდი ხანია ამ თემაზე მინდოდა დამეწერა, რადგან ძალიან მიზიდავს ეს ცეკვა, მისი ყურება და ზოგადად ცეკვის ეს სახეობა.
იყო დრო, როცა დიდი მონდომებით ვსწავლობდი თითოეულ ილეთს, მიხაროდა, როცა გამომდიოდა, ვუყურებდი სხვადასხვა დისკებს, ვვარჯიშობდი.... ეს იყო მოსკოვში.
სხვათა შორის ეს ცეკვა ასუსტებს :)) ანუ იგულისხმება სისტემატური ვარჯიში, თუნდაც დღეში ნახევარი საათი. უფრო ქალურს ხდის და ხვეწავს ტანს. ჯანმრთელობისთვისაც საკმაოდ სასარგებლოა. თვლიან, რომ ეს ცეკვა ხსნის დაღლილობას, ებრძვის უძილობას, სტრესებს, დეპრესიას, თავის ტკივილს...... აუმჯობესებს განწყობას და მატებს ენერგიას.
ქალები ამ ცეკვით გადმოსცემენ თავიანთ გრძნობებსა და ემოციებს. ადრე, აღმოსავლეთის ქალები, უპირველესად ცეკვავდნენ საკუთარი თავისთვის (და აუცილებლად მხოლოდ ქალების საზოგადოებაში).

მუცლის ცეკვა ხდიდა მათ უფრო ქალურს, თავისუფალს, ელასტიურს, ჰარმონიულს და სექსუალურს.
belly dance დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე და ქალურობის, მომხიბვლელობის გამოხატულებად მიიჩნევა.

მუცლის ცეკვის სხვადასხვა სახეობები არსებობს. ზოგი გულისხმობს აქტიურად სხეულის ქვედა ნაწილის მოძრაობებს, ზოგი უმეტესწილად შედგება თავისა და ხელის მოძრაობებისაგან, ზოგში კი უმთავრესად გამოყენებულია ხელებისა და მკერდის მოძრაობები.

რაც შეეხება მუცლის ცეკვას საქართველოში.
აღიქმება ისე, როგორც მაგალითად სტრიპტიზი. ანუ ქართველი კაცები ჯიუტად ვერ ხედავენ ამ ცეკვაში ხელოვნებას. არ ვიცი ეს რამდენად სწორი მიდგომაა. მე პირადად ძალიან მიყვარს ეს ცეკვა, ალბათ ყველამ უყურეთ ელენე ჩიხლაძის (შეიძლება გვარი მეშლება) გამოსვლას ნიჭიერში. ცეკვას სანთლებით, ულამაზესად იცეკვა.... nichieri. Ge-ზე ვიპოვე და ბევრჯერ ვუყურე გადაბმულად :))

среда, 24 марта 2010 г.

«ბავშვი მომინდა ამ 21 წლის გოგოს»

Автор: ჯუნა на 3/24/2010 3 коммент.

ბევრი ბლოგერის კარგი პოსტი წამიკითხავს დედობრივ ინსტინქტებზე.
ციტატა (სამწუხაროდ არ მახსოვს ვისი): «ბავშვი მომინდა ამ 21 წლის გოგოს»
მეც ზუსტად ეგ მჭირს :) რაღაც აკვიატებული მაქვს, შვილი მინდა ძალიან ))
საერთოდ ამ თემაზე ბევრს ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია მიყვარს, მომბეზრდა ეს ქრონიკული მონატრების გრძნობა და მასთან ყოფნა უაზროდ მინდა, მაინც ხანდახან საკუთარ თავს ვუტყდები, რომ ჩემს ასაკში დაოჯახება ცოტა ადრეა. საქმე იმაში არაა, რომ ერთმანეთს არ ვიცნობთ ან არსებობს საშიშროება რომ აზრი და ხასიათი შეგვეცვლება....... არა. უბრალოდ იმდენი რამე მინდა გავაკეთო, იმდენი გეგმაა ჩემიც და გიოსიც, რომელიც ეხება სწავლას, კარიერას, საზღვარგარეთს.... ასე თუ ისე, როგორ თავისუფლადაც არ უნდა დარჩე დაოჯახების შემდეგ, არის ზოგი (ბევრი) რამ, რისი დათმობაც მოგიწევს. განსაკუთრებით ქალისთვის, რადგან მამაკაცი იმდენად ოჯახს მიჯაჭვული არაა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერს მშვენივრად ვაცნობიერებ, ბავშვი მაინც ძალიან მინდა :)
პატარას დანახვაზე გულები მენთება თვალებში და შუბლზე მეწერება «მეც მინდა».
ბავშვების პაწუა ტანსაცმელს რომ ვხედავ ხო ვგიჟდები საერთოდ. ლამის ვიყიდო. ერთი ორჯერ ძალით გამომიყვანა გიომ მაღაზიიდან))
არ ვიცი რატო გვერთვება ქალებს ასე ნაადრევად ეს დედობრივი ინსტინქტები მაშინ, როცა მამაკაცებს ამ ასაკში მსგავსი არაფერი აქვთ. ჩემი 4 წლის ბიძაშვილიც კი კუკლებს შვილოს ეძახის, დიდი სერიოზულობით უმზადებს საჭმელებს და ენის მოჩლექით ელაპარაკება. აი ამ სცენას რომ შევესწარი მივხვდი, რომ არანაირი გადახრა არ მჭირს და ეს ჩვენში ბუნებრივად ზის))
სადღაც წავიკითხე რომ მამები თავიანთ სიყვარულს, ინსტინქტებს, პასუხისმგებლობას, ბავშვი რომ დაიბადება მერე გრძნობენ მხოლოდ. ანუ მათში ეს ყველაფერი უფრო ნელა ვითარდება.
საერთოდ რეალისტები არიან კაცები და გრძნობებს ნაკლებად ყვებიან ))
ნუ რა შემიძლია ვთქვა. ყველაფერს თავისი დრო აქვს და ადრე თუ გვიან ყველანი: მეც, თინიც, LiLaC-იც........ გავხდებით დედები.
იმედია კარგი დედები :)

вторник, 23 марта 2010 г.

