წელიწადში ორი დღეა ასეთი, ერთად რომ ვიკრიბებით ყველა, ვინც შენ გეძვირფასებოდით, გიყვარდით, ვისთანაც შეხება გქონდა. შენი დაბადების დღე 06.06 და გარდაცვალების დღე 21.07.
ამ დღეს ვაკეთებთ უამრავ საჭმელს, მე ვაკეთებ კოკრებს. მოდიან ადამიანები, რომლებსაც გულწრფელად გული ტკივა ან ისეთებიც რომლებიც უბრალოდ ვალს იხდიან, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ მათ ყველას უყვარხარ.
ყველას თავისი გელა ყავს გონებაში და გულში შემორჩენილი: ზოგს საუკეთესო მეგობარი გელა, ზოგს - ნიჭიერი მოსწავლე, საყვარელი ქმარი გელა, კეთილი და მზრუნველი მამა გელა....
ამ დღეს ყველაფერი კეთდება შენთვის. ამბობენ ყოველ წელს ერთი და იგივე სადღეგრძელოებს, ყვებიან ერთი და იგივე ისტორიებს...
ვიღაცის თვალებს ჩუმათ ცრემლმორეულს დავინახავ და სიყვარულით ვივსები.... მჯერა მისი გულწრფელობის და კიდე კუდში დავსდევ... იქნებ რამე ახალი თქვას, ახალი, რაც არ ვიცოდი მამაჩემზე.
უცნაურია რომ შენთან სალაპარაკოდ იქ უნდა ამოვიდე. ჩუმად საფლავთან დავჯდე და მხოლოდ გულში გელაპარაკო. ხან პატიება გთხოვო, ხან დახმარება, ხან სიახლე გითხრა.... ნეტა თუ გრძნობ....
შენ რომ იყო სხვანაირი ელფერი ექნებოდა ყველაფერს. შენ რომ იყო ჩემი ბედნიერებაც სხვანაირი იქნებოდა.
ნეტა თუ დადგება ოდესმე ისეთი დრო, როცა უშენობა ასე აღარ გამიჭირდება. როცა შევეგუები ამ აზრს და გახსენება აღარ მეტკინება.
3 წელი გავიდა უკვე..... 3 წელი.
16 წელი
-
უკვე თექვსმეტი წელია, ბლოგი მაქვს. წარმოგიდგენიათ? თექვსმეტი წელი! ძალიან
დიდი დროა. წარმოუდგენელია, რომ ამდენი დრო გავიდა, მაგრამ თან ძველ პოსტებს
რომ ვ...
месяц назад
3 коммент.:
მახსოვს წინა წელს შენი პოსტი ამ დღეზე... ყოველ წელს ასე მძაფრად განიცდი :ს უხერხული კითხვაა, მაგრამ რამდენი წელი გავიდა?
კი, რა თქმა უნდა, ესმის შენი : )) ზეციდან გაკვირდება და ყველა შენი სიკეთე უხარია : )) და ამას როგორც პატაა ბავშვს უხსნიან, ისე არ გეუბნები, მე მჯერა, რომ მართლა ასეა : ))
4 წელი იქნება ერთ თვეში... მეც მჯერა რომ მართლა ასეა :)
:( ehh...:(zustad mase var meec :( martlaa sashiinelebaaa :( :( mec yoveltvis magas vpiqroob, netav tu esmiis chemiii? :( magraam kiitxvaa pasuux gaucemelii rchebbaaa... :( vwuuxvaaar sheni mamikos gamoo :(
Отправить комментарий