ახლა, როცა ეს ნაწერი ბლოგში ქვეყნდება, პირველი საათია, მე ალბათ უკვე წმინდა გიორგის ეკლესიაში ვარ და ჯვარს ვიწერ. ვთხოვდები კაცზე, რომელიც უსაზღვროდ მიყვარს და რომელთანაც ძალიან მინდა ცხოვრების ბოლომდე სიყვარული მაკავშირებდეს. მასთან ვიყო ჭირში, ლხინში, სიღარიბეში და ბედნიერებაში. გავიზიარო მისი სიხარული და ტკივილიც, მოვუფრთხილდე და მასზე ვიზრუნო.
ჯერ დილაა ჩემთან ყველას ძინავს. მე კი, მიუხედავად იმისა, რომ წუხელ ძალიან ცოტა ვიძინე, თვალს ვერ ვხუჭავ. ძალიან ვნერვიულობ, განვიცდი და თან ერთი სული მაქვს საათები მალე გავიდეს....
ჯვრისწერაზე ვიქნებით მხოლოდ ჩვენ და ჩვენი მეჯვარეები ანუკა და დათო. მერე დავურეკავთ მშობლებს, გაიოცებენ, მაგრამ გაუხარდებათ :)
მერე კი წავალთ ბათუმში, ალბათ 1 კვირით.....
როდის მოვა პირველი საათიიი......... :*:*
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
6 коммент.:
gilocaaavt :* bednierebas gisurvebt da am siyvarulis cxovrebis bolomde shenarchunebas :)
Very good.
მოიცა და მშობლებმა არ იცოდნენ ჯვარს რომ იწერდით?
არა, არ იცოდნენ, სიურპრიზი იყო))
ვაიმეეე, ჯერ ისევ მბურძგლავს : D სიყვარულმა ძალიან იმპულსური გამხადა : D
ეხლა წარმოვიდგინე მე რომ ვიდგები საკურთხეველთან და ოოოო .... : D
Отправить комментарий