ჩემი ამბები

Автор: ჯუნა на 3/23/2010 0 коммент.
ისეთი დაღლილი ვარ ძლივს ვინძრევი... ბევრი საქმე გავაკეთე დღეს :)
ჩემი ახალი ამბების მოკლე ანონსი:

დღეს როგორც იქნა სწავლა დამეწყო))
იმდენი ხანი ვიჯექი უსაქმურად სახლში რო უკვე გადავეჩვიე ყველაფერს.
თურმე როგორ მომნატრებია დატვირთული რეჟიმი, ჩქარი ტემპი და განცდა, რომ სადღაც გაგვიანდება. ამ ყველაფერს მალე ავინაზღაურებ )
პირველ ცვლაში გადმომიყვანეს და რა ადგება დილით ადრე :-( მაგრამ მეორეს მხრივ როგორც იქნა რეჟიმში ჩავდგები, ნორმალურ დროზე დავიძინებ და დღეც გამიდიდდება)
2 ახალი საგანი დამიმატეს: ეკონომიკური გეოგრაფია და საქართველოს ისტორია.... რაც ყველაზე ძალიან "მიყვარს"... მერე როგორ გამოიცნეს ასე ორივე ერთად))
უნივერსიტეტის მერე შვიდგზის ზეთისცხებაზე ვიყავი. შვიდმა მამაომ შვიდ ადგილას ზეთი მაცხო და ბედნიერი ვარ.
დღეს როგორც იქნა ჩემ ნაქარგს ვამთავრებ, რომელსაც ორი თვე ვაკეთებდი და ლამის გადავყევი)) მერე დავწერ ამაზე ცალკე პოსტს, ძან ლამაზი გამომივიდა :)
კიდე წიგნი წამოვიღე ჩემი სახლიდან (ბებიაჩემთან ვცხოვრობ), ბულგაკოვი, "ოსტატი და მარგარიტა", როგორც იქნა წავიკითხავ ამ წიგნს, თორემ მრცხვენია რომ აქამდე არ წამიკითხავს. გავწითლდი))
კიდე ის, რომ საკუთარ ძმას ვამზადებ მათემატიკაში უკვე მეორე დღეა და ნერვები არ მყოფნის, იმდენი ვიკივლე დღეს ხმა აღარ მაქვს)) მომიშალა ნერვები, ბოლოს მადლობა მომიხადა და ლოყაზე მაკოცა) აფერისტი :-p

და ბოლოს
გუშინ მაკიაჟის მოსაშორებელი სითხე გადმოვასხი ბამბაზე და ასეთი ფორმა მიიღო

დამენანა წასასმელად))

воскресенье, 21 марта 2010 г.

რატომ გვქვია გრუზი ა?

Автор: ჯუნა на 3/21/2010 1 коммент.
სიტყვა გრუზი ხომ ყველამ ვიცით რასაც ნიშნავს?
ხოდა რატომ გვეძახიან რუსები მაინცდმაინც გრუზიას? ანუ რატოა მათთვის საქართველო გრუზი ა?
შესაძლებელია ამ სიტყვას არც არაფერი ქონდეს საერთო ჩვენ გრუზიასთან, მაგრამ მაინც დასაფიქრებელია.
პოლიტიკაში ბევრი არაფერი გამეგება და ამ საკითხში კომპეტენტური ნამდვილად არ ვარ, თუმცა ბოლო დროს საკმაოდ ბევრს ვფიქრობ ამ თემაზე.
მოსკოვში 6 წელი ვცხოვრობდი, თანაც იმ ასაკში, როცა ადამიანი ყალიბდება.
ჩემდა სამარცხვინოდ ამ დროის მანძილზე არც ქართულ წიგნებს ვკითხულობდი, არც საქართველოს ისტორიით ვინტერესდებოდი, ქართულიც მავიწყდებოდა და ჩემი ფიქრებიც და სიზმრებიც რუსულ ენაზე იყო.
ახლა როცა საქართველოს ისტორიაც ასე თუ ისე ვიცი, 2008 წლის ომიც გამოვიარეთ, მაილში почему грузия და მინდოდა ჩამეწერა называется грузией და ამომიგდო почему грузины бомбили Россию?..
საინტერესოა რუსეთის რომელი ქალაქი დავბომბეთ? ან იქნებ ოსეთი ითვლება რუსეთად? გამეღიმა...... სასაცილოა ნამდვილად.
ხომ არიან რუსეთშიც ახალგაზრდები, რომლებიც ინფორმაციას იღებენ მხოლოდ ტელევიზიით, პრესის საშუალებით ან ინტერნეტით. რა აზრზე შეიძლება იყოს ადამიანი, რომელიც მხოლოდ ცუდს და საშინელებას კითხულობს ჩვენზე და ზოგადად საქართველოზე?
რასაკვირველია საღ გონებაზე მყოფი შეიძლება მიხვდეს და მივიდეს იმ აზრამდე, რომ ჩვენ პატარა ქვეყანას არ შეეძლო ამხელა რუსეთი დაებომბა, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანი ფიქრობს და სიმართლეს ეძებს. უფრო ხშირად კი იგი ძალიან იოლად ექცევა ზემოქმედების ქვეშ და იჯერებს იმას, რასაც აჯერებენ.
2003 წელს ვარდების რევოლუცია როცა მოხდა, იმდენად დამახინჯებული ინფორმაცია მიიწოდებოდა ხალხამდე, მეც კი მჯეროდა, რომ საქართველოსთვის ხდებოდა რაღაც საშინელება, რომ თავს ვიღუპავდით ქართველები შევარდნაძის გადაგდებით.
საკმაოდ კარგად ვიცი როგორი დამოკიდებულება აქვთ რუს ახალგაზრდებს საქართველოს და ქართველების მიმართ. ფიქრობენ და ამჟღავნებენ იმას, რაც ესმით ოჯახებში, ტელევიზიით...........
მაგრამ არის კიდევ სხვა საკითხი. რომელიც უნდა ითქვას და რომელიც არაფერ შუაშია პოლიტიკასთან. ეს ზოგადად ჩვენ ბუნებას ეხება.
იქაური ქართველები......
როგორ უნდა დავაძალოთ ჩვენ რუსებს პატივი გვცენ, როცა იქაური ქართველები ერთმანეთსაც კი არ/ვერ ენდობიან?
ბევრი შემთხვევა ვიცი... რაღა შორს წავიდე და თუნდაც მამაჩემი. თუ ის ოდესმე გაუქურდავთ/დაუყაჩაღებიათ/უღალატიათ/»გადაუგდიათ»/რამე წაურთმევიათ ყოველთვის ეს ყოფილა ქართველი, რომელსაც დაეხმარა და ენდო.

ყველაფერს მივედ–მოვედევი, მაგრამ დასკვნამდე მაინც ვერ მივედი.
ვინმემ იცით რატომ გვქვია გრუზია??

შუაღამის დაუგეგმავი პოსტი

Автор: ჯუნა на 3/21/2010 3 коммент.
«მიყვარხარ ძლიერ ძლიერ რაც გადის დრო და ხანი............»
«ამ შუაღამისას შენ რომ მოხვიდოდე
და რომ მეტყოდე რამეს...
ამ შუაღამისას შენი ხმის გამგონე...............»
სხვისი სიტყვები........... არა შენთვის მოძღვნილი და არა შენზე დაწერილი. ალბათ ფანატიკოსი ვარ რადგან გაფანატებით მიყვარხარ ყოველგვარი ზომის, ნორმის, საზღვრების და изъянебис გარეშე (არ ვიცი როგორაა ქართულად ეს სიტყვა). ვერ ვხედავ შენში ნაკლს და არა იმიტომ რომ სიყვარული ბრმაა, უბრალოდ იმას რასაც შენში ვხედავ ჩემთვის ნაკლი არაა და მე ის მიყვარს. მიყვარს ისევე როგორც ყველაფერი კეთილი და ტკბილი. მიყვარს ისე რომ მაწერინებს, არ მაძინებს, მალოცვინებს, მატკივებს და მატირებს.
ბანალურს მხდის და სუსტს, უსუსურს. ოცნებას მასწავლის და ამ ოცნებაში არაფერს უჩვეულოს და განსაკუთრებულს პირიქით ბევრჯერ გატკეპნილს, ბევრჯერ ნათქვამს და დაწერილს...
ხანდახან, იცი, ვფიქრობ იქნებ უფრო ჩუმი გავხდე და კდემამოსილი..... უფრო ჩაკეტილი და ძნელად გამოსაცნობი, სპონტანური შენთვის და დაუგეგმავი ურთიერთობაში. შეიძლება ასეთი უფროა ჭკვიანი შეყვარებული ქალის ტაკტიკა...... ალბათ. მე არ ვიცი რადგან ვერ ვცხოვრობ ტაკტიკებით და გამოთვლებით. ასე იოლად ვიშიფრები და ვიკითხები. არც იმას გიმალავ რომ გაფანატებით მიყვარხარ. სახალხოდ სიყვარულს გიხსნი და უშენოდ ვერ ვცხოვრობ.

ხანდახან ვფიქრობ უშენობაზე........
ეს მაშინ, როცა ფიქრებს ზედმეტად ავყვები.
ვფიქრობ და იმ დასკვნამდე მივდივარ რომ ცხოვრების ბოლომდე მეყოფი.
მარტო იმით, რაც აქამდე იყო და გვქონდა მე შემიძლია ვიცხოვრო სიკვდილამდე და ვისულდგმულო უშრეტი მოგონებებით და გამოულეველი სითბოთი. შენი ნახვის სურვილით და შენი მონატრებით.........
არ ვიცი რატომ ვფიქრობ ამაზე თან ბევრს. ალბათ მეშინია.

ერთადერთი შემიძლია გითხრა. ბედნიერი უნდა იყო. ძალიან ბედნიერი.
რადგან ასეთი სიყვარულით არასდროს არავის არავინ ყვარებია!

четверг, 18 марта 2010 г.

ნიკო გომელაურის ლექსებიდან

Автор: ჯუნა на 3/18/2010 0 коммент.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენ , რა იპოვე ჩემში ?!
შენ - წმინდა სანთლის ღვენთი.
მე - გაფანტული ხრეში.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
შენში ის თავს გრძნობს კარგად.
ჩემში კი სველი დენთი
- აღარ ღირს დროის კარგვად.

მე შენში მიყვარს ღმერთი !
ტერფებთან გინთებ სანთლებს . . .
და თუ ასეა - წვეთი ,
ნამუსი მაინც მმართებს . . .

***

მე რომ წავალ ალბათ იტყვის დედა
ეს რა კარგი გამიზრდია შვილი
და ინატრებს ის დღე მისცა ნეტავ.
პირველად რომ დამიკერა ღილი.
როცა წავალ,გაიხსენებს მამაა
პირველად რომ მნახა უკვე დიდი
კარგია რომ არ გამათამამა
კარგია რომ ასე კარგად მსჯიდი
წავალ,მჯერა მერე იტყვის ქალი
შესაძლოა დაიღვაროს ცრემლად
ეცოცხლაო,ყოფილიყო მთვრალი
მთვარია ვიქნებოდით ერთად.
მე არვიცი რას იფიქრებს შვილი
ალბათ ცუდს და ალბათ ცოტა კარგსაც
თვითონ ვიცი მოვაკელი ხელი
და ვაკლებდი ნაყინსაც და მარწყვსაც
რას იტყვიან ძმები წავალ როცა,
ალბათ იქაც შემფიცებენ ძმობას
ჩემს გარეშე დაიცლება ბოცა
ჩემს გარეშე აყვებიან გრძნობას
იქ, კი ვიცი ვინც დამხვდება იტყვის
მუდამ სცდიდა თავის ბედს და წერას
კარგი არ უკეთებია თითქმის
თუ არ ჩავთვლით რაღაც ლექსის წერას
მე მინდა რომ ვუპასუხო ყველას
ქალებს,შვილებს,ჩემიანებს,მასაც
მოერიდონ უსაფუძვლო ღელვას
არ ვაპირებ
მე ჯერ არსად წასვლას

***

აღარ დამრჩა გული, ღვიძლი,
მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი...
აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი,
მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი..
აღარ დამრჩა ნერვი ღერი,
მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი...
მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ,
რადგან ერთი რაღაც დამრჩა...

вторник, 16 марта 2010 г.

დეპრესია და მისი მიზეზები

Автор: ჯუნა на 3/16/2010 0 коммент.
ბოლო დროა რაღაც უხასიათო და დეპრესიული გავხდი. ასეთი რამეები მაშინ მემართება ხოლმე როდესაც მე და გიოს რაიმე პრობლემები გვექმნება ურთიერთობაში ან სახლში რამე გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო ხდება... ახლა კი არაფერ მსგავსს ადგილი არ აქვს, გიოც დიდი გულისხმევით ცდილობს რამე გამიგოს და გაარკვიოს რა მჭირს, თუმცა მას რა ვუთხრა როცა თვითონ ვერაფერს ვუგებ თავს.
ძალიან ვიგრუზები ყოველ ცუდ ახალ ამბავზე, ყველაფერს განვიცდი და სულ ვფიქრობ...... გაუთავებლად. ხანდახან შეგნებულადაც არა, უფრო ავტომატურად დ გაუცნობიერებლად. გადაბმულად დღე და ღამე. სწორედ ამ მიზეზით (ალბათ) ღამეები არ მძინავს და უკვე 2 კვირაა 4-5 საათი ძილით კმაყოფილდება ჩემი ორგანიზმი.
თავში მიბზუიან ფიქრები, ყველა ყიყინებს და თავისკენ მექაჩება. ვფიქრობ ყველა დღევანდელ უბედურებაზე, რაზეც თითქოს არცაა საჭირო ფიქრი, რადგან მე მაინც ვერაფერს შევცვლი. ფიქრი კიდევ უფრო მაგრძნობინებს საკუთარ უმწეობას და უფრო მაცოფებს.
ვფიქრობ 8 სმ-ით გადახრილ დედამიწაზე და ფილმზე "2012", რომელსაც შეგნებულად არ ვუყურე, თუმცა როგორც აღმოჩნდა, პატარა მონაკვეთებიც საკმარისი გახდა ჩემი აფორიაქებისთვის.
ვფიქრობ პოლიტიკაზე, ხელისუფლებაზე, ოპოზიციაზე, იმიტირებულ ქრონიკაზე, რომელმაც ყველა პანიკაში ჩაგვაგდო. სანამ გავიგებდი რომ ეს იმედის "ხუმრობა" იყო მხოლოდ ათასი ადამიანი გამახსენდა, ათასი ადამიანი ვიჯავრე, ათასი საფრთხე წარმოვიდგინე, თავი თაგვად ვიგრძენი, რომელსაც კუდზე ფეხი დააჭირეს და საცოდავი მაინც გაქცევას ლამობს.......
ყველა ცუდზე ვფიქრობ. 34 წლის ჩემი თანამოქალაქე რომ თხელი პლატინას ფირფიტისთვის მოკლეს და ფეხი მოაჭრეს ამაზე ვფიქრობ. ათას გაჭირვებულს გვაჩვენებენ ტელევიზიით, იმათზეც გული მეწვება და ვფიქრობ.
ათასი ცოდო ადამიანი ვიცი, გაჭირვებულები ფიზიკურად, სულიერად, მორალურად, დაღლილები უფულობით, ცხოვრებასთან ბრძოლით, მარტოობით........
მე მინდა მათზე აღარ ვიფიქრო, მაგრამ ჩემში ეს პროცესი არ ჩერდება და ვერ ვიგდებ თავიდან.
ხალხს რა ეშველება? ამდენი ცოდო და გაჭირვებული როა ამ ქვეყანაში რა ეშველება მათ? ეს ვინც ტელევიზიამ ნახა და გვაჩვენა, კიდევ რამდენია ასეთი მთელ საქართველოში?
ომი კიდევ რომ დაიწყოს და ის ქრონიკა აგვიხდეს, მერე რა უნდა ვქნათ? სად უნდა გავიქცეთ? მერე ვის უნდა ვთხოვოთ დახმარება ან სად უნდა ვითხოვოთ სამართალი?
არა პანიკაში არ ვარ. არც მეშინია. უბრალოდ ბევრ უდანაშაულოს გაიღებენ მსხვერპლად, ბევრს გააუბედურებენ და მოკლავენ ცოცხლად........
მე ხომ არაფრის გაკეთება არ შემიძლია, ესეიგი უნდა გავაგრძელო ცხოვრება ისევ ისე, როგორც იყო, უნდა ვიყო ისევ ის ხალისიანი, მხიარული, და მომღიმარი...
ხანდახან იმასაც ვფიქრობ იქნებ ეს ცუდი წინათგრძნობაა
ალბათ რწმენაა ერთადერთი გზა. მეტ გზას მე ვერ ვხედავ.
sleep-ი ვიყიდე დღეს. 10 წუთის წინ დავლიე და წესით მაქსიმუმ 20 წუთში უნდა დამეძინოს...
ხვალ გავიღვიძებ, იმედია იქნება ლამაზი დილა და მშვიდი ქრონიკა. ყველაფერი კარგად იქნება ღმერთის ნებით!

понедельник, 15 марта 2010 г.

გასეირნება სამეგრელოში

Автор: ჯუნა на 3/15/2010 0 коммент.
ახლა ისე დაღლილი ვარ წერის თავიც არ მაქვს, მაგრამ ვერც დავიძინებ, ამიტომ გადავყვიტე ეს განწყობა მაინც დამეფიქსირებინა.
დიდი ხანია სხვაგან არსად ვყოფილვარ, უცხო არაფერი მინახავს და ჰაერიც არ გამომიცვლია, ამიტომ დღევანდელი გასეირნება სამეგრელოში ფრიად სასიამოვნო გახდა)
კარგი გზა, სასიამოვნო, ზომიერად ხმამაღალი მუსიკა, გარეთ წვიმა და თბილი კომფორტული მანქანა.....
ჩავედით ძალიან მალე, სულ რაღაც საათნახევარში. აღფრთოვანებული დავრჩი ქალაქ ზუგდიდით, მართლა ძალიან ლამაზია და კარგად გაკეთებული. განსაკუთრებით მომეწონა საღამოს, როცა უკვე უკან ვბრუნდებოდით, თავისი განათებებით, ლამაზი ბულვარით და მოცეკვავე ფანტანებით.
ხალხიც საქმიანი, ყველა სადღაც გარბოდა, ყველას სადღაც ეჩქარებოდა...
მერე სოფელი კახათი, არაჩვეულებრივი ბუნება, დიდი მწვანე მოლი, გაზაფხულის მახარობელი ყვითელი ნარცისებით გაწყობილი, მოხუცი "სხვისი" ბებო (დეიდაშვილების ბებო)) რომელიც ძალიან მიყვარს :-) პატარა ოდა, გამოფხიზლებული კერა, მივიწყებული შეშის ღუმელი, სპეციფიკური სითბოს სუნით, მეგრული მუსაიფი და ბებოს დარიგებები.....
მერე ძალიან გემრიელი მეგრული ბაჟე, რაღაც უცხო სუნელებით გაკეთებული, პირველად გასინჯული უგემრიელესი მეგრული ელარჯი, თეთრი ღვინო და ტკბილი ქართული სადღეგრძელოები....
მერე ბებომ ნება დამრთო მისი პირადი, მდიდარი ბიბლიოთეკიდან 1-2 წიგნი ამეღო, ოღონდ მხოლოდ მისივე ნებართვით :) (ამაზე ბევრი ვიცინეთ, მაგრამ მესმის მისი)) მე თვითონ მიყვარს ზოგადად წიგნები და მათი შეგროვება. თუ ოდესმე დიდი სახლი მექნება ერთ ოთახს აუცილებლად ერქმევა ბიბლიოთეკა და იქნება ათასი წიგნით სავსე. საერთოდ არცერთი საკუთარი ნივთის განათხოვრება არ მიყვარს, რადგან საშინელი მესაკუთრე ვარ და არ მიყვარს ჩემი რაღაც სხვას რომ აცვია ან სხვა რომ იყენებს და მით უმეტეს სხვა რომ ითვისებს. წიგნებზე ყველაზე მეტად მჭირს ეგ გადახრა, რადგან სულ ვფიქრობ, რომ არ დამიბრუნებენ და დამეკარგება. ამიტომ თინა ბებოსიც მშვენივრად მესმის. მისთვის, ალბათ, რთული ასატანია უყუროს ამდენი წლის ნაგროვები წიგნები როგორ მიაქვს ვინმეს სხვაგან.
საბოლოოდ შევარჩიე 3 წიგნი: ერთი დოჩანაშვილის მოთხრობების კრებული (მიყვარს ეს კაცი ძან), მეორე - ათას ერთი ღამე, ჩემი ძმისთვის, იქნებ ზღაპრები მაინც წაიკითხოს :) და ერთი ვიპოვე კიდე ნარგიზა მგელაძის რაღაც წიგნი (სათაური არ მახსოვს და ნახვა მეზარება), ბავშვობაში მაქვს ამ ქალის წიგნი წაკითხული, არ მახსოვს რა ქვიოდა ან რაზე იყო, მხოლოდ შთაბეჭდილებები მახსოვს, ძალიან მომეწონა.
რამაც გამაოცა იყო ფაქტი იმასთან დაკავშირებით, რომ მეგრელებისთვის ჩვენ ქართველები ვართ ანუ გვისვამდნენ შეკითხვებს ტიპა: "რა ხდება ახალი საქართველოში?", "ის ქართველია მეგრელი არაა" (ვიღაცაზე თქვეს).... ჩემთვის ეს გაუგებარი და გასაოცარია.
კიდევ ერთი აღმოჩენა იმასთან დაკავშირებით, რომ სამეგრელოში ძალიან პოპულარულია ჯექსონის შლაპა და ხელთათმანები)) მთელი იმ მოკლე ხანის განმავლობაში, რაც ზუგდიდში ვიმყოფებოდით, რამდენიმე ადამიანი დავინახე ამ სტილში.
ხო კიდევ იყო თინა ბებოსგან გიოს ქება. ძალიან მოეწონა და დაწვრილებით გამომკითხა თუ "სად ვიშოვე ასეთი ლამაზი ბიჭი" :)) სასიამოვნოა (გავწითლდი)

ბოლოს იყო ბებოს ტრადიციული დალოცვა. ყველა სათითაოდ დაგვიმარტოხელა, რამდენჯერმე დაგვატრიალა ლოცვების თანხლებით.... აღმოჩნდა რომ თვალი გვაქვს (თუმცა თუ რამ მსგავსი მართლა არსებობს, ის მგონი ყველას გვაქვს), რადგან თინა ბებოს ლოცვის დროს თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა....
მერე გაწვიმდა, ჩვენც დაგვაღამდა, ბებოც ვერ გვიმეტებდა, მაგრამ რამდენიმე დამშვიდობების და პირობების მიცემის შემდეგ (რომ აწი ხშირად ვივლით, რომ არ დავიკარგებით, რომ ის კარგად იქნება................... ) როგორც იქნა დავიძარით....
იქნებ ბოლოჯერაც კი ვნახე, ვინ იცის.......... ცოდოა მარტო ადამიანი სიბერეში.....
პესიმიზმის ნოტკები შემომერია... ჯობია დავიძინო, რადგან ძალიან დაღლილი და უძილობით გამოშტერებული ვარ

გუშინდელი პოსტი

воскресенье, 14 марта 2010 г.

ვინ უფრო ჭკვიანია ქალი თუ კაცი?

Автор: ჯუნა на 3/14/2010 5 коммент.

დიდი ხანია ვინტერესდები ყველანაირი სტატისტიკური მონაცემებით თუ გამოთვლებით, სადაც არკვევენ ვინ უფრო ჭკვიანია კაცი თუ ქალი?..
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მეცნიერები უმეტესად გვარწმუნებდნენ, რომ კაცები უფრო ჭკვიანები და განათლებულები არიან და მათი ინტელექტი უფრო მაღალია.
ერთადერთი, სადაც შედეგები ცოტა ჩვენთვის სასარგებლო იყო, ინტერნეტტესტირება გახდა, რომელსაც მეცნიერები რამდენიმე თვის განმავლობაში, მსოფლიოს ცხრა ენაზე ატარებდნენ. ორივე სქესის წარმომადგენლებს უსვამდნენ კითხვებს სხვადასხვა სფეროდან და ითვლიდნენ სწორ პასუხებს.
იყო კატეგორიები, რომლებშიც ქალები უფრო ერუდირებულები აღმოჩნდნენ, ვიდრე მამაკაცები და პირიქით.
სუსტი სქესის წარმომადგენლები ყველაზე ხშირად სწორ პასუხებს იძლეოდნენ კატეგორიებში, რომლებიც გართობას ეხებოდა. მამაკაცები კი უფრო ძლიერები "მეცნიერებისა და ბუნების" საკითხებში აღმოჩნდნენ. მაგალითად, ქალბატონები ყოველთვის სწორად პასუხობდნენ ასეთი ხასიათის შეკითხვებს: "პირველად რომელმა ფილმმა მოიტანა მილიარდ გირვანქა სტერლინგზე მეტი შემოსავალი?" მამაკაცები კი - "რომელი პლანეტა ანდომებს მზის ორბიტის შემოვლას 248 წელს".
რადგან გამოკითხვის შედეგების მიხედვით, ჯამში ქალებმა მამაკაცებზე მეტი სწორი პასუხი დააფიქსირეს, ყველაზე ჭკვიანებადაც ისინი აღიარეს ))

суббота, 13 марта 2010 г.

3 საინტერესო ფოტო))

Автор: ჯუნა на 3/13/2010 1 коммент.
ჩვენ ქალაქში ერთი ავტობუსი დადის, რომელშიც საინტერესო განცხადებებია გაკრული :)
მინდა გაჩვენოთ:

და კიდე გუშინ გადავიღე ერთ-ერთი ლუდის ბარის წინ:

საინტერესოა ხაშთან ერთად რას გვთავაზობენ კიდე ასეთს :დ

пятница, 12 марта 2010 г.

ბავშვობის კომპლექსი

Автор: ჯუნა на 3/12/2010 4 коммент.
ბავშვობიდან დაკომპლექსებული ვარ სათვალეებზე.
სადღაც მე-5 კლასში ვიყავი მგონი მხედველობასთან დაკავშირებით პრობლემები რომ აღმომაჩნდა (-1 დამიდგინეს, შორს კარგად ვერ ვხედავდი), ხოდა გამომიწერეს სათვალე... ისე განვიცდიდი.
დედაჩემს რომ არაფერი ეეჭვა სახლის ჩიხს როგორც გამოვცდებოდი, მაშინ ვიხსნიდი სათვალეს, ჩანთაში ვინახავდი და მხოლოდ უკან დაბრუნებისას ვიკეთებდი ისევ :)) კატასტროფა იყო დედაჩემის სკოლაში მოსვლის დღეები, როცა ან დედაჩემის საყვედურები (мягко говоря) უნდა მესმინა იმის თაობაზე თუ რატომ არ მიკეთია სათვალე ან კომპლექსი უნდა გადამელახა და ყველას დავენახე ოჩკარიკა)) ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ როგორ განვიცდიდი უჟას :დ
დღესდღეობით ლინზებს ვატარებ და ვლოცავ ამის გამომგონებელს. ძალიან კომფორტულია და იოლად შესაგუებელი.
რაც შეეხება სათვალეს, უნომროსაც კი ვერ ვხმარობ თავისუფლად, ასე მგონია ყველა მე მიყურებს, ვერა და ვერ გავთავისუფლდი ბავშვობის ამ კომპლექსიდან.
რამდენიმე დღის წინ საფილოში შევიძინე ძალიან ორიგინალური და ლამაზი სათვალე, შავი აპრავა აქვს, ხისგანაა გაკეთებული, ორიგინალურია ძალიან, უნომრო. აქ კარგად არ ჩანს მაგრამ მგონი მიხდება რავიცი))

четверг, 11 марта 2010 г.

ლექსი, რომელიც ძალიან მიყვარს

Автор: ჯუნა на 3/11/2010 0 коммент.
მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
იგი ვინც მიყვარდა დიდი სიყვარულით
ფრთებით დაიფარე - ამას გევედრები.
ტანჯვა-განსაცდელში თვალნი მიურიდენ
სული მოუვლინე ისევ შენმიერი
დილა გაუთენე ისევ ციურიდან
სული უმანკოთა მიეც შვენიერი.
ხანმა უნდობარმა გზა რომ შეეღება
უხვად მოიტანა სისხლი და ცხედრები,
მძაფრი ქარტეხილი მას ნუ შეეხება
მზეო თიბათვისა ამას გევედრები.

неожиданный подарок :)

Автор: ჯუნა на 3/11/2010 12 коммент.
Как-то совсем нет музы писать, но так хочется передать своё..... Не хочу использовать банальных слов, но видимо не обойдусь. За последнее время со мной многое случилось: безусловно есть вещи, за которые я могу себя похвалить, и есть наоборот вещи которые кидают меня в сожеление.... Я, слава Богу, отошла и как-будто очистилась от тех всех своих мыслей, принципов, глупостей, московской пошлостью, которое крепко засело у меня в голове за последние годы.
Я поверила в любовь, тепло, человечность, поняла цену доверия между двумя, когда не надо играть, преукрашивать, показывать себя лучше чем есть, кокетничать....... Я пожалуй нашла такого, какого хотела рядом - грузина и русского в одном флаконе: со своей мужскостью, характером, жёсткостью даже и в это время искренного, нежного, чевсвенного..... Он мой, только мой и мне не приходиться за это бороться, это само собой. Как бы это не смешно и банально было, я его чувствую всем телом, душой.... типа он мой :))

На самом деле, ведь это круто когда сидишь и думаешь, вот мне бы человека который..... вкрутит мозги, прочтет лекции когда надо, не даст ошибиться, будет любить всякую и он будет для меня лично, только мой и я также буду принадлежать только ему. И он появляется...... Именно тогда, когда мне это больше всего нужно в жизни.... Я благадарна Богу за то, что он мне его подарил, за то что я его нашла!
Я очень хочу пережить все те испытания, которые у нас есть: сопротивления со стороны окружающих, испытание нашим милым городом, испытание расставанием.....
Единственная моя просьба к Богу..... Чтобы наша любовь (которую я действительно считаю доброй и чистой) не утонула в наших грехах.... Чтобы Бог нам сохранил ЕГО, чтобы ОНО у нас осталось на всю жизнь таким же сладким, светлым, добрым, чистым, сильным, страстным как есть сегодня! Я имею в виду ЧУВСТВА, наши ЧУВСТВА.
я тебя люблю зая

4 декабря 2007 года

среда, 10 марта 2010 г.

ჩემი ცხოვრების პერსონაჟები

Автор: ჯუნა на 3/10/2010 0 коммент.
მინდა მოგითხროთ ადამიანებზე, რომლებსაც ალბათ უკვე იცნობთ თუ ჩემი რამდენიმე პოსტი მაინც წაგიკითხავთ:

გიო

მომავალი მეუღლე, მეგობარი და უბრალოდ ჩემი. ცოტა ბანალურია ნუ რა ვქნა)

20 წლის, იურიდიული ფაკულტეტის ბოლო კურსის სტუდენტი.
შეყვარებული ბარსაზე, კლასიკურ მუსიკაზე და ცოტა პოლიტიკაზეც)

დედაჩემი

დედა, დედა..... ხომ ახალგაზრდაა? ))
38 წლის, ფსიქოლოგი, ლამაზი, ჭკვიანი, ცოტა სევდიანი, მაგრამ ოპტიმისტი.

ჩემი ძმა

ნიკა) ჩემზე ბევრად პატარა და მხოლოდ ამიტომ საყვარელი))

ამჟამად იმყოფება გარდატეხის ასაკში. საშინელი ალერგია აქვს წიგნის, დარიგების და სხვაზე დაჯერების))
კიდევ მინდა ვთქვა, რომ არცერთ დას არცერთი ძმა ისე არ უყვარს, როგორც მე ის. მის გარეშე ჰაერის უკმარისობა მემართება და ცხოვრება ძალიან მიჭირს.

ანუშკა

ჩემი საუკეთესო და ქრონიკულად მონატრებული მეგობარი)) ყველაზე კარგი, ჭკვიანი, ლამაზი და სამართლიანი.

მარიამი

ჩემი დაქალი))
2 წლის და 9 თვის. ძალიან ლამაზი, ქერა კულულებით, თბილი და გამართულად მოტიკტიკე.
მიყვება სერიალებს, ეშინია კაცების, ზეპირად იცის ყველა რეკლამა და კარგად ცეკვავს))

ძალიან ბევრი ადამიანია კიდევ ჩემ ცხოვრებაში საყვარელი და ახლობელი, რომელთა გახსენება სიხარულს და ბედნიერებას მანიჭებს და ძალიან მიხარია რომ ისინი არსებობენ.

суббота, 6 марта 2010 г.

ფილმების მიმოხილვა

Автор: ჯუნა на 3/06/2010 1 коммент.
"ჩემი მფარველი ანგელოზი" - ბევრის ბლოგში წავიკითხე ამ ფილმის შესახებ და როგორც იქნა ვუყურე.
საინტერესო ფილმია.

გოგონა, რომელიც ლეიკემიითაა დაავადებული და მშობლები, რომლებიც მეორე შვილს ხელოვნურად ჩასახავენ მხოლოდ იმისათვის, რომ მან შეუნარჩუნოს თავის დას სიცოცხლე (მისი დონორი უნდა გახდეს და ორგანო გადაუნერგოს). მაგრამ ყველაფერი უცებ იცვლება.
ბავშვი იზრდება და 13 წლის ასაკში მშობლებზე საჩივარი შეაქვს სასაართლოში, მას აღარ სურს რომ მისი სხეული გამოიყენონ. თავიდან ძალიან გამაღიზიანა და დავიბოღმე ამ გოგოზე, მაგრამ საბოლოოდ მის მიმართ სხვა გრძნობებიც გამიჩნდა.
ერთი სიტყვით, მიუხედავად იმისა რომ ფილმი სიკვდილით მთავრდება, დეპრესიული ნამდვილად არაა და გირჩევთ))

და კიდევ ერთი ფილმი დებზე, რომელსაც ასეც ქვია "დები":

ამ გოგონებში ერთი სისხლი ჩქებს მათ საერთო დედა ყავთ, თუმცა ერთმანეთი ეზიზღებათ. დინა რვა წლისაა, ის ვიოლინოზე უკრავს და მსახიობობაზე ოცნებობს. სვეტა – უკვე ცამეტი წლისაა, ის შესანიშნავად ისვრის და სურს ჩეჩნეთში სნაიპერი გახდეს. როგორც მიხვდით, სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან.
თავისუფლებაზე გამოსული დინას მამა რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება: "კოლეგები" მას ქურდობაში დაადანაშაულებენ და გეგმავენ მისი ბავშვის გატაცებას, მამა იძლებულია ორივე გოგონა დამალოს, მაგრამ თავშესაფარი არ აღმოჩნდება სანდო, და ბავშვებს გაქცევა მოუწევთ... უფულოდ, მშობლების და მეგობრების გარეშე... მხოლოდ ერთმანეთის იმედად.
ძალიან საყვარელი და კარგი საყურებელი ფილმია))

ვინ მოიგონა 8 მარტი და ყველაზე ცუდი საჩუქრები ამ დღეს

Автор: ჯუნა на 3/06/2010 0 коммент.
იდეა ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნისა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა.
1857 წლის 8 მარტს გაიმართა ნიუ-იორკის სამკერვალო ფაბრიკების მუშა-ქალთა გაფიცვა. მათი პროტესტის მიზეზი ძალზე მწირი ხელფასი და გაუსაძლისი სამუშაო პირობები იყო. ქუჩაში გამოსული გაფიცული ქალები პოლიციის მიერ დარბეული იქნა.
მომდევნო წლებში 8 მარტს უფრო მეტი და ფართომასშტაბიანი პროტესტები დაიწყო. 1908 წელს 15.000 ქალბატონი გამოვიდა ნიუ-იორკის ქუჩებში მოკლე სამუშაო დღის, უკეთესი ანაზღაურებისა და არჩევნებში ხმის მიცემის უფლების მოთხოვნით. 1910 წელს კოპენჰაგენში ჩატარდა პირველი ქალთა საერთაშორისო კონფერენცია სოციალისტ-ინტერნაციონალის მიერ. ამ ყრილობაზე დაფუძნდა ქალთა საერთაშორისო დღე გავლენიანი გერმანელი სოციალისტი კლარა ცეტკინის ინიციატივით. მომავალ წელს ამ დღეს ქალთა სოლიდარობის მიზნით მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა ავსტრიაში, დანიაში, გერმანიასა და შვეიცარიაში.
8 მარტი დღეს ოფიციალურ დღესასწაულად და უქმე დღედ რჩება ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც.

რაც შეეხება ცუდ საჩუქრებს, 2010 წლის თებერვალში რუსმა სოციოლოგებმა ჩაატარეს საინტერესო გამოკვლევა. რუსეთის 7 რეგიონში ქალებს ერთი და იგივე კითხვა დაუსვეს: "რა საჩუქრის მიღება არ გსურთ 8 მარტს?" გამოკითხული ქალების 33%-მა განაცხადა, რომ ყველაზე არასასურველი საჩუქარი მათთვის შინაური ცხოველია. 28%-ისთვის ყველაზე ცუდი საჩუქარი სპორტული ინვენტარია (არ ვეთანხმები:)) ანუ განტელები, ტრენაჟორები და ა. შ. ხოლო ცუდი საჩუქრების სიაში მე-3 ადგილზე მოხვდა რბილი სათამაშოები.
ასევე ამ სიაში მოხვდნენ სამზარეულოს ნივთები, ჭურჭელი (16%), თეთრეული (13%), შოკოლადები და კანფეტები.
რაც შეეხება სასურველ საჩუქრებს:
გამოკითხული ქალების უმრავლესობამ დაასახელა ყვავილები, ბიჟუტერია, კოსმეტიკა და პარფიუმერია.

რაც შემეხება მე, მეგობრებო, აბსოლუტურად არ ვეთანხმები გამოკითხული ქალების უმრავლესობას))
ყვავილებით ხელში სიარულზე არ ვგიჟდები, სამაგიეროდ სპორტული ინვენტარი ჩემთვის ფრიად გამოსადეგარი საჩუქარია:) ასევე ვგიჟდები ტკბილეულზე და არც ლამაზ ჭურჭელზე ვიტყოდი უარს))

среда, 3 марта 2010 г.

დავიღალე

Автор: ჯუნა на 3/03/2010 1 коммент.

რა კარგია განმარტოვება.... ზამთარი, პატარა თბილი სახლი, ლამაზი ხის ავეჯი, მწვანე ნაძვები, სუფთა ჰაერი, ფაფუკი გაუკვალავი თოვლი, სიჩუმე მშვიდი ბედნიერებით გაჭღენთილი, მერე სეირნობა, გუნდაობა და გულის მოჯერება, სიცივისგან გათოშვა და მოუსვენრებისგან დაღლა, წითელი ლოყები ცხვირი და თოვლიანი თმები, მერე თბილი ლოგინი, ერთადერთი და საყვარელი თბილი და მისი რუდუნებით მომზადებული ცხელი ლიმნიანი ჩაი, მერე მადლობის ნიშნად ღიმილი და ტკბილი კოცნა, ბავშვივით გაღიმება და სიხარული ბევრი, თბილ ლოგინში დასვენება და სრული სიმყუდროვე, არანაირი ცივილიზაცია ერთადერთი სიმართლე და დაწყნარებული სული, ბუხარი და ბევრი პატარა სანთელი, ბევრი ძილი და თეთრი თოვლი, ტვინის გათიშვა და მოდუნება, ნდობა, დილაობით ყავა ტკბილ ნამცხვართან ერთად, მერე ბევრი შენ და ხანდახან ზამთრის სიცივეც.....................
დავიღალე
Автор: ჯუნა на 3/03/2010 0 коммент.
როგორ ხარ? როდის? სად? რომელზე? რა ჩავიცვა? იწვიმებს? რატო? მართლა? მწყინს..... იგვიანებ? რას აკეთებ? მალე? მიხარია........ როგორ ხარ? რა გტკივა? რას ფიქრობ? მენატრებოდი..... სად წავიდეთ? როგორ? არ მინდა..... მტკენ...... ვფიქრობ..... მიდიხარ? ნუთუ? ვიტირებ...... ვერ გიგებ...... არ გაპატიებ....... გამაჩერე.......... წავალ........ აღარ გნახავ........ ვეღარ გაპატიებ............ არა? მიყვარხარ! როგორც გინდა............

понедельник, 1 марта 2010 г.

თეთრი ოცნება

Автор: ჯუნა на 3/01/2010 0 коммент.
როცა შენ მოხვალ, მე უკვე მზად ვიქნები. მეცმება თეთრი კაბა, მერე შენ მომიტან თეთრ ქრიზანთემებს, თმაშიც პატარა, თეთრ ყვავილს გამიკეთებ, ცოტას კიდეც გამიწყრები რა ამბავია ამდენი სარკეში პრანჭვაო, მერე გამიღიმებ, ყელზე მაკოცებ, ჩავჭიდებთ ხელს და შევუყვებით აღმართს.

მწვერვალზე თოვლია. თეთრი, თეთრი, ქათქათა. მერე მე თოვლს შევერევი და შენ შეშფოთებული მეძებ. მერე თეთრი მტრედი მოფრინდება და ყურში ჩაგიჩურჩულებს რაღაცას. შენს თვალებში უამრავი ეშმაკუნა სახლდება. შებრუნდები და მიდიხარ. მე შიშით გული მისკდება. მაშინვე ვყვირი, შენც შემობრუნდები და მაშინვე მპოულობ. ასეთმა ხუმრობამ კარგა გვარიანად შემაშფოთა. მერამდენედ გეკითხები უკვე, მართლა მიდიოდი? მართლა მტოვებდი? ცოტაც და ტირილს დავიწყებ. შენ ცრემლიან თვალებს მიკოცნი და მამშვიდებ.

ყველაფერი ჩვენია: ეს მწვერვალიც, ქათქათა თოვლიც, თეთრი, მოღუღუნე მტრედიც, ცისფერი ცა და სუფთა, გამჭვირვალე ჰაერიც. მერე მე ამას ყველაფერს შენ გჩუქნი. შენ მე. მე თეთრი, თეთრი კაბა მაცვია. ხელშიც შენი მორთმეული თეთრი ქრიზანთემები მიჭირავს. ირგვლივ თოვს და თოვს. მე და შენ თეთრი ფიფქები გვაცვივა. ყველაზე კარგი, დიდი ფანტელები შენ გეცემა. ირგვლივ სითეთრეა. მე თეთრი კაბა მაცვია. ჩემი თმებიდან შენი ლამაზად და კოხტად გაკეთებული ყვავილი იჭყიტება. ხელშიც შენი მიერ მორთმეული თეთრი ქრიზანთემები მიჭირავს. თოვს, თოვს და თოვს.

სულ ბოლომდე ავედით, იქედან მხოლოდ თეთრი ქვეყანა და ციდან მოფარფატე თეთრი ფიფქები მოჩანს. მერე მე შენ მორთმეულ თეთრ ქრიზანთემებს მთელ ქვეყანას ვჩუქნი. ერთ ცალს შენც გჩუქნი. უსაზღვროდ გიხარია. შენს თვალებში იმდენი პატარა ეშმაკუნებია ჩასახლებული, მეშინია ისევ არ წამოგიაროს როგორც წეღან. მაშფოთებს ისეთი ხუმრობა, რომელიც შეიძლება მართლა მოხდეს. მეშინია ამ სითეთრეში ჩემი თეთრი კაბით ან მე არ გაგებნე, ან შენ არ დაგკარგო და ამიტომ ხელს არ გიშვებ. კარგია ასე ერთად რომ შევყურებთ მთელ ქვეყანას. მიხარია. შენც გიხარია და მერე ორივეს ერთად ბედნიერი ღიმილით გვიხუტებს თეთრი მწვერვალი გულში.

ღამდება, მაგრამ მაინც სითეთრე ჭარბობს. უცებ დიდი, დიდი, წითელი მზე ამოვიდა და იმანაც ჩაგვეხუტა. მერე ყველა ერთად გვეფერებოდა: თეთრი მწვერვალი, დიდი, წითელი მზე და თეთრი ღამე. მერე შენც გაბედე და ისე სათუთად მომეფერე, კინაღამ ავღრიალდი. თმიდან შენი ნაჩუქარი თეთრი ყვავილი ჩამომივარდა.

მერე ორივემ ერთად დავინახეთ როგორ ამოჰქონდა თეთრ მტრედს ღუღუნ-ღუღუნით ჩემი თეთრი ყვავილი. ამოჰქონდა და იმასაც პატარა ეშმაკუნები უციმციმებდა თვალებში. ალბათ ესეც რაღაც სიურპრიზს მიმზადებდა, ოღონდ ახლა ჩემთან ერთად შენც. ორივე რაღაცის მოლოდინში გავინაბეთ. თეთრი მტრედი არ ჩქარობდა. კვლავ ღუღუნით მოარღვევდა თეთრ, ქათქათა თოვლს. თან ჩემთვის თეთრი ყვავილი ამოჰქონდა.

მე თეთრი კაბა მეცვა, თმაში შენი გაკეთებული თეთრი ყვავილი მებნია, ხელშიც შენი ნაჩუქარი თეთრი ქრიზანთემები მეჭირა.

თოვდა, თოვდა და თოვდა.

ნონა

duna's blog Template by Ipietoon Blogger Template | Gadget Review